„თქვე შობელძაღლებო, მათი ტრაგედიის და უბედურების ფონზე თავის წარმოჩენას მაინც შეეშვით!“ | Jolo.ge


„თქვე შობელძაღლებო, მათი ტრაგედიის და უბედურების ფონზე თავის წარმოჩენას მაინც შეეშვით!“

„თქვე შობელძაღლებო, მათი ტრაგედიის და უბედურების ფონზე თავის წარმოჩენას მაინც შეეშვით!“

„ამას წინათ ჩემს უბანში მოხუც ქალს დავეხმარე. რა სათქმელი და მოსაყოლია, მაგრამ ცოტაც წაიკითხეთ. არაფერი უთხოვია, უბრალოდ თავისთვის იჯდა, საწყლად. შემოდგომის მზის უკანასკნელ სხივებს ეჩვენებოდა… მეც უბრალოდ მივედი და მოულოდნელად ჩავუდე კალთაში რაღაც ოცი ლარი.

მლოცა და მლოცა ამ ქალმა, მაქო და მადიდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ასეთ სიტუაციებში და ვეცადე სწრაფად გავრიდებოდი. არც კმაყოფილება და ამპარტავნება, არც მოვალეობის მოხდის გრძნობა, არამედ სირცხვილის გრძნობა დამეუფლა. მინდოდა წავსულიყავი, დავმალულიყავი სადმე, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქე და ნაწილი ვარ, სადაც უმწეო მოხუცი მზადაა ფეხქვეშ გაეგოს ყველას, ვინც ოც მათხოვრულ, ჭუჭყიან ლარს მისცემს! ასი იყოს თუნდაც… შემრცხვა, რომ არ მაქვს საშუალება ყველა ასეთ მოხუცს დავეხმარო, გავათბო, დავუბრუნო ადამიანური ყოფა. თუმც ამაზე მეტად შემრცხვა საკუთარი უზრუნველყოფილი ყოფის მიუხედავად იმისა, რომ მისი მდგომარეობა ჩემი პირდაპირი დანაშაული არ არის…

და გამახსენდა ჩვენი უსინდისო, ნაბიჭვარი ხელისუფლების წევრები, როგორ სიხარულითა და სიამაყით პოზირებენ კოსტუმ-ჰალსტუხებში ასეთი, განადგურებული, დაჩაჩანაკებული ადამიანების ფონზე! მაგალითად — «არჩილ თალაკვაძემ მაკვანეთსა და შემოქმედში სოციალურად დაუცველები მოინახულა» ან «ირაკლი კობახიძე უსახლკაროთა თავშესაფარში მივიდა», და… წელიწადნახევარში სამოცდათხუთმეტჯერ აიღო პრემია!

ფაქტია, რომ არ ასრულებ შენს მოვალეობას როგორც ხელისუფალი, როდესაც შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ დღეშია; საქართველოში მსოფლიო ბანკის შარშანდელი მონაცემებით 35 პროცენტი, დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა. ამ ხალხის ფულს ჭამ, ჭამ ღიად, ჭამ ფარულად, და ვერ გაჩერებენ. მაგრამ, თქვე შობელძაღლებო, მათი ტრაგედიის და უბედურების ფონზე თავის წარმოჩენას მაინც შეეშვით!“

ცოტნე გამსახურდია

წყარო: www.facebook.com

ნანახია:(30)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გადაიხადე ლექსით

საგაზაფხულო დღესასწაული გრძელდება!!!!!! 21 მარტი გახლავთ პოეზიის საერთაშორისო დღე. რამეთუ Julius Meinl-ი 1862 წლიდან პოეტების შთაგონებაა, არც ახლა არღვევს ტრადიციას


„რა რთულია, რომ ადამიანად დარჩე ცხოვრებაში“…

აი, რას ვერ ვიტან! ადამიანები რომლებიც სხვებზე სულ ნეგატიურად ფიქრობენ, დასცინიან სხვებს მათი ჩვევების, შეხედულებების თუ მიდგომების გამო და ამ


თიკა ჯამბურიას თხოვნა საზოგადოებას — „გთხოვთ იყიდეთ“

ყველას გთხოვთ !!! რუსთაველზე გამოფენასთან დგას მოხუცი კაცი, რომელიც ყიდის თავისივე კრებულს ! ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს იმ თანხად ყიდის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*