თეატრალური ცრურწმენები | Jolo.ge


თეატრალური ცრურწმენები

თეატრალური ცრურწმენები

აჩრდილები – კვირის ერთი დღე თეატრში დასვენება უნდა იყოს, რადგან ამ დღეს თეატრი იქ დაბუდებულ აჩრდილებს ეკუთვნის.

სხვადასხვა თეატრებს სხვადასხვა მოჩვენებების ისტორიები აქვთ. ყველაზე ცნობილი თეატრალური მოჩვენება კი ათენელი პოეტის თესპიდეს აჩრდილია. თესპიდემ პირველმა წაიკითხა მონოლოგი სცენიდან. ტრადიციულად, თეატრის მკვიდრი აჩრდილების კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, კვირაში ერთ დღეს, როგორც წესი ორშაბათს თეატრი მათ განკარგულებაშია. ეს სრულიად გამართლებული ტრადიციაა – მსახიობებს დაძაბული შაბათ–კვირის  შემდეგ დასვენების საშუალება ეძლევათ.

teatro

სარკეები

ბევრს სჯერა, რომ სარკეში სული ირეკლება და სარკის გატეხვა შვიდ უბედურ წელს მოიტანს. სცენაზე კი სარკის დამსხვრევა და უბედურების თავს დატეხვა ძალიან იოლია. ამასთან ერთად, სცენაზე სარკის, მით უმეტეს, რამდენიმე სარკის დადგმამ ტექნიკური გართულებებიც შეიძლება გამოიწვიოს – არეკლილი შუქი შეიძლება მაყურებელს მოხვდეს ან თეატრის იმ ნაწილს, რომლის განათებაც მაინცდამაინც არ ღირს. სარკეებმა შეიძლება მსახიობებს ყურადღებაც გაუფანტოს.

8880253_dsc-1353

საჩუქარი სასაფლაოდან – ტრადიციის მიხედვით, რეჟისორს და/ან მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს უკანასკნელი წარმოდგენის შემდეგ უნდა აჩუქონ სასაფლაოდან მოპარული ყვავილების თაიგული (მხოლოდ სპექტაკლის დასასრულს, როცა წარმატება დამსახურებული იქნება). სასაფლაოდან მოტანილი ყვავილები წარმატების მომტანად მიიჩნევა.სასაფლაოს ყვავილებს ჩუქნიან სპექტაკლის „დაკრძალვის“ შემდეგ (თეატრალურ წრეებში ასე ეძახიან ბოლო წარმოდგენას) მისი ღირსეული დასასრულის ნიშნად. ამ ცრურწმენის რაციონალური ახსნა ალბათ ისაა, რომ ადრე მსახიობობა მომგებიანი საქმე არ ყოფილა და ყვავილები მსახიობთა უმრავლესობისთვის ფუფუნება იყო. უფასო ყვავილების შოვნა კი  მხოლოდ სასაფლაოზე შეიძლება.

სტვენა – თეატრში სტვენა არ შეიძლება, მსახიობი შეიძლება მოულოდნელად თეატრის კედლებს მიღმა დარჩეს.

ადრე, რაციებისა და შენობაში კავშირის სხვა საშუალებების გამოგონებამდე, მსახიობებს სცენაზე სტვენით უხმობდნენ. თუ სტვენა დაუგეგმავ დროს გაისმოდა, შეიძლება ამას გაუგებრობა ან სულაც წარმოდგენის ჩაშლა გამოეწვია, შედეგად კი მსახიობი ან პასუხისმგებელი თანამშრომელი ხანდახან სამსახურს კარგავდა.

წარმატება – სცენაზე გასვლის წინ წარმატების სურვება არ შეიძლება.

თეატრებში მიღებული არ არის სცენაზე გასვლის წინ წარმატების სურვება, რადგან ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. ამ ცრურწმენის წარმოშობის შესახებ ბევრი თეორია არსებობს, მაგრამ რეალურს ერთი მათგანიც არ გავს.

მაკბეტი – თეატრში სიტყვა „მაკბეტის“ წარმოთქმა არ შეიძლება – ამან კატასტროფული შედეგი შეიძლება მოიტანოს.

