თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

by admin | Январь 11, 2019 11:59

ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა.

[1]თურგაი ველიზადე, საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი.

თურგაი ველიზადე, თბილისის აზერბაიჯანული თეატრში დაარსების დღიდან მუშაობს მსახიობად და რეჟისორად. მას, დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი, როგორც თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე, ასევე პოლონეთისა და ლიტვის სხვა და სხვა ქალაქებში.

თურგაი ველიზადეს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. ბაქოს, ლიტვისა და თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში და დაჯილდოვებულია წლის საუკეთესო რეჟისორად. საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

ნანახია:(33)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/01/ttu.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/tbilisis-azerbaijanl-teatrs-axali-xelmdzgvaneli-hyavs/