თბილისში ახალი ოლიმპიური აუზი იხსნება | Jolo.ge


თბილისში ახალი ოლიმპიური აუზი იხსნება

თბილისში ახალი ოლიმპიური აუზი იხსნება

განახლებული GINO PARADISE TBILISI  ზამთრის სეზონს, ახალი ოლიმპიური აუზით ხსნის. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე, GINO PARADISE TBILISI  -ში დღეს, 19:00 საათზე მიღება გაიმართება. 

საღამოს დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები დაესწრებიან.  ლენტის გაჭრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ,  GINO ჰოლდინგის მფლობელი, ნოდარ გიორგაძე მოწვეულ სტუმრებს ჰოლდინგის მიერ, საქართველოსა და სლოვაკეთში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

ღონისძიება წყალზე შოუ პროგრამით გაგრძელდება, რომელსაც ახლადგახსნილ ოლიმპიურ აუზზე, სინქრონული ცეკვის გუნდი წარმოადგენს.

ოლიმპიური აუზი მომხმარებლის მიღებას დღეიდან დაიწყებს.GINO PARADISE TBILISI ახალ აუზთან ერთად დამსვენებელს წლის ოთხივე სეზონზე უამრავ განახლებულ სერვისს სთავაზობს, მათ შორის ფიტნესსივრცეს, უალტერნატივო ველნესსა და სპას, ასევე სარელაქსაციო და საბაშვო აუზებს.

ზამთრის სეზონზე ექსტრემის მოყვარულთათვის ფუქნციონირებს აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი, 31 მეტრიანი სასრიალო ატრაქცია, 6 სხვადასხვა სიჩქარის და სპეცეფექტების მქონე მილით.  განახლებული GINO PARADISE TBILISI დამსვენებელს ზამთრის სეზონზე სითბოს და ბევრ სიახლეს პირდება.

ნანახია:(33)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეკა ხოფერია დახმარებას ითხოვს

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში “Maroon 5”-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენაში დახმარებას ითხოვს. „მეგობრებო, დამეხმარეთ. Maroon 5-ზე ასლარიანი 1 ცალი


„ჩემსავით“ — მამა პეტრე თავისი წილი სიკეთით

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) — საზოგადობისთვის კარგად ცნობილი თავისი პოზიტივით, სარწმუნოების თავისებური ხედვით და უამრავი ლამაზი ლექსით თავის წილ


«დაუმორჩილებელი» – მაია სარიშვილი

ეს ადრე დავწერე, მაგრამ ახლა გავიგე, რომ მეორე დაუმორჩილებელიც აღარ ყოფილა ცოცხალი და ამბავს თავიდან ვიხსენებ. ნანახია:(198)-ჯერ Comments comments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*