თქვენი პიროვნული ზრდა — „შექმენი შენი თავი, შენვე თავად“… | Jolo.ge


თქვენი პიროვნული ზრდა — „შექმენი შენი თავი, შენვე თავად“…

თქვენი პიროვნული ზრდა — „შექმენი შენი თავი, შენვე თავად“…

თითოეული ადამიანი ამ სამყაროს  ევლინება იმისთვის რომ მუდმივად განვითარდეს, გაიზარდოს და მიაღწიოს დასახულ მიზანს, ხოლო თუ ის წყვეტს ამ ცილკლს მისი აზრები, შეხედულებები და ქმედებები იწყებს გაყინვას და მიდის უკუპროცესი ანუ დეგრადირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავი მასობრივი საინფორმაციო გადაცემები არ იძლევა იმის საშუალებას რომ მოდუნდე, ამ ყოველივეს პიროვნულ ზრდასთან არანაირი შეხება არა აქვს. 🙁

მოკლედ ვიტყვი: თუ როგორ ვმეტყველებთ, როგორ ვაზროვნებთ, როგორ ვიქცევით – შედეგია იმ ინფორმაციისა, რასაც უფლებას ვაძლევთ შემოვიდეს ჩვენში გარედან და ნუ გაგვიკვირდება, თუ რამეთი უკმაყოფილო ვართ, ჩვენი ცხოვრების რომელიმე სფეროში.

ვგულისხმობ ცხოვრების ექვს ძირითად სფეროს, როგორიცაა: სულიერი, ოჯახი, ფიზიკური, საქმიანი, საზოგადოებრივი, მენტალური (ისინი ჩამოთვლილი არ არის, მნიშვნელობების მიხედვით). ამ ცხოვრებისეულ სფეროებს შორის, უნდა იყოს დაცული ბალანსი, მხოლოდ მაშინ არის შესაძლბელი სრულყოფილი ცხოვრება. ამ თემას, შემდეგშიც არა ერათხელ მიმოვიხილავ. ეხლა კი, დავუბრუნდები პიოვნულ ზრდას.

პიროვნული ზრდა  შესაძლებელია მენტორის, მოძღვრის, მისაბაძი პიროვნების პოვნით, ტრენინგების, კოუჩ-სესიების, წიგნების… საშუალებით. მათი დახმარებით შეიძლება შეცვალო საკუთარი თავი, აღმოაჩინო და განავითარო შენთვის მისაღები თვისებები, მოიცილო კომპლექსები და უარყოფითი აზრები, ისწავლო და მართო საკუთარი ემოციები.

„მინდა ვიპოვო საკუთარი თავი“- ხშირად მეუბნებიან ამას.

მე კი ვთვლი – საკუთარ თავის ძიება არა არის საჭირო, შენ უკევ აქ ხარ – შენი უნიკალურობით, განსკუთრებულობით და გენიალურობით. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შეიყვარო ის პიროვნება რომელსაც ეძებ, იყო მადლიერი ყველაფრის რაც გარშემოა და კი არ ეძებო, არამედ შექმნა. დიახ არ მოგესმათ „შექმენი შენი თავი, შენვე თავად“

პიროვნული ზრდისა და განვითრებისთვის სხვადასხვა გზები არსებობს და ერთ-ერთი არის- პრაქტიკული ფსიქოლოგია (პოპულარული ფსიქოლოგია, როგორადაც მას ხშირად მოიხსენიებენ).
ჩემი მოკრძალებული ბლოგი დაეხმარება მათ ვისაც სურს „საკუთარი თავი შექმნას თავიდან“.  მე მაქვს სურვილი გასაგებად ავხსნა, რომ თითოეულ ადამიანში არის გენია, მასში არის უსაზღვრო პოტენციალი და მის გამოვლენას არა აქვს ზღვარი ასაკში, ზღვარი განათლებაში, ზღვარი შესაძლებლობებში… საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მზაობა.tevzi1

შევეცდები, ბლოგით მოგაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, თემებზე – თუ როგორ გადავლახოთ შიშები წარმატების მისაღწევად. ეს მნიშვნელოვანია, რადგან შიში – დიდი წინააღმდეგობაა წარმატების და ბედნიერი ცხოვრების გზაზე.

ბლოგზე ვისუბრებ მიტევებაზე. წყენას საკუთარ თავზე და სხვებზე უარყოფითი გავლენა აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე.

