თავდაჯერებულობა — წარმატების გასაღები! | Jolo.ge


თავდაჯერებულობა — წარმატების გასაღები!

თავდაჯერებულობა — წარმატების გასაღები!

 

იწყებთ სამსახურზე ან საკუთარ ბიზნესზე ზრუნვას, შესაბამისი გამოცდილება კი არ გაგაჩნიათ. საკმაოდ რთულია… სწორედ ეს სირთულე უშლის ხელს უამრავ ადამიანს წარმატების მიღწევაში, მაგრამ თუ მიუხედავად მწირი გამოცდილებისა ნაბიჯებს მაინც დგამთ… სწორედ ესაა თავდაჯერებულობა.

 

თავდაჯერებულობა თქვენი შინაგანი ხმაა, შინაგანი რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა. მუჰამედ ალი ამბობდა: „მე ვარ ყველაზე დიდი ადამიანი. ეს მანამდე ვთქვი, ვიდრე გავიგებდი, რომ მართლა ასეთი ვიყავი“. დიახ, მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის.

 

როგორ მივაღწიოთ თავდაჯერებულობას? უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ წარმატების მოტორი ბედნიერებაა.

 

გაეცით პოზიტიური ემოცია — პოზიტივი ისაა, რასაც ყველაფერის შეცვლა შეუძლია დადებითისკენ. დაარწმუნეთ საკუთარო თავი და იმეორეთ, რომ გააკეთებთ იმას რისი გაკეთებაც გსურთ. თავდაპირველად ეს ტყუილი იქნება, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ ეს ტყუილი სიმართლედ იქცა.

 

მომართეთ გონება სასურველი მიზნისკენ — დაფიქრდით რა გსურთ ყველაზე ძალიან და შეიგრძენით ისე, თითქოს უკვე მიაღწიეთ დასახულ მიზანს. როდესაც ერთხელ მადონას ჰკითხეს, ვინ იყო ის, ვიდრე მადონა გახდებოდა, მან უპასუხა, რომ მის გონებაში ის ყოველთვის ასეთი იყო.

 

დააყენეთ საკუთარი თავი პირველ ადგილზე — დააფასეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. თუ საკუთარ შესაძლებლობებს თავად არ დააფასებთ, მას სხვა ვერ დაინახავს.

 

ნანახია:(2494)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„საშიში სენია, როცა ფანტაზიები შეგიპყრობს, როცა გგონია, რომ“ …

გაქცევა საკუთარი თავიდან. ადამიანს, რომელსაც განსხვავებული აზრი აღიზიანებს, ან ანერვიულებს, არასრულფასოვნების კომპლექსი და აზროვნების პრობლემა აქვს. არიან შემთხვევითი ადამიანები, რომლებსაც


უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართულ ბიზნეს სამყაროში

„ნუ წაიკითხავთ ამ გვერდს, თუ დიდი წარმატებისა და პირველობის გეშინიათ“ — ვკითხულობთ „ბიზნეს სამიტის“ პირველივე გვერდზე… არადა იქვე იმდენად დამაინტრიგებელი


იპოვეთ ცხოვრების მიზანი!

ხშირად გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ რუტინაა? ერთადერთი არ ხართ, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენია. იღვიძებ დილით,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*