თქვენი ორი სამყარო | Jolo.ge


თქვენი ორი სამყარო

თქვენი ორი სამყარო

თუ აზრებს განვიხილავთ, როგორც მატერიალურს ე.ი. ის არსებობს ჩვენს გვერდით რეალობაში მატერიალური რეალობა და ჩვენი აზრები უნდა მივუახლოოთ ერთმანეთს.

ჩვენ ვცხოვრობთ ერთდროულად ორ სამყაროში, ორ რეალობაში. ჩვენი ფიქრების, გრძნობების, განწყობის, აზრების, შეხედულებების –  შინაგანი სამყარო და მეორე – სადაც არსებობენ ადამიანები, ადგილები, ნივთები, და მოვლენები… მეტ წილად, რთულია განაცალკავოთ შინაგანი და გარეგანი სამყარო ერთმანეთისაგან.  არის ერთი რამ როდესაც, უფლებას ვაძლევთ –გარეგანსხილულსგარეშეს იბატონოს ჩვენს ცხოვრებაზე, ამ დროს კი შინაგან სამყაროს ერგო სარკის როლი, რომელიც ირეკლავს ყველაფერს, რაც ხდება მის თავს.

ჩვენი შინაგანი სამყარო ძალიან მგრძნობიარეა და  რეაგირებს გარეგან მოვლენებზე. ჩვენ არ გავქვს შესაძლებლობა, ბოლომდე გავიაზროთ, რა ძალას ვფლობთ შინაგანად. სასტიკი ირონიით, ადამიანი იწყებს იმ გარეშე რეალობის შეცვლას, რაშიც იმყოფება.

ცნობიერი ეს დიდი ძალაა. ის ტვინის უმთავრესი ნაწილია და მისი ზემოქმედება იგრძნობა ცხოვრების ყველა ასპექტში.  ის, ათვითცნობიერებს გარეშე მოვლენებს, ხილულად შემომავალ ინფორმაციას ამუშავებს, აზროვნებს, წარმოიდგენს და იღებს გადაწყვეტილებებს. მასზეა დამოკიდებული ჩვენი წარმატებაც და წარუმატებლობაც.

ყველაფერი, თავისი არსით წარმოადგენს ენერგიას და რომ დავუფიქრდეთ – როგორ ვახდენთ აპერირებას ამ უზარმაზარი ენერგიით სხვადასხვა აზრების ფორმებში, მაშინ მოვინდომებდით და აზრებს მიგვმართავდით საჭირო კალაპოტში. რადგანაც აზრები მუდმივად ისწრაფვის მიიღოს ფორმა, მიდრეკილია გამოხატვისკენ, მატერიალიზებისკენ, თავისი ფიზიკური ექვივალენტის სახით – ეს ჩადებულია მის ბუნებაში.

უნდა მოხდეს გააზრება: აზრებს აქვს საკუთრივ ძალა და ქმნის ენერგიას. თქვენი ღრმა მტკიცებულებები, რწმუნებულობები, შიშები, იმედები, შეხედულებები, სურვილები და ყველაფერი… ახდენს ზემოქმედებას თქვენზე, გარშემომყოფებზე და მთელა სამყაროზე.

წარმოიდგინეთ გამადიდებელი შუშა, რომელიც გააჩერეთ მზეზე. მზის სხივები მასში კონცენტრირდება და შეიძლება გააჩინოს ცეცხლი. იგივეა, თუ თქვენ კონცენტრირდებით ნეგატივზე და დიდი რაოდენობით არის ის თქვენს ცხოვრებაში, იწვევთ მეტი ნეგატივის გაღვივებას კი, არა და ნეგატიური ცეცხლის აგიზგიზებას. 🙁

სამწუხაროდ ასე ხდება! უმეტესობა ადმიანებისა საერთოდ არ აქცევს ყურადღებას თავის აზრებს, არ იციან სინამდვილეში რა სურთ, რას  უნდა მოერიდნ ან რაზე გაამახვილონ ყურადღება. მეტწილად ადამიანის ცხოვრებაში არის ავრომატიზმამდე დასული – ჭამა, მუშაობა, ურთიერთობი, წუხილი, წუწუნი, იმედები, გეგმები, სექსი, ყიდვა, გაყიდვა, თამაში, გართობა… და  ცოტა დროს უთმობს, თუ რაზე ფიქრობს ამ დროს.

სიტყვამ, მაინც პოზიტიურ აზროვნებამდე მიმიყვანა. რადგანაც ის წარმოადგენს ბედნიერების, შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის წყაროს.

მოდი, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ერთი დღის განმავლობაში, რა საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებულნი დააკვირდით საკუთარ თავს და დააფიქსირეთ – რამდენჯერ გაგიელვებთ ნეგატიური აზრები თავში და რამდენჯერ პოზიტიური. (შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ 1 თვის განმავლობაში). შემოიღეთ ჯარიმების სისტემა: თითო ნეგატივზე 5 ლარი ჩადეთ ყულაბაში, ხოლო პოზიტივზე ამოიღოთ 5 ლარი ყულაბიდან. წარმოიდგინეთ  ბუღალტერი, რომელიც აღრიცხავს ყოველ თქვენს აზრს და აკეთებს ანგარიშს: რომელმა აზრმა მოგიტანათ ფული, რომელმა გაზარალათ.

