თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს | Jolo.ge


თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ჰ. ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა.

თურგაი ველიზადე, საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი.

თურგაი ველიზადე, თბილისის აზერბაიჯანული თეატრში დაარსების დღიდან მუშაობს მსახიობად და რეჟისორად. მას, დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი, როგორც თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე, ასევე პოლონეთისა და ლიტვის სხვა და სხვა ქალაქებში.

თურგაი ველიზადეს მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. ბაქოს, ლიტვისა და თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში და დაჯილდოვებულია წლის საუკეთესო რეჟისორად. საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.

ნანახია:(26)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფრანგი ფოტოგრაფის თვალით დანახული ქართველი ბებია (ფოტოკოლაჟი)

„როცა პირველად ქართული სიმღერა მოვისმინე სუნთქვა შემეკრა, თქვენმა ფოლკლორმა დამატყვევა“, — ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი ფრენსის პრიმერსკი… ქართულ სიმღერას ქართული ცეკვა


ცნობილი მხატვრების უცნობი ტილოები ეროვნულ მუზეუმში

კერძო კოლექციონერების მიერ გამდიდრებული გამოფენა და ცნობილ მხატვართა ის ნახატები, რომელიც ბევრს ნანახიც არა აქვს.   24 ნოემბერს დამთვალიერებელს ეროვნულ


ქართული ენისა და კულტურის კონცეფცია სტამბოლში

8 დეკემბერს სტამბოლში, ქართული კულტურის ცენტრში კონფერენცია ჩატარდება, რომელიც  ქართული ენისა და კულტურის საკითხებს მიეძღვნება.   კონფერენციაზე თურქულ-ქართული ურთიერთობების შესახებ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*