„თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს“ — თამარ საგინაშვილი | Jolo.ge


„თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს“ — თამარ საგინაშვილი

„თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს“ — თამარ საგინაშვილი

თუ გსურთ დაიძინოთ მადლიერების ემოციით და მიიღოთ სიმშვიდე, აუცილებლად მიჰყევით წარმატების ექსპერტის თამარ საგინაშვილის რჩევას… ეს თითქოსდა ელემენტარული „ტექნიკა“ დიდ ძალებს შეგმატებთ, მთავარია ირწმუნოთ, არ დაიზაროთ და გააკეთოთ.

თამარ საგინაშვილი: „ძილის წინ გაიხსენეთ ყველა ადამიანი, ვინც შეგხვდათ დღეს, ან ვისაც ესაუბრეთ, ან ვისზეც რაიმე გაიგეთ.

განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიმე დისკომფორტი შეგიქმნათ, ან ნეგატიური გრძნობები გამოიწვია.

გაიხსენეთ სათითაოდ და უთხარით ყველას მადლობა. თუ მიხვდით, რისთვის მოვიდა ეს თქვენს ცხოვრებაში, ხომ კარგი, თუ არადა ისე, უბრალოდ უთხარით მადლობა.

ამით თქვენ გაჭრით იმ ნეგატიურ ენერგეტიკულ კავშირს, რომელიც ყოველთვის მყარდება, როცა ვინმეზე ემოციით ვფიქრობთ.

ფაქტობრივად, თქვენ ამარცხებთ ამით ნეგატივს. ძალას ართმევთ.

და თუ უნდა დაგეძინათ ამ ნეგატივის თანხლებით და მას კიდევ უნდა ემუშავა თქვენს წინააღმდეგ მთელი ძილის განმავლობაში, ახლა თქვენ დაიძინებთ მადლიერების ემოციით და ამ დღიდან მიიღებთ რესურსს და არა ნეგატივს.“

ნანახია:(3629)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო — ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცნობიერი და ქვეცნობიერი ეს არის ორი სამყარო, რომელთა ურთიერთქმედებაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მიაღწევ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. იმისათვის, რომ სწრაფად


„გაბედული იმორჩილებს მათ და განაგრძობს მოძრაობას წინ»

რასაც არ უნდა ეძებდეთ, თუ ჩაუღრმავდებით ნახავთ რომ საკუთარ თავს ეძებთ. *** ნამდვილი სიმამაცეა მიუხედავად უამრავი შიშისა, იმოძრაო გაურკვეველი მიმართულებით.


წარმატება არის…

თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც წარმატებაზე საუბრობენ, იგულისხმება ან მატერიალური წინსვლა და კეთილდღეობა, ან კარიერული განვითარება. როგორც წესი, ძირითადად ამ ორი დეფინიციის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<