11 მაისს გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

by Nino | Май 8, 2016 17:43

ქართველ კინორეჟისორს და საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი შენგელაიას 11 მაისს 79 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამავე დღეს 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და  თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველის’’ წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

გიორგი შენგელაია არის რეჟისორი ფილმებისა: ,,ალავერდობა’’, ,,ფიროსმანი’’, ,,სიყვარული ყველას უნდა’’, ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა’’, ,,მიდიოდა მატარებელი»,»მაცი ხვიტია»,»სიყვარული ვენახში», «ვერის უბნის მელოდიები» და სხვა. იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის» მსახიობი.

გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი, ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი «დრაკონი» და ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“, დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია, აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია, ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი, კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა პრიზები. 

ნანახია:(8)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/tertmet-maiss-giorgi-shengelaias-varskvlavs-gauxsnian/