თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელს ელოდებიან… | Jolo.ge


თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელს ელოდებიან…

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელს ელოდებიან…

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. მან, თავის დროზე აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორი გოჩა სიხარულიძე შეცვალა. მისი წასვლის შემდეგ კი, კულტურის სამინისტროში არსებულმა სპეციალურმა საბჭომ შეარჩია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დასამტკიცებლად ვარლამ ნიკოლაძის კანდიდატურა წარუდგინა.

kacთბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლები ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს სამშაბათს ელოდებიან. ვარლამ ნიკოლაძეს ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს. მისი შესრულებული ზურაბის როლით ფილმში «ზოგი ჭირი მარგებელია». თეატრის მოყვარულთა წრეს ახსოვს მისი დაარსებული, მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი «ექო», სადაც სმენადაქვეითებული და უსინათლო მსახიობები იდგნენ სცენაზე და თავისი თამაშით აოცებდნენ არა მარტო ქართველ მაყურებელს…

საქართველოში იციან, რომ ეს მრავალმხრივი ნიჭის ხელოვანი «ნიკოლშოუს» ბიჭების მამაა… ვარლამ ნიკოლაძე თურქეთის რესპუბლიკაში 25 წელი ცხოვრობდა, მაგრამ სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მას არაერთ თურქულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, ერთ-ერთია ძალიან პოპულარული თურქული სერიალი — «ეზელი» და მიუხედავად იმისა, რომ სერიალში ვარლამ ნიკოლაძე ეკრანზე არცთუ დიდი ხნით რჩება, ქართველმა მაყურებელმა მაინც სიხარულით მიიღო მისი გამოჩენა.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ვარლამ ნიკოლაძე, არაერთი თეატრის რეჟისორი იყო, როგორც საქართველოში ასევე თურქეთის რესპუბლიკაში. ის იყო: საქართველოს ტელევიზიის თეატრალურ და მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი რეჟისორი, თბილისის მუსკომედიის და გრიბოედობის თეატრების მთავარი რეჟისორი, ასევე, თბილისის თეატრ „ექოს“ მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და ხელოვნების სკოლის ბავშვთა მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

თურქეთის რესპუბლიკაში მან, ტრაპზონის სამხატვრო თეატრის დაარსა და იყო სამხატვრო ხელმძღვანელი, თურქეთის სახელმწიფო თეატრების სამმართველოს კონსულტანტი და დამდგმელი რეჟისორი, ქალაქ იზმირის „9 სექტემბრის“ სახელობის უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის დოცენტი, ქალაქ ანკარას ბილვენტის უნივერსიტეტის თეატრალურის ფაკულტეტის კათედრის გამგე, სტამბოლის ბალტეპეს უნივერსიტეტის თეატრალური ფაკულტეტის კათედრის გამგე და ქალაქ იზმითის თეატრალური უმაღლესი სასწავლებლის კათედრის გამგე.

ნანახია:(21)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ლადო ბურდულის წარწერა საკუთარ ფოტოზე

„ლადო, შეიძლება შენ მეტი გინდოდა, მაგრამ ბევრი რამ შეცვალე“ — ასე პასუობენ სოციალურ ქსელში, ცნობილი ხელოვანის ლადო ბურდულის მიერ გამოქვეყნებულ


«სამოსელი პირველი» ოპერისა და ბალეტის სცენაზე

მწერლობის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, დრამატურგიის , სახვითი ხელოვნების, სამსახიობო თუ ვოკალური ოსტატობის ნოვატორული სინთეზი. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გრანდიოზული მუსიკალური წარმოდგენა,


ნაჭრის ნაკუწებისგან შექმნილი სამყარო

ნაჭრის ნაკუწებისაგან შექმნილი ულამაზესი სურათები, რომლებსაც ახალ, ფერად სამყაროში გადაყავხარ. გგონია, რომ იქ შენც ერთი პატარა ნაჭრის ნაგლეჯი ხარ, შენი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<