fbpx

თემები პირველი პაემნისთვის

ავტორი Ann
109 ნახვა

გაცნობა, კონტაქტი ტელეფონით, გაპრანჭვა… პირველი ნაბიჯები გადადგმულია და მოვიდა პაემნის დროც, თქვენ კი გიჩნდებათ შიში, რაზე ელაპარაკოთ მამაკაცს, რომ მისთვის საინტერესო აღმოჩნდეთ?

 

პირველი პაემნისთვის ყველაზე მთავარი ისაა, მოახდინოთ შთაბეჭდილება, რათა მამაკაცს თქვენი მეორედ დაპატიჟებაც მოუნდეს. რაც შეეხება თავად მამაკაცის მოლოდინებს: როგორც წესი ისინი ცდილობენ აღმოაჩინონ რაღაც ისეთი, რაც შემდეგი პაემნისთვის გამოადგებათ. სწორედ ამაში უნდა დაეხმაროთ და ისაუბროთ ისეთ თემებზე, რაც ფანტაზიას გაუხსნის:

 

ჰობი – ისაუბრეთ იმაზე, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გიყვართ, ამით მამაკაცს ძალიან გაახარებთ, რადგან ეცოდინება სად შეიძლება დაგპატიჟოთ მეორე პაემნისთვის.

 

საკვები – მამაკაცებს არ უყვართ დიდხანს ფიქრი იმაზე, რომელ რესტორანში წავიდეს, თუ თქვენ უკარნახებთ როგორი საკვები გიყვართ მას ძალიან გაუადვილდება გადაწყვეტილების მიღება და ამით მის ინტერესს დაიმსახურებთ.

 

აქტივობები – გიყვართ ვარჯიში, სირბილი, შესაძლოა დადიხართ სადმე მწვანე ჩაის დასალევად ან იოგას ცენტრში. მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებთ, მთავარი ისაა, რომ მასაც შეეძლოს თქვენთან ერთად ამ აქტივობაში ჩართვა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment