11 მაისს გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან | Jolo.ge


11 მაისს გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

11 მაისს გიორგი შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

ქართველ კინორეჟისორს და საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი შენგელაიას 11 მაისს 79 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამავე დღეს 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და  თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველის’’ წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

გიორგი შენგელაია არის რეჟისორი ფილმებისა: ,,ალავერდობა’’, ,,ფიროსმანი’’, ,,სიყვარული ყველას უნდა’’, ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა’’, ,,მიდიოდა მატარებელი»,»მაცი ხვიტია»,»სიყვარული ვენახში», «ვერის უბნის მელოდიები» და სხვა. იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის» მსახიობი.

გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი, ბერგამოს (იტალია) მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი «დრაკონი» და ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“, დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია, აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია, ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი, კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა პრიზები. 

ნანახია:(8)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გიორგი შენგელაია

Related Articles

ელ ჯერო და ბათუმის ჯაზფესტივალი

ზაფხული და კვლავ ისტერპრომოუშენის მიერ მოწყობილი სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი ჯაზის მოყვარულებს. მსოფლიო ვარსკვლავები შავი ზღვის სანაპიროზე და მათ შორის


თენგიზ მირზაშვილის ხსოვნის საღამო »მწერალთა სახლში»

10 თებერვალს ცნობილ ქართველ მხატვარს, თენგიზ მირზაშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად,  ,,მწერალთა სახლში“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მოიყარეს თავი


«სტუმარ-მასპინძელი» ახმეტელის თეატრის სცენაზე

სანდრო ახმეტელის თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა ფშაველას გენიალურ ნაწარმოებს «სტუმარ-მასპინძელს», ამჯერად რეჟისორი ირაკლი გოგია გააცოცხლებს. ნაწარმოები არაერთი თეატრის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*