თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელთა სამეულში | Jolo.ge


თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელთა სამეულში

თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელთა სამეულში

ერთი წელი გავიდა ლეგენდარული საოპერო პრიმადონას ცისანა ტატიშვილის გარდაცვალებიდან. ქართველი სოპრანო 80 წლის ასაკში შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ცისანა ტატიშვილი 38 წელი იყო თბილისის საოპერო თეატრის პრიმადონა.

ქართველი საოპერო დივა სხვადასხვა დროს გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ბერლინის კომიშე ოპერისა და დოიჩე ოპერის სცენებზე. ასევე, მღეროდა ერევნის, ბაქოს, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიის, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბონის, კიოლნის, მიუნჰენის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის სახელმწიფო ოპერის, ვენის თეატრების სცენებზე.

მას სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა სსრკ სახალხო არტისტის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, ცისანა ტატიშვილს გადაეცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია, ალბერტ შვეიცერის (გერმანია) ოქროს მედალი.

ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეას“ პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში იგი სალომეს შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.

ცისანა ტატიშვილს 2010 წელს ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

მომღერალი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

 

ნანახია:(70)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ელ ჯერო და ბათუმის ჯაზფესტივალი

ზაფხული და კვლავ ისტერპრომოუშენის მიერ მოწყობილი სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი ჯაზის მოყვარულებს. მსოფლიო ვარსკვლავები შავი ზღვის სანაპიროზე და მათ შორის


10 ივნისს, კლუბ „Number 13”-ში ნუკრი კაპანაძის საღამო გაიმართება

„ვიმღერებ იმ სიმღერებს, რომელიც მიყვარს და რომელიც ასე შეიყვარა მსმენელმა“ — ამბობს ბევრისთვის საყვარელი მომღერალი ნუკრი კაპანაძე, რომელიც კონცერტისთვის ემზადება.


პრიზები და საჩუქრები „ფანARTის“ რჩეულებს

ფესტივალი „ფანARTი“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. ბავშვთა და ახალგზრდობის ეროვნულმა ცენტრმა და სპონსორმა კომპანიებმა თითოეულ დარგში საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და სამახსოვრო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*