თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ ცხოვრებას … | Jolo.ge


თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ ცხოვრებას …

თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ ცხოვრებას …

მე ახლა შორიდან ვხედავ ხალხსაც და ჩემს თავსაც. მე ხომ უკვე განსაზღვრული მაქვს სიკვდილის დღე. მაგრამ ვინ იცის ეს კია ჩემი ბედი? ვინ იცის, ვიცოცხლებ კი ამ ორ წელიწადსა და ათ თვეს, რომელსაც ეს ავადმყოფობა მადროვებს?

იქნებ ერთი კვირის შემდეგ, ან ხვალ, ან სულაც დღეს ვიღაც მთვრალი ხულიგანის მოქნეული დანის მსხვერპლი გავხდე? იქნებ მანქანამ გამიტანოს, ან ბრმა ტყვიამ მომიღოს ბოლო?  იქნებ კონსერვმა მომწამლოს ან გადაბრუნებულმა ამწემ მომსრისოს ტრამვაიში?

ეს ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამაზე სულაც არ ვფიქრობ. მე მხოლოდ ერთი ვიცი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში სამ წელიწადს კიდევ ვიცოცხლებ. ამიტომ მე ოთარ ნიჟარაძე, რომელიც ცალკე ვდგავარ თქვენგან, ხვალის იმედით აღსავსე ადამიანებო, მოგიწოდებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი, ნუ მოიწამლავთ ცხოვრებას შუღლითა და მტრობით, ნუ იბრძოლებთ უპატიოსნო გზებით, ნუ გათელავთ ყველაზე ლამაზსა და წმინდას.

თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ ცხოვრებას, იმ ადამიანის თვალებით, რომელსაც ძალიან მცირე დრო დარჩა სასიცოცხლო,

დარწმუნდებით

რა ლამაზი ყოფილა ქვეყნიერება, რა საოცარი ყოფილა სიცოცხლე, ადამიანები,

შეამჩნევდით ბევრ მშვენიერებას, რაც შეუმჩნეველი გრჩებათ დღეს, რადგან არ გაქვთ სიკვდილის დღე განსაზღვრული და დანიშნული, არ დაკარგავდით, არცერთ წუთს ბოროტებისთვის, უწმინდური საქმისთვის, არ დაანაგვიანებდით გულსა და გონებას ღვარძლითა და ბინძური ფიქრებით.

თქვენ რომ ჩემი თვალებით ხედავდეთ …

გურამ ფანჯიკიძე

თვალი პატიოსანი

ნანახია:(109)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები ძალიან გვანან

შვილები, რასაკვირველია, მშობლებს გვანან, თუმცა ზოგჯერ მსგავსება შესაძლოა იმდენად დიდი იყოს ერთმანეთისგან განსხვავებაც გაგიჭირდეთ. წარმოგიდგენთ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებსაც შვილები ძალიან


„ბევრ ქალს შეუძლია მამაკაცის გულის დაპყრობა, მაგრამ მართვა ყველას არ შეუძლია“

მოგონებები დამაბრკოლებელი ქვაა ოცნების გზაზე. ამოისუნთქავს მიწა და ვიბადებით, შემდეგ ჩაისუნთქავს და ვიხოცებით. ჩვენგან ყველაზე ახლოს ღმერთთან ის არის, ვინც


„გვიანდელი არჩევანი ხშირად საუკეთესოა ხოლმე“ — ჯოან ფაულზი

„სიკვდილი ზოგჯერ ფეხს კი ითრევს ხოლმე, მაგრამ ერთხელაც აუცილებლად გესტუმრება.“   „მარტოხელობა ადამიანს ან აბოროტებს, ან დამოუკიდებლობას აჩვევს.“   „როდესაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*