TRCC — გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი

by admin | Апрель 10, 2019 09:07

TRCC (ტრენინგის, კვლევისა და კონსულტაციის ცენტრი) აცხადებს მიღებას «პიროვნული განვითარების საბაზისო კურსზე»
💡 ველით ყველა მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია:

[1]✔️ ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება
✔️ სწორად განსაზღვროს ცხოვრებისეული ორიენტირები
✔️ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
✔️ თავად ირჩევდეს მიდგომებს მოვლენების მიმართ
✔️ გამოიმუშაოს მიზნების მკაფიო ხედვა და მათი მიღწევის შინაგანი ნება (თვითდისციპლინა)
✔️ ეფექტურად მართოს დრო
✔️ შეძლოს სწორი კომუნიკაცია
✔️ გამოიმუშაოს ემპათიისა და გამბედაობის საუკეთესო სინთეზი
✔️ მიაღწიოს ჯანსაღ ბალანსს ადამიანის ცხოვრების სფეროს ოთხივე ასპექტში (განავითაროს ადამიანის ბუნების 4 ინტელექტი)
✔️ მოახდინოს პოზიტიური პიროვნული ტრანსფორმაცია
✔️ თავად გახდეს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი!

კურსის მიზანია
დაარწმუნოს მსმენელები, რომ ადამიანს იმაზე გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე თავად ფიქრობს; ასწავლოს მათ, თუ როგორ დაინახონ შესაძლებლობები პრობლემების ნაცვლად; აღჭურვოს ისინი სათანადო უნარებით, რომ
თავისუფლად და ხალისით გადალახონ ცხოვრებისეული გამოწვევები; განუვითაროს მიდგომა, რომ არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი; და რომ გამარჯვება
ის კი არ არის, არასოდეს დაეცე, არამედ ის, რომ რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ წამოდგე უფრო ძლიერი და ენთუზიაზმის გაუნელებლად განაგრძო წინსვლა.

📌 კურსის შედეგად
🔦 მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის შეცნობას, კლიშეებისგან, ჩარჩოებისგან, შემზღუდველი პარადიგმებისგან, არასრულფასოვნებისა და სხვა კომპლექსებისაგან გათავისუფლებას და განავითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი მისიის დანახვასა და დასახვაში, ძლიერი მხარეების აღმოჩენა–განვითარებაში, საკუთარი თავისა და დროის მართვაში, პრიორიტეტების სწორად დასახვაში, დაგეგმილი საქმიანობების ეფექტურად განხორციელებაში, სწორ კომუნიკაციასა და სინერგიის მიღწევაში, საკუთარი თავის სრულფასოვან რეალიზაციაში, პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.

👉 კურსს უძღვება:
ნათია ქოიავა – საჯარო მმართველობის დოქტორი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, ასოცირებული პროფესორი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სერტიფიცირებული ტრენერი 12-წლიანი გამოცდილებით, NLP ქოუჩინგში, ლიდერობასა და პიროვნულ განვითარებაში.
📜 შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1g64g3GiPOlT-kAGZ5IkN25eVIRXn9ihrDdzdX2Ukv6Q/viewform?edit_requested=true[2]

🕖 ტრეინინგი ჩატარდება 6 მაისიდან, კვირაში სამი დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
☑️ კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა 18 საათი;
💲 კურსის ღირებულება: — 300 ლარი;

ტრეინინგზე დასწრების მსურველებმა აღნიშნული კურსის ღირებულება უნდა ჩარიცხონ ორგანიზაციის ანგარიშზე, 5 მაისის ჩათვლით; შესაძლებელია საფასურის ეტაპობრივად გადახდაც.
👉 თიბისი ბანკი: GE29TB7111636080100006
მიმღები: შპს «თრსს»
გთხოვთ მიუთითოთ ვინაობა და კურსის სახელწოდება.
📲 დაგვიკავშირდით: ტელ:579 970 965, 593 15 75 11

ნანახია:(57)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/04/nat.jpg
  2. https://docs.google.com/forms/d/1g64g3GiPOlT-kAGZ5IkN25eVIRXn9ihrDdzdX2Ukv6Q/viewform?edit_requested=true: https://docs.google.com/forms/d/1g64g3GiPOlT-kAGZ5IkN25eVIRXn9ihrDdzdX2Ukv6Q/viewform?edit_requested=true&fbclid=IwAR0hfCPlhvGR8y4F5DxiEId58BVaOiiDn4NEoBDEE0nyuZTDBXWxv8SgIDU

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/trcc-gaxdi-sakutari-cxovrebis-shemoqmedi/