ეს, რომ რეალობა ან რამე პროგრამა იყოს და ყოველ ნეგატიურ აზრებზე გვართმევდნენ 5 ლარს და პოზიტიურზე გვიხდიდნენ… 🙂 უბრალოდ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა? მაშინ ყველა დააკვირდებოდა: თავში შემავალ აზრებს და პირიდან გამომავალ სიტყვებს. მომართავდა მათ ფულის მიღებისკენ და გულისყურს ადევნებდა, მოუვიდა ხარჯი თუ ზარალი. რამდენი ადამიანი გაიხდიდა ამ საქმეს პროფესიად?  🙂 🙂 🙂 რამდენი ბედნიერი ადამიანი ივლიდა ქუჩაში?

არა და, პოზიტიური აზრები თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებას მიმართავს სასიკეთოდ და აუცილებელია ვინმემ ჩვენს  (და არა სხვის) ბედნიერებაში ფული გადაგვიხადოს?

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დამტკიცებულია –  ყველაფერი ენერგიაა. დადებითი თუ უარყოფითი აზრების თავისთავად ქმნიან ენერგიას. სავარჯიშოს შემთხვევაში, ლარის როლში გამოდის ენერგია – მოქმედებს უდიდესი „გამომთვლელი სისიტემა“,  მას ჰქვია სამყარო და არც ერთი აზრი არ რჩება მისი ყურადღების მიღმა. ამიტომაც დადებითი მუხტით, აზრებით მოიზიდავთ მეტ პოზიტივს რეალურ ცხოვრებაში და ნეატივის შემთხვევაში –   ნეგატივს.

ადამიანის შინაგანი სამყარო არ არის კუნთების გროვა, ყოველი ჩვენი აზრი ასახვას ჰპოვებს ამ<strong> სისტემაში და ზემოქმედებს მასზე. გინდათ ეს თუ არა, როცა აზროვნებთ და ფიქრობთ, გამუდმებით ქმნით თქვენს რეალობას.  – ამბობს ჯონ კეხო.

თქვენ გსურთ შეცვალოთ გარემოებები?

ამისთვის, განავითარეთ საჭირო აზროვნების ტიპი. წარმატებული ადამიანის აზრები, მიმართულია წარმატებისკენ. უზრუნველყოფილი ადამიანი ირჩევს, სიმდიდრეზე მომართულ აზროვნებას და მისი აზრები მიმართულია სიუხვეზე, წარმატებაზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე. ეს მისი აზროვნების მოდელია

რა არის თქვენი აზროვნების მოდელი? გიფიქრიათ მაზე?

თქვენი აზროვნების მოდელის შექმნილია, ის რეალობა რომელშიც იმყოფებით. თქვენ იტყვით: „როცა მდიდარი ხარ, ადვილია იფიქრო მატერიალურ კეთილდღეობაზე, მაგრამ მე სად შემიძლია, მე უფულო, უიღბლო ვარ და ცხოვრება მითრევს ქვემოთ“  მცდარი აზრია! არამც და არამც არ დაეთანხმოთ, თუ თავში მოგივიდათ ეს აზრი.   !

თქვენ ხელს გიშლით, არა ცხოვრებისეული გარემომებები და სიტუაციები. ერთადერთი რაც გიშლით ხელს – ეს თქვენი აზრებია.

ცოტაოდენი ძალისხმევა და პრაქტიკა და თქვენ ისწავლით მართოთ თქვენი აზრები, გამოიმუშაოთ სასურველი აზროვნების ტიპი და გახსნათ თქვენი პოტენციალი.

გარემომცველი რეალობა შეიცვლება მხოლოდ იმის მერე, რაც გამოიმუშავებთ ახალი აზროვნების მოდელს და არამც და არამც უფრო ადრე.

თქვენი პიროვნული ჰარმონია იმაშია – როცა  შინაგანი და გარეგანი სამყარო იმყოფება თანხვედრაში.

 თავდაპირველ ეტაპზე, თქვენი ახალშექმნილი ცნობიერიყოველთვის უნდა მიდიოდეს  რეალობაზე წინ, რომ მიხვიდეთ ჰარმონიასთან.

მიუახლოეთ ერთმანეთს თქვენი ორი სამყარო!

 

წყარო:https://zrda.wordpress.com

 

 

ნანახია:(768)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ არასწორად დათესავ, არასწორად მოიმკი“…

რელიგია და სარწმუნოება სანახაობად გადაიქცა. მორალი მხოლოდ თეორიულად არის გამეფებული. ყველა ერთმანეთს ჭკუას ასწავლის, ყველა ერთმანეთს ერჩის, დასცინის და აკრიტიკებს.


თუ გსურთ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ…

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება ბრძოლის ველია, თუ გსურს რაიმეს მიაღწიო აუცილებელია იბრძოლო ამისთვის და ამ შემთხვევამაც შესაძლოა არ გაამართლოს.


მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს…!

8 ოქტომბერს, უნივერსიტეტის გამოსაშვებ საღამოზე ერთ-ერთმა პროფესორმა სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ასეთი რამ: (ზუსტი ციტირება არ არის მაგრამ მთავრი აზრი მოცემულია)


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<