თბილისში მედიტაციის კლუბი იხსნება | Jolo.ge


თბილისში მედიტაციის კლუბი იხსნება

თბილისში მედიტაციის კლუბი იხსნება

კლუბი გაიხსნება 20 აპრილს, თბილისის ყველაზე ლამაზ ადგილას – ძველ თბილისში, ნარიყალას მთაზე, კაფე „144 საფეხურში“. კლუბი არ არის კომერციული. მისი წევრობის საფასური არ არის განსაზღვრული და წევრის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ლუბის იდეის ავტორია ლევან რამიშვილი – მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, რუსთველოლოგი, რამოდენიმე წიგნის ავტორი.

ლევან რამიშვილი: მედიტაციის კლუბი – ეს იქნება ადგილი, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან და დაეხმარებიან ერთმანეთს ადამიანური ცხოვრების უმთავრესი მიზნის – სულიერი ტრანსფორმაციის მიღწევაში. მედიტაცია ერთადერთია, რითაც შეიძლება განთავისუფლდე თავის ნებაზე მიშვებული იმ მუდმივად მშფოთვარე ქარბორბალისაგან, რომელსაც ფიქრები ეწოდება.

ჩვენ აქ არა მხოლოდ მედიტირებას ვისწავლით, არამედ აზროვნებასაც.

აზროვნებას სწავლა უნდა. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს აზროვნება კი არა, შემთხვევითი და ქაოსური ფიქრების ტყვეობაში ყოფნაა. დააკვირდით ხუთი წუთის განმავლობაში თქვენს ფიქრებს. სად არის აქ თანმიმდევრულობა, კვლევა, ჩაღრმავება, ლოგიკა? სინამდვილეში ჩვენ არც ვაზროვნებთ, და არც მედიტაციაში ვართ. ჩვენ ერთიც დავკარგეთ და მეორეც. სწორედ ამისთვის შევქმენით მედიტაციის კლუბი.

მედიტაციის კლუბში ყოველთვის განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, ოღონდ განვიხილავთ თანმიმდევრულად და საგნის გამოკვლევით, და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგებით მედიტაციას.

გადადით ბმულზე და გაეცანით ვრცელ ინტერვიუს ლევან რამიშვილთან „ის, რაც ჩვენ ცხოვრება გვგონია, სინამდვილეში სიკვდილის მდგომარეობაა“ — ლევან რამიშვილი

ნანახია:(562)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ავთო ვარაზი და „ლიზის თევზი“

„ხელოვნება იქ არის, სადაც სულიერება და გრძნობაა…“ — ეს ავთო ვარაზის სიტყვებია. ასეთივეა მისი ნახატებიც, ყველასგან გამორჩეული სტილით შესრულებული.  


მასწავლებლის თვალით დანახული ბავშვების აგრესიის ზოგიერთი მიზეზი

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ როცა მოზრდილი ადამიანი უბრალო მიზეზის გამო ოჯახის წევრებს ეჩხუბება, ე.ი. მას სამსახურში საქმეები ცუდად მისდის, ხოლო


ქართველი ემიგრანტის გულისამაჩუყებელი მონატრება — წერილი პარიზიდან ბათუმს

როგორ მენატრები ჩემო ბათუმო, შენი წვიმიანი ქუჩებით… ზღვა, ალბათ ისევ ისეთივე მოუსვენარია, როგორც ჩემი წამოსვლის დღეს… ჩემს ღელვას გრძნობს… წამოვედი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*