„თქვენ თვითონ იზიდავთ ისეთ ადამიანებს და მოვლენებს, რომლებსაც თქვენი აზრით იმსახურებთ! “ | Jolo.ge


„თქვენ თვითონ იზიდავთ ისეთ ადამიანებს და მოვლენებს, რომლებსაც თქვენი აზრით იმსახურებთ! “

„თქვენ თვითონ იზიდავთ ისეთ ადამიანებს და მოვლენებს, რომლებსაც თქვენი აზრით იმსახურებთ! “

სამოტივაციო გამონათქვამები

 

1. ადამიანი იმიტომ კი არ გაურბის ძველ, ტოქსიკურ გარემოცვას, რადგან წარმატების მერე თავში აუვარდა, არამედ ზუსტად იმიტომ გახდა წარმატებული, რომ თავის დროზე ძველ ტოქსიკურ გარემოცვას გაექცა! (სოსო სინატაშვილი)

2. იუთუბი საუკეთესო უნივერსიტეტია. იუთუბში შეგიძლია აირჩიო ის ცოდნა, რაც გჭირდება!

3. თქვენ თვითონ იზიდავთ ისეთ ადამიანებს და მოვლენებს, რომლებსაც თქვენი აზრით იმსახურებთ! (ბოდო შეფერი)

4. ბევრ ადამიანს ცხოვრებაში არ უნახავს ნამდვილი მარცხი, მათ უბრალოდ შეწყვიტეს ბრძოლა! (რობინ შარმა)

5. გახდი შენი ცხოვრების ალქიმიკოსი. ისწავლე წარუმატებლობის წარმატებად, მინუსის პლიუსად გადაქცევა! (ჯონ კეხო)

6. რაც არ უნდა მოხდეს, იმოქმედე იქიდან გამომდინარე, რისი მიღწევაც გინდა!

7. თუ თქვენ შეძლებთ დაეუფლოთ საკუთარ თავს, თქვენ ადვილად დაეუფლებით დანარენ ყველაფერს. ტრიუმფი საკუთარ თავზე ეს აბსოლიტური გამარჯვებაა! (ნაპოლეონ ჰილი)

8. ყოველთვის იარეთ წინ. ნუ ყოყმნობთ. წინსვლა თავისუფლებისაკენ მიახლოვებაა. გააგრძელეთ წინსვლა, არ შეუშინდეთ ეკლებს და წვეტიან ქვებს თქვენი ცხოვრების გზაზე! (ნაპოლეონ ჰილი)

9. იმ წამს, როდესაც დაიწყებ იმაზე ნერვიულობას თუ რას ფიქრობენ შენზე სხვები, შენ უკვე აღარ იქნები! (მერილ სტრიპი)

10. მოაქციეთ ცხოვრება თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ. ერთადერთი დაბრკოლება ხვალინდელი დღის შექმნაში არის დღევანდელი ეჭვები. იმოძრავეთ წინ, ძლიერი და გაუტეხავი რწმენით! (ნაპოლეონ ჰილი)

11. პირადი ურთიერთობები ნაყოფიერი ნიადაგია, საიდანაც იწყება ყველაფერი:მთლიანად წარმატება და ყველანაირი მიღწევა ცხოვრებაში! (ნაპოლეონ ჰილი)

12. უდიდეს წარმატებას ქმნიდნენ ის ადამიანები, რომლებიც პრობლემებს გარდაქმნიდნენ უპირატესობებში! (ნაპოლეონ ჰილი)

მჯერა, რომ ყოველ ადამიანს იმაზე მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე ოდესმე გამოუყენებია.

მჯერა, რომ ყოველი ადამიანი საკუთარ თავში იმაზე მეტ ნიჭიერებას ფლობს, ვიდრე ეს მას წარმოუდგენია.

მჯერა, რომ უდიდესი მიღწევები ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინა გაქვთ.

მჯერა, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები ჯერ ისევ მოგელით.

მჯერა, რომ უდიდესი წარმატება, რომელსაც მიაღწევთ, მომავალში გელოდებათ.

და მჯერა, რომ ეს ყოველივე თქვენი ცოდნის შემეცნებითა და ცხოვრებაში გატარებით მოხდება.

ყველა პრობლემის გადაწყვეტას შეძლებთ, დაგალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას და მიაღწევთ დასახულ მიზანს. (ბრაიან ტრეისი)

13. მე ვიზრუნებ ჩემთვის თქვენდა სასიკეთოდ, თუ თქვენ იზრუნებთ თქვენთვის ჩემდა სასიკეთოდ! (ჯიმ რონი)

14. იმისათვის, რომ მიიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე გაქვთ, გახდით იმაზე უკეთესი, ვიდრე ხართ!

15. ემოციებით გამყარებული ცოდნა მოქმედების ტოლფასია!

16. აკეთე ყველაფერი, რაც შენს შესაძლებლობებშია!

17. არავის ძალუძს წინ აღუდგეს ადამიანურ ნებას, რომელსაც შეუძლია დასახული მიზნის მისაღწევად საკუთარი არსებობა გარისკოს!

18. მიზნად დაისახე ადამიანების დახმარება ფინანსური მიზნების ნაცვლად, და თქვენ ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენი სიცოცხლე!

19. ვინც თვითონ ბედნიერია, სხვას უბედურებას არ უსურვებს! (ლევ ტოლსტოი)

20. ჩვენზე ცუდს მხოლოდ ის ფიქრობს, ვინც ჩვენზე უარესადაა, დანარჩენებს უბრალოდ ჩვენთვის არ სცალიათ!

