ტრიუფოს ფილმების უსახო სტატისტი | Jolo.ge


ტრიუფოს ფილმების უსახო სტატისტი

ტრიუფოს ფილმების უსახო სტატისტი

„დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ტრიუფოს ფილმებში რომელიმე უსახო სტატისტად, არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ გეკისრება იმაში, რაც შენ წინ ხდება.

არც ნიჭი გჭირდება, არც პროტექცია, არც ყველაფერზე წასვლა როლის მისაღებად, არც რომელიმე შრეკის თავ-ფეხიანი რეჟისორის საყვარლობა და ამ დროს მაინც შიგნით ცხოვრობ, იმ სამყაროს ნაწილი ხარ, ზიხარ სადღაც კაფეში, ყავას სვამ და არ იმჩნევ, როგორ უყვირის მაესტრო ფრანსუა თავხედ ალენ დელონს, რასაც გეუბნები ზუსტად ისე გააკეთე, შენებურად ნუ გაუბერეო;

არ იმჩნევ, როგორ აძლევს მონიკა ვიტის შენიშვნას, მეტი გრძნობა დამანახეო; არ იმჩნევ, როგორ ბრაზდება, ფანი არდანის კოპლებიან კაბას რომ მოკრავს თვალს და ყვირის, მომიყვანეთ სტილისტი, რა ჩაგიცვამთ ესო;

არ იმჩნევ, მერამდენედ მოგიწია ფსიქიატრიული კლინიკის ეზოში გავლა ვარდისფერ ჯემპრში გამოწყობილი დეპარდიე რომ ოტეის თავს აწონებს ბრიყვული ღიმილით, შეხედე შენი ნაჩუქარი ჯემპრი მაცვიაო და ამაზე ისითი სიცილი უტყდება ყველა დუბლზე, რომ იძულებული ხარ, იმდენჯერ გაიარო, რამდენჯერაც დუბლს აფუჭებს.

მერე რაა, შენ ხო მაინც ვერავინ გხედავს. უნდა გაიარო და მორჩა. კინოს მოჩვენება ხარ, არასოდეს არავინ გამჩნევს ფილმის მსვლელობის დროს. მაგრამ შენ ხო იცი რომ «მატოორ» ზუსტად ერთნაირად და ერთდროულად ისმის შენთვისაც და ალენ დელონისთვისაც, შენთვისაც და ჟან გაბენისთვისაც, შენთვისაც და ჟანა მოროსთვისაც. აბა მეტი რა გინდა! მერე დღის ბოლოს კინოსამყაროდან გამოხვალ და გზად სადმე კაფეში შეივლი, ერთ ჭიქა ღვინოს მოიდგამ და ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქისგან თავბრუ გეხვევა. რატომაც არა! — დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ტრიუფოს ფილმებში რომელიმე უსახო სტატისტად“ …

Margot Lescaut


p.s. ესეც პოსტის საუნდტრეკი:)

ნანახია:(56)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

15 პროდუქტი, რომლებიც თავის ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ყველამ ვიცით, რომ თავის ტვინის სრულფასოვან მუშაობაზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობის პრაქტიკულად ყველა ასპექტი. დაღლილობას, უძილობას, მეხსიერების დაქვეითებას სხვა მიზეზებთან ერთად


როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები

თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.   *** ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა


ბავშვების უდარდელი სულის სილამაზე კადრში

ბრაზილიელმა ფოტოგრაფმა მათიუს ანდრემ, თავის მეზობელ უღატაკეს უბან კატალაოში ყველაზე „უდარდელი“ ფოტოები გადაიღო. მას უნდოდა ეჩვენებინა ბავშვის სულის უსაზღვრო სისპეტაკე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*