თავდაცვითი მექანიზმები | Jolo.ge


თავდაცვითი მექანიზმები

თავდაცვითი მექანიზმები

საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომლებიც გვიცავს ისეთი უსიამოვნო ემოციებისა და შეგრძნებებისგან, როგორიცაა, თუნდაც, შფოთვა.

 

აი შვიდი მათგანი:

 

1) რაციონალიზაცია 

 

რაციონალიზაცია არის ის, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი, სავარაუდოდ, ყოველდღე აკეთებს: იგი განიმარტება, როგორც «საკუთარი მიუღებელი ქცევისთვისთვის თუნდაც ყალბი, მაგრამ ეფექტური გამართლების მოძებნა (საკუთარ გონებაშივე)». მაგალითად, რაციონალიზაციაა, როდესაც სტუდენტი ფულს პარავს თავის მდიდარ მეგობარს და საკუთარ თავს ეუბნება: «ის მდიდარია და ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება».

 

2) იდენიფიკაცია 

 

იდენტიფიკაცია არის «ინდივიდის სხვა ადამიანებთან, სოციალურ ჯგუფებთან, სოციუმთან თვითგაიგივების ფსიქიკური პროცესი თვითშეფასების გასამყარებლად». პრობლემების გადავიწყების ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივ მეთოდს საკმაოდ ხშირად მიმართავენ: განსაკუთრებით, დაუცველი ადამიანები (ან ისეთი ადამიანები, ვინც თავს დაუცველად გრძნობენ). ამის მაგალითია ადამიანების შეერთება სპორტულ გუნდთან, რომელიმე საძმოსთან, ელიტურ ჯგუფთან, ან, თუნდაც, რომელიმე სუბკულტურასთან.

 

3) მიმართულების შეცვლა 

 

მიმართულების შეცვლა ეს არის ემოციების ან გრძნობების (ძირითადად, ბრაზის) მიმართვა მათი ნამდვილი გამომწვევი მიზეზიდან სხვისკენ (ძირითადად, უფრო სუსტისკენ). ასეთი რამ უფრო მეტად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქმარი ცოლს ხშირად ეჩხუბება ხოლმე. დედას თავისი ბრაზი ვაჟიშვილზე გადააქვს, შედეგად ბიჭი თავის უმცროს დას უყვირის, შემდეგ და ძაღლს დაარტყამს, ხოლო ძაღლი კატას კბენს. ასეთივე შემთხვევაა, როდესაც მოკრივე საკუთარ ფრუსტრაციას (ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარკვეული სირთულით, დაბრკოლებით, მიზნის მიღწევის გზაზე) მოწინააღმდეგეზე, ან სავარჯიშო ტომარაზე ანთხევს.

 

4) პროექცია 

 

პროექცია არის ადამიანის მიერ საკუთარი გრძნობების, ფიქრებისა თუ მოტივების ქვეცნობიერად სხვისთვის მიწერა. ეს თვისება სრულიად არ არის უჩვეულო და, სავარაუდოდ, ჩვენ ყველას გამოგვიცდია იგი. მაგალითად, როდესაც გაბრაზებულ გულზე ირგვლივ მყოფებს ვადანაშაულებთ, რომ ისინი მტრულად და ანტაგონისტურად განწყობილნი არიან. პროექციაა, ასევე, როდესაც პროფესიონალ პაროდისტს ჰგონია, რომ ყველა მის წაბაძვას ცდილობს (ისევე, როგორც თვითონ აკეთებს ამას).

 

5) რეგრესია 

 

რეგრესია განიმარტება, როგორც «გამოუცდელი, უმანკო ქმედებისკენ მობრუნება». ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს (ნებისმიერ ჩვენგანსაც აუცილებლად გადახდენია თავს). ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა, როდესაც თინეიჯერი მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავს, უყვირის მათ, როდესაც მას არდადეგებზე ექსკურსიაზე წასვლის უფლებას არ აძლევენ. შემდეგ კი პირიქით, არბილებს საქციელს, რათა მათი გული მოიგოს.

 

6) რეაქციის ფორმირება 

 

რეაქციის ფორმიერება ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფისიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც ადამიანს აქვს, როდესაც ადამიანი საკუთარი მოქმედებით თავის გრძნობებსა და განცდებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. მაგალითად, როდესაც ურთიერთობაში სიტყვები «მე ის მეზიზღება» იცვლება სიტყვებით «მე ის მიყვარს». ან, როდესაც უფროსი აწინაურებს ისეთ თანამშრომელს, რომელზეც, რეალურად, გაბრაზებულია.

 

7) რეპრესია 

 

რეპრესია საფუძვლად უდევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და, ალბათ, მათ შორის ყველაზე უცნაურიცაა. იგი განისაზღვრება, როგორც «უსიამოვნო ფიქრებისა და გრძნობების ქვეცნობიერში დამარხვა».

რეპრესირებული მოგონებების გამო ძალიან ბევრი დაპირისპირება მომხდარა და საკმაოდ ბევრი დანაშაულიც. მოგონება, რომ პატარა გოგონას აწყენინეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიარულიც არ იცოდა, შეიძლება ბავშვს ქვეცნობიერში დაელექოს და ასაკთან ერთად აბსოლუტურად დაავიწყდეს კიდეც მანამ, სანამ წლების შემდეგ მეხსიერებაში უეცრად არ ამოტივტივდება. პრობლემა ამაში ისაა, რომ ასეთი მოგონებები ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეპრესირებული ფაქტები საკმაოდ ზუსტი აღმოჩენილა, მაგრამ, სასურველია, თუ ასეთ მოგონებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.

 

 თათია ქვილითაია

ნანახია:(277)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სიყვარული და ბედნიერება

სად მიდის სიყვარული? — ჰკითხა მამას პატარა ბედნიერებამ.  — კვდება, — უპასუხა მამამ, — ადამიანები არ უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ.


ბილ გეითსის 11 წესი — „არ არის საჭირო წუწუნი. უმჯობესია შეცდომები გაიაზროთ“

ბილ გეითსი, რომელსაც ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად, საკუთრი გამოცდილების შესახებ ესაუბრება მოსწავლეებს და ბოლოს ლექციას ყოველთვის 11 წესით ამთავრებს. 1.


„მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ“

ნეტარი ავგუსტინეს ქადაგებები: „ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*