ტკივილი ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი… | Jolo.ge


ტკივილი ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი…

ტკივილი ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი…

პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც პრობლემას კი არ გაურბის, არამედ თვალს უსწორებს, მიიღებს და მისი მოგვარების გზებს ეძებს. ამით ის მოზრდილის როლში დგება და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. არ წუწუნებს, არ წარმოაჩენს რა თავს მსხვერპლად ანუ დაუცველი ბავშვის როლში არ დგება და არც რეალობას ებრძვის იმის მტკიცებით, რომ ეს მას არ უნდა სჭირდეს, ასე არ უნდა ხდებოდეს.

მსგავსი გაჯიუტება მხოლოდ ტკივილის გაძლიერებას იწვევს და არა გაყუჩებას. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ იმუშავა ადამიანმა საკუთარ თავზე და იმ ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდებოდა; დააკვირდა ორგანიზმის თავისებურებებს, სწორი ფსიქოლოგიური განწყობა შეუთავსა და შესაფერისი ქცევა შეიმუშავა. შედეგი ნათელია-ამ მეთოდმა გაამართლა და ტკივილმა უკან დაიხია. ჩემი ღრმა რწმენით, ტკივილი ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი პასუხისმგებლობას გაურბის და პირადი ცხოვრებისეული მდგომარეობის მოგვარებას სხვას გადააბარებს, ხოლო თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, ამას მისი მხრიდან გაბრაზებაც ემატება.

ტკივილი მცდარი რწმენა-წარმოდგენების შვილია, მაგალითად: ჩვენს კეთილდღეობაზე სხვა არის პასუხისმგებელი — დედა, მამა, ექიმი, შვილი,ღმერთი, ან ჩვენი უბედურება სხვისი ბრალია, და არა ჩვენი. აქედან გამომდინარე, ამ რწმენა-წარმოდგენების შეცვლით, საკუთარი თავის გააქტიურებით და ნებისმიერ პირად პროცესებში მონაწილეობის მიღებით ტკივილიც თავის კალაპოტში დაბრუნდება. თუ ყველაფერს ამ კუთხით შევხედავთ, ტკივილი ვერაგი მჩაგვრელი კი არ გამოდის, არამედ მაღვიძარა და მაუწყებელი იმისა, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. ამის გაცნობიერებას შეცდომების გამოსწორება მოჰყვება და ტკივილთან თანამშრომლობაც დადებითად მთავრდერბა.“

ნინო გახოკია

ნანახია:(283)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

ალისა უიჩი ქმართან ერთად ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ ყავთ  8 შვილი. შეძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მიუხედავად 8 შვილისა ალისა  არის ფოტოგრაფი,


კოკო შანელის რჩევები

1. შარვალი ქალს ათავისუფლებს. კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს,


„დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები, და მეც ვლოცავ მათ და არა ვწყევლი“

„აი ეს სასწაულებრივი ლოცვა უნდა იკითხოს ყოველდღე ყველამ, ჩემის მოკრძალებული აზრით “ მამა გურამ ოთხოზორია  „დალოცე, უფალო, შენ ჩემი მტრები,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<