თიკო სანიკიძის გამოფენა მანჰეტენზე | Jolo.ge


თიკო სანიკიძის გამოფენა მანჰეტენზე

თიკო სანიკიძის გამოფენა მანჰეტენზე

თიკო სანიკიძე, მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოს არაერთ ცნობილ გალერეაში გამოიფინა. ამჯერად, მის ჰიპერ რეალიზმის ჟანრში შესრულებულ ნახატებს შემოდგომაზე, ნიუ იორკშიც შეაფასებენ. სულ ცოტა ხნის წინ მხატვრის პერსონალური ექპოზიცია რომში შეაფასეს, სწორედ იქ დაინტერესდნენ ქართველი ხელოვანით ამერიკელები და მანჰეტენზე მდებარე პრესტიჟულ გალერეაში შესთავაზეს გამოფენის მოწყობა. საზღვრებს გარეთ ოცდათორმეტი წლის ხელოვანის ნახატები საკმაოდ ძვირად ფასობს. მისი ნახატები დაცულია კერძო კოლქციებშიც. თიკო თანამედროვე მიმდინარეობით რამდენიმე წელია დაინტერესდა. თავდაპირველად თავი პორტრეტების ხატვით დაიმკვიდრა. გრაფიკაში მუშაობა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. გამორჩეულად უყვარს პორტრეტების და ბავშვების ხატვა. თვლის, რომ ბავშვები ემოციებს გულწრფელად გამოხატავენ. 

თიკო სანიკიძე: კლასიკოსი მხატვარი ვარ. ნებისმიერ ჟანრსა და ტექნიკაში ვმოღვაწეობ. ამ გამოფენისთვის აქცენტს ჰიპერ რეალიზმზე ვაკეთებ. დიდ იმედებს ვამყარებ ამ გამოფენაზე. იქ მსოფლიოს მასშტაბით მოწვეული კრიტიკოსები იქნებიან. ჩვენი ქვეყნის სახელს კიდევ ერთხელ გავიტან საზღვრებს გარეთ.

 

ნანახია:(83)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
rustavi 2

Related Articles

ცნობილი მხატვრების უცნობი ტილოები ეროვნულ მუზეუმში

კერძო კოლექციონერების მიერ გამდიდრებული გამოფენა და ცნობილ მხატვართა ის ნახატები, რომელიც ბევრს ნანახიც არა აქვს.   24 ნოემბერს დამთვალიერებელს ეროვნულ


»რუსთაველის პრემიის ლაურეატები» »მწერალთა სახლში»

«მწერალთა სახლში“ ფილმ «რუსთაველის პრემიის ლაურეატების“ პრემიერა გაიმართა. 1964 წელს, ირაკლი აბაშიძის ინიციატივით, კულტურის სფეროების განვითარებისთვის დაარსებული პრემია სხვადასხვა წელს


ნანი ბრეგვაძე: „რატომ წამოვიწყე ასეთი დიდი საქმე, ძალიან ვნერვიულობ“…

ყველასთვის საყვარელი მომღერალი ნანი ბრეგვაძე სოლო კონცერტს გეგმავს. ქართული ლეგენდა მსმენელის წინაშე 2015 წლის 4 იანვარს წარსდგება. კონცერტი ფილარმონიის დიდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<