„თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!. აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.» | Jolo.ge


„თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!. აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.»

„თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ!. აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.»

ბედნიერებას ბევრი ფორმა თუ სახე შეუძლია მიიღოს. მაგალითად, ის შეიძლება მოვიდეს პურის, ერთი ჭიქა წყლის, ყავის, ლუდის, რამდენიმე ლიტრი ბენზინის ფორმით და ა. შ.

ის შეიძლება მოვიდეს ყველა მხრიდან, განსაკუთრებით სახლის უკანა კარიდან, საიდანაც არავინ ელის და იმ დროსაც კი, როდესაც სახლის პატრონი სახლში არ არის. ან სახლშია, მაგრამ დაღლილს სძინავს. მას შეუძლია მიიღოს მეგობრის, უცნობი ადამიანის და მტრის სახეც კი (თქვენ წარმოიდგინეთ).

ამიტომ ძნელია იმის ზუსტი გათვლა რის ფორმაში ან ვის სახეში უნდა ეძებოთ ბედნიერება. 

გამოსავალი ერთადერთია — საერთოდ არ ეძებოთ ის. 

უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ, რომ ბედნიერება უკვე თქვენშია და სხვანაირად არც შეიძლება იყოს.
ის თქვენშია — ყოველგვარი მიზეზის, „თუმცას“ და „მაგრამის“ გარეშე. თქვენი ბედნიერება — თქვენთანაა. ის დიდი ხანია უკვე თქვენთანაა. მას არ სჭირდება ძებნა. მას გაცნობიერება სჭირდება. 

თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ! აღიარეთ ეს სამყაროს წინაშე.

გაანათეთ გული მზესავით, გაუგზავნეთ სინათლე და მადლიერება (მაკრო)სამყაროს და ის დაგიბრუნებთ სინათლეს და გაანათებს თქვენს (მიკრო)სამყაროს.

რამაზ გიგაური

ნანახია:(456)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მომავალი ეკუთვნის მას, ვინც მისთვის დღეს ემზადება!

„ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია დღეს არასოდეს გადადო ხვალ, თუმცა ის, რაც ხვალ უკეთესად გამოგივა არ გააკეთო დღეს!“ აი, უმარტივესი ოქროს


ეს შენი ცხოვრებაა …

აკეთე ის რაც მოგწონს და აკეთე ის ყოველთვის. თუ რამე არ მოგწონს — შეცვალე. თუ არ მოგწონს შენი სამსახური —


ეს მდგომარეობა კი არის სწორედ ის გასაღები, რომელიც ეხმარება ქალს გახსნას ყველა კარი

თუ გსურთ „გააქტიუროთ“ ის საოცარი ძალა, რასაც ქალურობა და ქალური ენერგია ქვია, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში გენიალური ქალი და გახდეთ ერთადერთი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<