«თითოეული დღე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე — ოქროს დღეებია» — ინი | Jolo.ge


«თითოეული დღე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე — ოქროს დღეებია» — ინი

«თითოეული დღე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე — ოქროს დღეებია» — ინი

🌞მივულოცოთ დაბადების დღე — მზეს!🌞

☯️ 21 დეკემბერს,მზებუდობას — დაიწყო ცხოვრების კიდევ ერთი ახალი წრე თითოეული ჩვენთაგანისთვის. 💥
როგორიც არ უნდა იყოს პროგნოზები,ჰოროსკოპები და და ა.შ. — ყველაზე მთავარი მაინც ვართ — ჩ ვ ე ნ! 💥ანუ
თითოეული ჩვენთაგანი — პერსონალურად! 

ვინაიდან და რადგანაც, მიუხედავად იმ უამრავი პოტენციალის ტარებისა, რაც ჩვენში დაბადებისთანავე ჩადო ბუნებამ, ათვისებული და გააზრებული ძალიან მცირე პროცეწნტია ადამიანის მიერ. შესაბამისად:
💗შენ — ხარ ცოცხალი
💗შენ — რაღაც გსურს
💗 შენ — მოქმედებ

⏳ დღეიდან დროის ბორბალი იწყებს ახალი წრის ათვლას და გეკითხებათ — რ ო გ ო რ გსურთ განვლოთ ეს ახალი 2020 წლის წრე?
და ამისათვის სამყარო გვაძლევს ჯადოსნურ პერიოდს, — ჩვენი მიზნების ჩამოსაყალიბებლად და გამოსაკვეთად ✍️

🤩 სწორედ ამიტომ უწოდებენ პერიოდს ორ შობას შორის(25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე) — საკრალურს.
თითოეული დღე 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე — ოქროს დღეებია.
თითოეული დღე განსაზღვრავს მომდევნო წლის მნიშვნელოვან ასპექტებს და აუცილებელია ეს დღეები მომავალი წლის პერსპექტივებისთვის — გაატაროთ მაქსიმალურად გააზრებულად.

🌞ამიტომ, ჩემი რჩევაა — თითოეული დღე დავუთმოთ თითო თვეს მომავალი წლისა და მივუძღვნათ ის თემის მიხედვით მიზნებსა და სურვილებს.

☯️ხვალ შეგიძლიათ გამოჰყოთ დრო იმისათის, რომ ჩამოყალიბდეთ და და აკეთოთ მონახაზი — რას ველით 2020 წლისგან კონკრეტულად ,მიზანმიმართულად და რეალურად?(ეცადეთ, ეს იყოს არა ოცნება ფანტასტიკის სფეროდან «მინდა მილიონი», როცა დღეს ანგარიშზე 0-გაქვს და არანაირი გეგმა და რეალური ალბათობა და შანსი მილიონის შოვნისა ერთი წლის განმავლობაში არ გაქვს. არამედ რეალურად განხორციელებადი სურვილი ან მიზანი, რომლის მიღწევა თქვენი ძალისხმევით და მიზანსწრაფულობით ნამდვილად შესაძლებელი და მიღწევადია. დაიწყეთ ნელ-ნელა, ხომ გახსოვთ 1>0)

⚠️ასევე ეს არ უნდა იყოს აბსტრაქტული რამ, როგორც ვთქვათ «მინდა ვიყო ბედნიერი» ან «მინდა ვიყო წარმატებული» … დაწერე, კონკრეტულად რა არის შენთვის ბედნიერება, რა უნდა მოხდეს 2020-ში, რომ შენ თავი ბედნიერად იგრძნო და წლის დასასრულს დეკემბერში, როდესაც გადახედავ განვლილ 2020-ს თქვა, აი, ყველაფერი ის რაც 1 წლის წინ ჩამოვწერე, —  შესრულდა, მივაღწიე და «მე ბედნიერი ვარ»! ან წარმატების რა საზომი გაქვს, საით მიდიხარ, რას შეგიძლია მიაღწიო ამ ერთი წლის მანძილზე შენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?! დაწინაურდე? — რა პოზიცია გსურს დაიკავო და როგორ? წამოიწყო ბიზნესი? — რა მიმართულებით, რა სახსრები გაგაჩნია ამისთვის და როგორი იქნება ის 1 წლის შემდეგ, თუ შენ გადადგამ ამა თუ იმ ნაბიჯებს?

✍️საჭიროა რაც შეიძლება მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა და თან აუცილებლად წერილობითი ფორმით.

🙏🌍გახსოვთ ხომ, ზეციურ კანცელარიაში დეტალური წერილის წარდგენა მეტად ზრდის დამაკმაყოფილებელი საპასუხო შედეგის შანსებს. მაშ, არ დავიზაროთ და წარვადგინოთ ჩვენი ნება-სურვილები, მიზნები და გეგმები მაქსიმალურად «დაღეჭილი» ფორმით, ისე რომ კითხვის დასმა და დაკონკრეტება უკვე არ იყოს საჭირო და სამყარო შეუდგეს პირდაპირ განხორციელებას.

🥳პოზიტიურ და პროდუქტიულ ჯადოსნურ დღეებს გისურვებთ!

🤩წინ უკეთესი ცხოვრებისკენ გონივრულად და მიზანმიმართულად!

გსურთ ახალი სასიკეთო ცვლილებები ცხოვრებაში? გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია.

თქვენი ინი 

წყარო: ინი იანი

ნანახია:(6601)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თქვენი დროის 17 შთანმთქმელი

„ინტელექტიკას“ საინტერესო პოსტი, წაიკითხეთ, იმოქმედეთ, გამოათავისუფლეთ დრო და მიიღეთ ბევრად უკეთესი შედეგი. ? სიჩქარე საქმის კეთებისას ? საქმეებში პრიორიტეტების არარსებობა


„ჩვენი შვილების თაობა, თაობა რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“…

„ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან … ვინ და თაობა, რომელიც დაამსხვრევს დრომოჭმულ სტერეოტიპებს. თაობა, რომელიც ახლა, ამ წუთას ზის ინტერნეტთან


ბრაიან ტრეისის 4 პრინციპი პიროვნული წარმატებისთვის

პიროვნული წარმატება მიღწევადია ნებისმიერ ადამიანისთვის, რომელიც ამისთვის შრომას არ დაიშურებს, ყველას შეუძლია საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ყველას სურს ჰქონდეს ბედნიერი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*