„ტიტუუ, რაია ბებია აგი“, — სოფელი და მხატვრის ჩანახატი | Jolo.ge


„ტიტუუ, რაია ბებია აგი“, — სოფელი და მხატვრის ჩანახატი

„ტიტუუ, რაია ბებია აგი“, — სოფელი და მხატვრის ჩანახატი

საქართველოში ბევრია კარგი ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ მუშაობენ ტურისტებზე და გზად მოწყვეტილ ბროწეულზე არ ამოგადენენ ცხვირში ქართველობას.

მჭადს ზელენ სახლებში, დიახ, მჭადი ურჩევნიათ შვიდას გრამიან პურს, რომელიც სინამდვილეში ორასია. შეგიპატიჟებენ სახლში უცხო ადამიანს, დაგაძალებენ კიდეც! — ჰაა, შემოი ახლა, თუ არა დაგიკეტე ჭიშკარიო … ამის გამკეთებლები სინამდვილეში არ არიან, უბრალოდ სუფრასთან მიჯდომა სწყურიათ შენთან ერთად და ახალი ამბების მოსმენა, აინტერესებთ ვინ ხარ, სოფელში რომ არ ცხოვრობ, შენი გაცნობა უნდათ… შენ, შენი ისტორიებით მათი გასართობი ხარ, ოღონდ კარგი გაგებით.

ოჯახის ყველა წევრი გეპრანჭება, ისე რომ ერთმანეთსაც კი დასცინიან, ოღონდ შენ გაგაცინონ, კი გეუხერხულება გაგეცინოს, მაგრამ ეს ხომ შენთვის კეთდება, შენთვის ხუმრობენ და ძნელია ამ დროს გარჩევა ვის რა ეწყინება. რომ ვუთხარი ვხატავ-თქო აპა! წამოდგა ყველა და გვანახეო…

ჩასჩერებიან ამ პატარა სამსუნგის კოლოფს. დავიწყე ჩვენება და …

ტიტუუ, რაია ბები აგი, — კინაღამ გადმოუვარდა პროტეზი ბებიას პირიდან.  ვინაა აგი, რას შვება კი მარა… იფურთხება ბებო-თქო, -ვუთხარი ღიმილით. რატო რა სიკვტილი ეტაკაო — აუტყდათ სიცილი, მეც მათთან ერთად ვიცინოდი.

-ეს რაღას შვება კაცო, გამაგებინე ბებია…

 — გული ერევა თავის კაბაზე-თქო და სულ გადაირია ეს ქალი.

მეშინია ბებო, შემდეგი რა სიშტერე იქნებაო და კიდევ ვიცინოდით, მერე ტრაკიდან შარვალს რომ იძრობს ის ვაჩვენე სპეციალურად და იქ იყო მთელი ჟრიამულობა.

შენ მხატვარი კი არა გამოშტერებული ხარო,- ასე მითხრა, დახატე ეგერ ეს სოფელი, ეს მთები და სილამაზე, შეეშვი ამ შტერობებსო, მირჩია 81 წლის ნარგიზა ბებომ. ძალიან მესმოდა მისი, სამწუხაროდ მას არ ესმოდა ჩემი და რომც მოესმინა მაინც ვერ გამიგებდა.

სოფელი მართლაც ზღაპარს ჰგავდა, ხალხი კი კეთილ მშრომელ პატარა ჯუჯებს 🙂 ძალიან მიყვარს უბრალო ხალხი და ვაფასებ მათ უბრალოებას, მათ ბუნების სილამაზით შეუძლიათ გაგაკვირვონ და გემრიელი კერძებით. ჩვენ ქალაქელებს ბლოკებით და ჟეშტებით… არის განსხვავება ალბათ 

წყარო: facebook

ეკა ტყემალაძე, მხატვარი

 

 

ნანახია:(122)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი»

= მეგობარი ის ადამიანია, ვინც შენს შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ. = ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი


საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და


მამაკაცისთვის საქორწინო ბეჭდის ტარება სახიფათოა

საქორწინო ბეჭედს შეუძლია საკმაოდ სერიოზულად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. სპეციალისტების აზრით, ოქროს საქორწინო ბეჭდის მუდმივი ტარება საზიანოა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. დროთა განმავლობაში ძვირფასი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*