თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია … | Jolo.ge


თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია …

თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია …

არ აინტერესებს სხვისი აზრი, არ დაეძებს რას იტყვიან მასზე. არ აღელვებს მის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას. მთავარია თვითონ მოსწონს, კარგად გრძნობს თავს, ერთობა, გონია რომ განაღდებული აქვს ცხოვრება, ზედმეტად სტაბილურობის განცდა აქვს, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ,,თავი აქვს ქუდში» —
არ იხედება წინ და არ ფიქრობს იმ ქარიშხალზე, რომელიც თითქმის ყველას ატყდება თავს. უამრავ მაგალითებს აჩვენებს ცხოვრება, მაგრამ — არა!

ჯერ დაგჩაგრავს ცხოვრება, მერე აგამაღლებს და ამ დროს იწყება შენი გამოცდა, თუ როგორ იცხოვრებ ამაღლების დროს ყოფილო ჩაგრულო.

უთვალავი მაგალითი გაქვს იმის, თუ როგორ ამთავრებენ ცხოვრებას ამაყი, ჯიუტი და ამპარტავანი ადამიანები.

გვიანი იქნება სინანული, გაბზარული ადვილად ტყდება და სიფრთხილეა საჭირო, გონიერი, ფხიზელი სიფრთხილე.

ადამიანმა, ვინც ტკივილი მიაყენა მეორე ადამიანს, უბინძურდება ველი და იწყებს ჭკნობას.

გინახავს და იცი, როგორ გაიშლება, მერე ჭკნება და ფურცლებს ჩამოყრის მშვენიერი ვარდი, რომელიც ჯერ ამაყად მიწიდან ამოვიდა, მერე ლარნაკში ჩადეს და — დამთავრდა.

როცა გეგმავ და ფიქრობ, როგორ მოატყუო და გამოძალო, წაართვა და გაამწარო ადამიანი, როცა ერევი სხვის ცხოვრებაში, ლანძღავ და ტალახს ესვრი, მაშინ შენი სხეული ივსება ნეგატიური ძალით და დაავადებას იწყებს სხეულის სხვადასხვა ორგანოები.

საკუთარი ემოციების კონტროლი, ობიექტური და რიალური მიდგომა ცხოვრებაზე, ეს არის ის, რაც მიზნის მისაღწევად აუცილებელია.

შენ არ ხარ მარტო, შენ გიყურებს და გითვალთვალებს ბევრი ადამიანი, რომც არ გაინტერესებდეს რას იტყვიან და რას ფიქრობენ შენზე, მაინც ვერ დააღწევ თავს.
შენ არ ხარ მარტო. გაუფრთხილდი სახელს და რეპუტაციას.

არ გარისკო და არ დადო სასწორზე შენი სახელი და შენი მომავალი.
რისკი რომ დამღუპველი იყო, იმიტომ გვასწავლა ბრძენმა ,,ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი»

თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(246)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გაბედე! … და მთელი სამყარო დაგეხმარება….

…რა საყვარლები არიან ადამიანები…მათ თითქმის ყოველთვის იციან რა უნდა «ქნას» პრეზიდენტმა, პრემიერმა,მერმა, ვიღაც მდიდარმა ადამიანმე, ვიღაცის ცოლმა ან ქმარმა, თურქეთის


იმოძრავეთ საკუთარი სურვილებისკენ და ყველაფერს შეძლებთ…

მე გადავწყვიტე მოგიყვეთ ჩემი ცხოვრების, დადასრულის დასაწყისზე. როდესმე თუ გქონიათ მსგავსი ფიქრები, თითქოს თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი არ არის ისე, როგორც


ეს ძმები დედის პოზიტიურმა ფრაზამ მილიონრებად აქცია…

სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს ცნობილი ფაქტია, ასევე საიდუმლო არაა ისიც, რომ პოზიტივი მხოლოდ პოზიტივს შობს და ამის დასტურია ამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*