21. წარმოიდგინე, რომ სამსახური, ოჯახი, მეგობრები, ჯანმრთელობა და სულიერება ბურთებია. სამსახური არის რეზინის და თუ დავარდება, ისევ შეგვეძლება აღდგენა, ხოლო დანარჩენი მინისაა, თუ დავარდა შეიძლება აღვადგინოთ, მაგრამ ისეთი ვერასოდეს გახდება, როგორიც დავარდნამდე იყო!

22. ყველაფერი იყიდება სინდიდის გარდა! (კახა ბენდუქიძე)

23. არ არსებობს ბავშვები, არსებობენ ადამიანები განსხვავებული ცოდნითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით!

24. ჩვენ სხვა ადამიანები კი არ გვიყვარს ჩევენს გარშემო, არამედ ჩვენი თავი სხვა ადამიანებში!

25. ყოველი მთის დალაშქვრისას წინ იშლება კიდევ უფრო მაღალი მთები, რომელთა დალაშქვრაც მხოლოდ შენ მოგიწევს!

26. ბედნიერების ერთ-ერთი ნიშანი არის აბსოლიტურად გამქრლი სურვილი ვინმეს რამე უმტკიცო!

27. ნათელო დასტირური იმისა, რომ წარმატების მირწევა შესაძლებელია, არის ის,რომ ვიღაცამ უკვე შეძლო ამის მიღწევა!

28. ფასეულობებს მაშინ აქვს ფასი, როცა მას აფასებენ!

29. საკუთარი ფინანსების მართვა-ეს არის აუცილებელი და გონივრული ზომა, რომელიც თუნდაც მხოლოდ თავისი არსებობით ზრდის თქვენს შემოსავლებს!

30. პერსონალური განვითარება იწყება საკუთარი არაადეკვატურობის მიღებით!

31. შესაძლებელია შეინარჩუნო ბალანსი ფულის დაზოგვასა და იმის შეგრძნებას შორის, რომ ცხოვრობ!

32. ფული დიდი ძალაა, რომელიც თითოეულ თეთრშია კონცენტრირებული!

33. რაც უფრო ძვირფასია ადამიანი ჩვენთვის, მით უფრო დიდი ზიანის მოყენება შეუძლია!

34. წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია! (აინშტაინი)

35. ადამიანების ორი ტიპი არსებობს. ერთი, რომელიც თამაშობს იმიტომ რომ არ წააგოს, ხოლო მეორე რომელიც თამაშობს იმიტომ რომ მოიგოს!

36. ბავშვობაში მხოლოდ ორი რამ შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან:

1.როცა ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა მოხდეს.

2.როცა ისეთი რამ არ ხდება, რაც უნდა მოხდეს.

37. სადაც არ უნდა იყოთ, იყავით იქ, სადაც ხართ!

38. დღეს ეს გუშინდელი ხვალეა!

39. იმისათვის რომ მოიზიდოთ საინტერესო ადამიანები, თავად უნდა იყოთ საინტერესო, რომ მოიზიდოთ ძლიერი ადამიანები, თავად უნდა იყოთ ძლიერი, რომ მოიზიდოთ სრულყოფილი ადამიანები, თავად უნდა იყოთ სრულყოფილი.

სხვების შეცვლას ჯობია საკუთარი თავი შეცვალო.

თუ საკუთარი თავის შეცვლას მოახერხებთ, მაშინ მოიზიდავთ სასურველ ადამიანებს!

40. სიცხადეშია ძალა! (კიტ კანინგემი)

41. ბოლოს ჩვენ არა მტრის სიტყვები გვემახსოვრება, არამედ ჩვენი მეგობრების დუმილი! (მარტინ ლუთერ კინგი)

42. ხშირად ადამიანები არ წერენ მიზნებს, იმის გამო, რომ მათი განხორციელების გზებს ვერ ხედავენ! (ბრაიან ტრეისი)

43. გადადგით პირველი ნაბიჯი და გზა თვითონ გამოჩნდება! (სტივ ჯობსი)

44. სიბნელე ვერ დაიძლევა სიბნელით, მხოლოდ სინათლეს ძალუძს მისი დაძლევა!

45. სიძულვილი ვერ დაიძლევა სიძულვილით, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს მისი დაძლევა!

46. ცნობიერება გულისხმობს ენერგიას და ინფორმაციას, რომელიც სიცოცხლეს იღებს აზრის კონტექსტში!

47. სიცოცხლე ეს არეის ცნობიერების მარადიული ცეკვა! (დიპაკ ჩოპრა)

48. წარსული ისტორიას ეკუთნის, მომავალი ეს არის საიდუმლო, აწმყო საჩუქარი!

49. გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ! მსოფლიოში ყველა სისულელე კეთდება სერიოზული გამომეტყველებით. (ბარონ მიუნჰაუზენი)

50. თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას! (კოკო შანელი)

 

მოიძია და შეადგინა სოსო სინატაშვილმა

PS: თუ მოგეწონა Like and Share

 

ნანახია:(4378)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

აქციე საკუთარი თავი ჩემპიონად

ხდება ხოლმე, რომ ჩიხში შევდივართ, გვიჩნდება შიშები, ეჭვები, გაუგებრობა. ეს ყველაფერი გრძნობებია, რომლებიც თითქოს გვასველებენ, გვამძიმებენ და ერთ უცვლელ მდგომარეობაში


სიყვარული, შიში და ტკივილი ნამდვილ სახეს გიბრუნებს …

**** დაფიქრდით რა გიხარიათ, რატომ გიხარიათ და რისი მომტანია ეს სიხარული. ბედნიერება ადვილად მოდის, მხოლოდ დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი. ****


ხუთი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ

ხუთი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ: დარდი იმაზე, რისი შეცვლა და გამოსწორებაც შეუძლებელია; დაჟინებით მტკიცება, რომ მიუღწეველია ის, რასაც თავად ვერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*