განვიხილავ, როგორ მივაგნოთ ჩვენს დაფარულ შესაძლელობებს. როგორ დავსახოთ მიზანი და რა არის საჭირო მის განსახორციელებლად.

რა არის პრობლემა და როგორ შეიძლება მისი გადაჭრა. პრობლემა, აუცილებელი პირობაა ცხოვრების გასაგრძელებლად. ხომ გაგიგიათ – „რაც არ გვკლავს, ყველაფერი გვაძლერებს“.

პრაქტიკულ ფსიქოლოგიის ტრენინგები,  დაგეხმარებათ გახდეთ, უფრო თავდაჯერებულნი საკუთარ თავში და საკუთარ ძალებში. შეძლებთ, განავითაროთ ტალანტი და მისწრაფებები. დაეუფლოთ, ეფექტურ მიდგომებს საკუთარ თავთან და გარემოსთან.

მაშასადამე, რა არის პიროვნული ზრდა?

ეს არის, საკუთარი თავის „შექმნა“ და რეალიზაცია. ეს არის სიარული წინ, შენს წინააღმდეგობებთან შესახვედრად. პიროვნების მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ და თვითგანვითარებისკენ. ეს, ყოველდღიური გამარჯვებაა საკუთარ თავზე, საკუთარ შიშებზე და სხვადასხვა უარყოფით ემოციებზე.

ეს – შინაგანი ზეიმი და ცხოვრებით ხალისია, გზაა წარმატებისკენ.

რა არის ამისთვის საჭირო?fR_70akZbdU

პირველ რიგში – პასუხისმგებლობა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. იმის გათვითცნობიერება, რომ არ ხართ ბავშვი და საკუთარი ხელებით და  გონებით ქმნით იმ რეალობას, სადაც ხარ.

შემდეგ – შეცვლის სურვილი. შეიცვალო ეს თქვენი საწვავია, რომელიც გატარებთ ამ არა თუ მარტივ ცხოვრების გზაზე.

ასევე მნიშვნელოვანია -რწმენა. რწმენა საკუთარ თავში. ის საუკეთესო დამხმარეა  და უფრო მეტიც, უმთავრესია.

რითი დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, პიროვნული ზრდა?

პირველი, გაარკვიეთ რა გინდათ? თქვენი მიზანი! კითხეთ თავს: „რა მინდა?“ მაგალითად: მოვიცილოთ უარყოფითი აზრები და გავხდეთ პოზიტიურნი, მოვიცილოთ შიშები…. შედით საჭირო რუბრიკაში, წაიკითხეთ და გამოიყენეთ.

გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია რაც თქვენს პიროვნულ ზრდას შეეხება. თქვენ გაქვთ უდიდესი შესაძლებლობები, ირწმუნეთ და თამამად გადადგით ნაბიჯი. ცურვის სწავლა თუ გინდათ, უნდა შეხვიდეთ წყალში, ირწმუნოთ საკუთარი თავის და იმოქმედოთ. თამამად იარეთ, თქვენი მიზნების ასახდენად.

გისურვებთ წარმატებებს!

 ავტორი: თამარ კვარაცხელია, კოუჩი და წარმატების ექსპერტი პიროვნული ზრდის საკითხებში.

ნანახია:(1993)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მარტივი დავალება, — როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან

როგორ გავთავისუფლდეთ ნეგატიური ენერგიისგან და როგორ გადავიდეთ პოზიტიურ ტალღაზე, — ძალიან მარტივი ხერხი და რჩევა ფსიქოლოგისგან. ინგა ედილაშვილი ამ „დავალების“ შესრულების


მოტივატორი! — „სწორედ ახლა, აი, ახლა მოვიდა დრო და დაიწყე!!!“

შეინახე ეს სტატია და ზოგჯერ თვალი გადაავლე – მათი დახმარებით, ცხოვრება გაგიმარტივდება! ეს შენი სიცოცხლეა. აკეთე ის რაც გიყვარს და აკეთე


„დააკვირდით სიკეთეს და არა ბოროტებას“…

არ იფიქროთ ბოროტ ადამიანებზე, რომლებიც თქვენი ხელის შეშლას ცდილობენ, იფიქრეთ კეთილ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენი დახმარება შეუძლიათ. დააკვირდით სიკეთეს და არა


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort