თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი, —  დაიბადეთ! | Jolo.ge


თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი, —  დაიბადეთ!

თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი, —  დაიბადეთ!

***

იღბალი უკანა კარიდან შემოდის, უიღბლობას — კარი არ სჭირდება, ყველა ნასვრეტიდან აღწევს, ამიტომ ამოქოლეთ ყველა ნასვრეტი იმის რწმენით, რომ იღბლიანი ხართ.
უფრო მეტიც, თქვენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხართ დაბადებული!

***

თუ კიბეზე დაგორდით, წამოდექით, ტანსაცმელი დაიფერთხეთ და ღიმილით თქვით: ღმერთო, რა სწრაფად ჩამოსვლა შემძლებია. 

***

გუშინ ერიხ ფრომის „ძენ-ბუდიზმსა და ფსიქოანალიზს» ვკითხულობდი და იქ გავჩერდი, ბევრი ადამიანი რომ იბადება, მაგრამ მაინც ვერ „იბადება“ ბოლომდე და „ჭიპლარით“ მიბმული რჩება დედ-მამაზე, ოჯახზე, რასაზე, სახელმწიფოზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ფულზე, ღმერთებზე…
რამდენი რამ სჭირდება ადამიანს რომ დაიბადოს და ეს დაბადება ჩემი აზრით ყოველდღე ხდება, ჩვენი ყოველი გაცნობიერება დაბადებაა და მოცილება ჩვენი წარმოსახვითი ჭიპლარებიდან.
ჩემო მეგობრებო, არ დაზოგოთ თავი და ძალისხმევა, დაიბადეთ ვითარცა პეპელა, რომელიც ჭუპრიდან ულამაზეს პეპელად გადაიქცევა.
თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი.
დაიბადეთ! 

***

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თქვენი გეგმები ერთიანად იშლება.
* ამ დროს თქვენი რეაქცია თქვენი სულიდან მოდის;
* ამ დროს მოქმედებს თქვენი ჭეშმარიტი „მე“;
* ამ დროს ავლენთ თქვენ ნამდვილ ბუნებას.
ნუ გატყდებით სულიერად, ნუ წაიქცევით, რადგან თქვენი წაქცევით მხოლოდ თქვენ არ წაიქცევით, არამედ თქვენი ახლობლებიც.
აქ „დომინოს“ პრინციპი მუშაობს. ასე რომ, იყავით სულიერად ძლიერი — არა ზეასვლის, არამედ ქვემოთ ვარდნისას.
იყავით დიადი სული, რომელსაც ტკივილის ატანა, წაქცევისას კი ფეხზე წამოდგომა და გზის გაგრძელება შეუძლია!

***

«სიცოცხლე მაშინაც მშვენიერია, როცა ფიქრობ, რომ ამის თქმის მიზეზი არ გაქვს».

***

სიყვარული – შედეგია;
სიძულვილი – შედეგია;
სიხარული – შედეგია;
სევდა – შედეგია;
სიმდიდრე – შედეგია;
სიღარიბე – შედეგია;
ერთგულება – შედეგია;
ღალატი – შედეგია;
ჯანმრთელობა – შედეგია;
ავადმყოფობა – შედეგია;
წარმატება – შედეგია;
წარუმატებლობა – შედეგია;
ადამიანის წონაც კი შედეგია.
სამყარო მიზეზ-შედეგობრიობის კანონზეა აწყობილი.
თუ გსურთ შედეგის შეცვლა, მოძებნეთ და შეცვალეთ მიზეზი!

რამაზ გიგაური

 

ნანახია:(621)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შინაგანი  თვითკრიტიკა და მისი გარდაქმნა  პოზიტიურ  თვითმოტივირებად

საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მაღალი მოთხოვნები წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნების სრულიად აუცილებელი თვისებაა.  თვითკრიტიკა საკუთარ თავთან და ნამოქმედართან


როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს

თქვენს წინაშეა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც იწვევს ძალის წართმევას და დადებითი ენერგიის შემოდინებას ჩვენ ვკარგავთ ძალებს, როდესაც: • ვამბობთ „დიახ“-ს ,


ოცნებიდან რეალობამდე

ოცნება – გარღვევაა!.. ეს არის ენერგია რომლითაც ჩვენი სული იკვებება და რომლის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერების მოპოვება,  ვინაიდან  ის არის ერთგვარი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*