TRCC — გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი | Jolo.ge


TRCC — გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი

TRCC  — გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი

TRCC (ტრენინგის, კვლევისა და კონსულტაციის ცენტრი) აცხადებს მიღებას «პიროვნული განვითარების საბაზისო კურსზე»
💡 ველით ყველა მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია:

✔️ ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება
✔️ სწორად განსაზღვროს ცხოვრებისეული ორიენტირები
✔️ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე
✔️ თავად ირჩევდეს მიდგომებს მოვლენების მიმართ
✔️ გამოიმუშაოს მიზნების მკაფიო ხედვა და მათი მიღწევის შინაგანი ნება (თვითდისციპლინა)
✔️ ეფექტურად მართოს დრო
✔️ შეძლოს სწორი კომუნიკაცია
✔️ გამოიმუშაოს ემპათიისა და გამბედაობის საუკეთესო სინთეზი
✔️ მიაღწიოს ჯანსაღ ბალანსს ადამიანის ცხოვრების სფეროს ოთხივე ასპექტში (განავითაროს ადამიანის ბუნების 4 ინტელექტი)
✔️ მოახდინოს პოზიტიური პიროვნული ტრანსფორმაცია
✔️ თავად გახდეს საკუთარი ცხოვრების შემოქმედი!

კურსის მიზანია
დაარწმუნოს მსმენელები, რომ ადამიანს იმაზე გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე თავად ფიქრობს; ასწავლოს მათ, თუ როგორ დაინახონ შესაძლებლობები პრობლემების ნაცვლად; აღჭურვოს ისინი სათანადო უნარებით, რომ
თავისუფლად და ხალისით გადალახონ ცხოვრებისეული გამოწვევები; განუვითაროს მიდგომა, რომ არ არსებობს მარცხი, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი; და რომ გამარჯვება
ის კი არ არის, არასოდეს დაეცე, არამედ ის, რომ რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ წამოდგე უფრო ძლიერი და ენთუზიაზმის გაუნელებლად განაგრძო წინსვლა.

📌 კურსის შედეგად
🔦 მსმენელები შეძლებენ საკუთარი თავის შეცნობას, კლიშეებისგან, ჩარჩოებისგან, შემზღუდველი პარადიგმებისგან, არასრულფასოვნებისა და სხვა კომპლექსებისაგან გათავისუფლებას და განავითარებენ უნარებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარი მისიის დანახვასა და დასახვაში, ძლიერი მხარეების აღმოჩენა–განვითარებაში, საკუთარი თავისა და დროის მართვაში, პრიორიტეტების სწორად დასახვაში, დაგეგმილი საქმიანობების ეფექტურად განხორციელებაში, სწორ კომუნიკაციასა და სინერგიის მიღწევაში, საკუთარი თავის სრულფასოვან რეალიზაციაში, პირად, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.

👉 კურსს უძღვება:
ნათია ქოიავა – საჯარო მმართველობის დოქტორი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი, ასოცირებული პროფესორი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, სერტიფიცირებული ტრენერი 12-წლიანი გამოცდილებით, NLP ქოუჩინგში, ლიდერობასა და პიროვნულ განვითარებაში.
📜 შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1g64g3GiPOlT-kAGZ5IkN25eVIRXn9ihrDdzdX2Ukv6Q/viewform?edit_requested=true

🕖 ტრეინინგი ჩატარდება 6 მაისიდან, კვირაში სამი დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი) 19:00 საათიდან 22:00 საათამდე
☑️ კურსის ხანგრძლივობა: 6 შეხვედრა 18 საათი;
💲 კურსის ღირებულება: — 300 ლარი;

ტრეინინგზე დასწრების მსურველებმა აღნიშნული კურსის ღირებულება უნდა ჩარიცხონ ორგანიზაციის ანგარიშზე, 5 მაისის ჩათვლით; შესაძლებელია საფასურის ეტაპობრივად გადახდაც.
👉 თიბისი ბანკი: GE29TB7111636080100006
მიმღები: შპს «თრსს»
გთხოვთ მიუთითოთ ვინაობა და კურსის სახელწოდება.
📲 დაგვიკავშირდით: ტელ:579 970 965, 593 15 75 11

ნანახია:(69)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

24 ნაბიჯი სიმდიდრისკენ — თქვენ გეშინიათ თქვენი ფიქრების?

„აბა, დაფიქრდით, თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. თქვენი გარე სამყარო თქვენი შინაგანი სამყაროდან გაგზავნილ იმპულსებს ეხმიანება. და ვინაიდან მხოლოდ თქვენ


„გაათავისუფლე ბავშვი, გაათავისუფლე მსოფლიო!»- ლევან რამიშვილი

 როგორია ადამიანის ბუნება?  რა არის ბუნებრივი ინტერესი და რას ნიშნავს ადამიანისთვის შემოქმედება?  როგორ ზემოქმედებს სტანდარტული სკოლა და ზოგადად თანამედროვე «აღზრდა»


„ბედნიერება, მიზეზის გარეშე“ — ევგენია დრონი

🌷ყოველი პრაქტიკის და მედიტაციის მიზანია–მივაღწიოთ გონების სულიერ — მშვიდ მდგომარეობას და ავიმაღლოთ ენერგეტიკული ველის ვიბრაციები.  რა მოჰყვება ამას?  🌈თქვენი მდგომარეობა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*