თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია | Jolo.ge


თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია

თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია

სიყვარული მდგომარეობაა და ის არ არის რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სიყვარული ენერგეტიკული ნაკადია და ერთხელ თუ იგემეთ, მუდმივად მიგიზიდავთ და ეცდება დაგაბრუნოთ ნაკადში.

და თქვენც ბრუნდებით, ხსნით და აღრმავებთ ნაკადს.

როდესაც გიყვართ – უბრალოდ გიყვართ.

გინდათ ახსნათ, გინდათ სიტყვებით შეამკოთ…

მაგრამ ემოციები შემოგხვევთ ხელს, გაგჟღინთავთ, აგავსებთ, მოგიცავთ სრულიად. სიტყვებისთვის ადგილს არ ტოვებს და ასე მხოლოდ გრძნობებს მინდობილი, მინაბებული ღიმილნარევი ჩუმდებით…

აი, ასე გიყვართ…

მოშვებული, მოდუნებული, გავიწყდებათ გარშემო ყველაფერი და უბრალოდ გიყვართ.

ყოველი თქვენი ყოფიერი წამი განიბანება სიყვარულში.

ნაკადი შემოდის და გადის…

არაფრის გაკეთება არ არის საჭირო მოედინება და მოედინება მდინარე…

გინდა გამოსცადოთ?

სცადეთ, დახუჭეთ თვალი..

წარმოიდგინეთ სიყვარულისფერი, თქვენი სიყვარულის ფერი.

დაიწყეთ მისი მართვა, შემოუშვით.

სცადეთ გახსნათ გულის კარი, გაუშვით, გაეცით სიყვარული და ამავე დროს შემუშვით თუნდაც ნაკადულის ხელა და შეიგრძენით როგორ გავსებთ, ნელ-ნელა , დროთა განმავლობაში გაზარდეთ ნაკადი და აქციეთ მდინარედ, სიყვარულის ოკეანესკენ სწრაფულ მდინარედ.

აქ და ამ მომენტით განიბანეთ სიყვარულში.

იგრძენით ეს… ვიცი ჩემთან ერთად, ამას შეძლებთ!!!

დაე, იდინოს თქვენში სიყვარულის მდინარემ და ამ დინებას შემოუერთდეს ის, ვინც მოისურვებს შემოერთებას და ვისაც აირჩევს თქვენი გული.

სიყვარული ეს მდგომარეობაა! ნაკადში ყოფნაა!!!

სიყვარულის ნაკადში ყოფნა ეს მედიტაციაა, მნიშვნელობა არა აქვს, უყვარხართ თუ არა პასუხად. მთავარია – გრძნობთ!

აუცილებლად მოვა ცხოვრებაში ადამიანი! მოვა როდესაც აივსებით სიყვარულით.

მოვა ის, ვინც გასაღებს მოარგებს გულს და აგიზგიზდება ცეცხლი. ნუ შეეცდებით მის ჩაქრობას. ჩაქრობა მოგიტანთ ტანჯვას, რადგან, თუ კი არხი გახსნილია და ეს აუცილებად აისახება  გრძნობებში… გამოჩენა, ცვლილებების დაიწყების ნიშანია…

სიყვარულის ცეცხლი შინაგანია, იშლება როგორც ყვავილი და გადაიდნობა სხვა მდგომარეობაში, ხორცს ისხამს სხვა და სხვა ფორმაში.

გააცნობიერეთ, თქვენი შანსი მხოლოდ სიყვარულია.

ეს გრძნობაა, რომელიც როგორც აკიაფებული ვარსკვლავი გარეთ კი არა, თქვენს გულში და მუდმივად უნდა კიაფებდეს!

 

თამარი კვარაცხელია

29.05.2017

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(441)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

2020 წელი წარმატების ნაკადში მოაქცევს მათ, ვინც ამ ცვლილებებისთვის მოემზადა

დაიწყეთ ცხოვრების ახალი პერიოდი – სწორად და სასიამოვნო ცვლილებებიც აუცილებლად მოხდება! სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, 11 თებერვალს ვიწყებთ ევგენია დრონის ონლაინ-კურსს,


„როგორ შეგეძლო შეხებოდი ქალს, შენ ხომ აღთქმა გაქვს დადებული“?

ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაშია შემთხვევა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას. ხშირად დაუსრულებლად ვატრიალებთ ამ მოვლენას თავში და ვხარჯავთ


4 მიზეზი, რატომ არ აყავხართ სამსახურში

დასაქმება ბევრი ახალგაზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. აგზავნით თქვენს რეზიუმეს სხვადასხვა პოზიციაზე, პასუხი კი არა და არ ჩანს. გიჩნდებათ კითხვა: რას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<