თეატრალები შექსპირის ამ პიესის სახელის წარმოთქმას დაჟინებით გაურბიან და მას სხვა სახელით ახსენებენ, მაგალითად, „შოტლანდიური პიესა“. თუ ვინმეს მაკბეტის სახელი შემთხვევით მაინც წამოცდა, სასწრაფოდ უნდა შეასრულოს სპეციალური რიტუალი: გამოვიდეს თეატრიდან, სამჯერ შემოუაროს შენობას, გადააფურთხოს, შეიგინოს, კარზე დააკაკუნოს და შეშვება ითხოვოს. ზოგიერთ თეატრში სხვა რიტუალია დამკვიდრებული: „დამნაშავემ“ უნდა წაიკითხოს შექსპირის სხვა პოემიდან ციტატა ან სონეტი, შემდეგ უნდა გამოვიდეს თეატრიდან, შენობას ირგვლივ შემოურბინოს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით და სამჯერ წარმოთქვას სიტყვა „მაკბეტი“. თეატრის ისტორიკოსები ამ უჩვეულო ცრურწმენის წარმოშობის რამდენიმე ვერსიას გვთავაზობენ. ერთ–ერთი ვერსიით, პიესის ტექსტი შექსპირს ნამდვილმა კუდიანებმა უკარნახეს, რომლებსაც საბოლოო შედეგი არ მოეწონათ და პიესა დაწყევლეს. მეორე ვერსიით, „მაკბეტის“ პირველი დადგმის დროს სცენიდან მოიპარეს ავტორის მიერ ამ კუდიანებისგან ნათხოვარი ქვაბი, რამაც ალქაჯები გააბრაზა და პიესა ამის გამო დაწყევლეს. ერთი სიტყვით, ვერსიების უმრავლესობა კუდიანებსა და წყევლასთანაა დაკავშირებული. ყველაზე პოპულარული ვერსიით, პიესა თავად შექსპირმა დაწყევლა, რათა მის გარდა არავის შეძლებოდა სპექტაკლის დადგმა და ერთადერთი ჭეშმარიტი ინტერპრეტაციის დამახინჯება.სინამდვილესთან უფრო დაახლოებული ვერსიით კი, რადგანაც „მაკბეტში“დაშნებით გამართული დუელის ბევრი სცენაა, მსახიობების ტრავმირების საფრთხე დიდია. გამორიცხული არც ისაა, რომ „მაკბეტის“ ცუდი რეპუტაციის მიზეზი მისი დადგმის შემდეგ ბევრი თეატრის გაკოტრებაც იყოს. სინამდვილეში ფინანსური კრახის წინ მდგომი თეატრები, სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ხშირად დგამდნენ „მაკბეტს“,

i.php

შუქი – წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ცარიელ თეატრში აჩრდილების დასაფრთხობად შუქი უნდა ენთოს.

ტრადიციის მიხედვით, შუქს ავანსცენაზე ტოვებენ, რათა სასცენო სივრცე განათებული იყოს და მოჩვენებები დააფრხოს. ესეც სრულიად დასაბუთებული ტრადიციაა – კულისებში ხომ უამრავი დეკორაცია, კოსტიუმები და მსგავსი ნივთები ყრია, ამიტომაც თუ ვინმე აქ სიბნელეში გასეირნებას მოინდომებს, დიდი შანსი აქვს კისერი მოიტეხოს და თეატრის ბინადარ მოჩვენებებს შეუერთდეს. ამ შუქს უწოდებენ „ღამის შუქს“, „მსახიობთა შუქს“ ან „შუქს აჩრდილებისთვის“. ბრიტანეთის მსახიობთა პროფკავშირის წესდებით, სცენა ყოველთვის განათებული უნდა იყოს.

images

ეს არის კულისებში დაბადებული და მსახიობებისა და რეჟისორების თაობების მიერ სიყვარულით მოვლილი ტიპური თეატრალური მითები.

 

 

 

 

 

ნანახია:(81)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ადამიანთა შორის ყოფნა გიფარავს იმისგან, რომ ბოლომდე იცნობდე შენს მანკიერებებს“

„რაც უფრო სხვანაირად შეხედავ ადამიანებს, მით უფრო გაგიმძაფრდება განცდა, რომ მარტო ხარ. ცრუ იმედებით ნუ განიმსჭვალები და ნუ მოითხოვ მათგან


სააღდგომო სუფრა მარტა სტიუარტისგან

ევროპელი და ამერიკელი დეკორატორები აღდგომის დღესასწაულში მხოლოდ რელიგიურ აზრს არ დებენ, არამედ ამასთან ერთად მიმართავენ საგაზაფხულო ინსპირაციებს და საბოლოო ჯამში


სამარცხვინოა თუ არა «დედიკოს ბიჭობა»? ცუდი შვილის «აღსარება» – დედის დღესთან დაკავშირებით

„დედიკოს ბიჭი“ – ქართულ რეალობაში სალანძღავი ფრაზაა, თუმცა შევეცადოთ და უფრო სიღრმირეულად შევაფასოთ, რამდენად უხერხულია, იყო დედიკოს ბიჭი. ტერმინს თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*