«ტანტრა ქალებისთვის» — აქციეთ ცხოვრება ნეტარებად | Jolo.ge


 «ტანტრა ქალებისთვის» — აქციეთ ცხოვრება ნეტარებად

 «ტანტრა ქალებისთვის» — აქციეთ ცხოვრება ნეტარებად

«ტანტრა არის უძველესი სწავლება, რომელიც გვეხმარება სიყვარულის გზით შევიცნოთ საკუთარი თავი და მოვიპოვოთ შინაგანი ჰარმონია» — ამბობს ფსიქოლოგი და ტანტრის პრაქტიკოსი ტრენერი ნუცა ჯოხაძე და გვთავაზობს ტრენინგს, რომელიც ქალებს, სწორედ საკუთარი თავის შეცნობასა და მამაკაცებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. 

ნუცა ჯოხაძე: ჩემი ტრენინგი, «ტანტრა ქალებისთვის», ეს არის უძველეს ტანტრისტულ ცოდნას დამატებული თანამედროვე ფსიქოთერაპიული ტექნიკები, ეს მიქსი გვეხმარება საკუთარი თავის მიღება-შეცნობაში. ტანტრას ადამიანი გადაჰყავს საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე და ეს ყველაფერი ხდება სიყვარულის და სიამოვნების გზით.

ვთვლი, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სახის ტრენინგები, სადაც უშუალოდ ქალები მონაწილეობენ. ჩვენს სამყაროს სჭირდება მეტი ქალური ენერგია, რადგან ეს ენერგია დაფუძნებულია ნდობაზე, სიყვარულსა და თანაგრძნობაზე. სწორედ ამ ქალური ენერგიის საკუთარ თავში აღმოჩენას, მიღებას და სწორად გამოყენებას გასწავლით ტანტრა. ასევე ისწავლით თუ როგორ უნდა გიყვარდეთ თქვენი სხეული, თქვენში იმ მშვენიერებას დაინახავთ, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. ამ ცოდნის დაუფლების შემდეგ კი გაიუმჯობესებთ ურთიერთობას, როგორც საკუთარ  თავთან ასევე მამაკაცებთან.

მე, მთელი ჩემი არსებით ვარ შეპყრობილი ამ ყველაფრით და ეს მას შემდეგ, რაც პირველად გავიარე ტანტრას ტრენინგი და აღმოვაჩინე რას ნიშნავს, როდესაც ბედნიერი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ ხარ ქალი…  ბედნიერება, რომელსაც არ აქვს მიზეზი და ეს არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ ცოცხალი ხარ, ეს არის ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა, ის რაც ბუნებამ ჩვენში ჩადო … ამ ტრენინგზე ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა დავუკავშირდეთ იმას რაც ჩვენშია.

ეს არის უპირობო სიყვარულის მდგომარეობა, რომელიც გამთლიანებს, გავსებს. ეს არის ქალის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც დავიწყებულია, ჩახშულია აღზრდის, სოციუმის, ოჯახის და მტკივნეული ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად. სწორედ ეს იწვევს ნევროზებს, დეპრესიას, გადახრას, ძალადობას და ა.შ ჩვენ არავინ არ გვასწავლის რას ნიშნავს იყო ქალი და როგორია ქალის ბუნება, ტანტრა კი გვეხმარება დავუკავშორდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას, რომლსაც მივყავართ გამთლიანებამდე და ცნობიერების მაღალ დონემდე.

სწორედ ამ გამოცდილების შედეგად აღმოვჩნდი ბალიზე პირველი ქართველი ქალი, რომელმაც შევისწავლე ტანტრა ქალებისთვის, მსოფლიოში ტანტრას ცნობილ ოსტატთან და მისტიკოსთან, ეს გახლავთ Ma Ananda Sarita…

და ვფიქრობ, ახლა საუკეთესო დროა, იმისთვის რომ ეს ცოდნა გავაზიარო, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ქალებს განსაკუთრებულად სჭირდებათ, ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას, სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნას, სწორედ ეს არის ჩვენი ბუნება. ჩვენ ყველა ის რესურსი გვაქვს რაც გვჭირდება და როდესაც შენ პოულობ და იხსნები ამ უნიკალურობაში, მაშინ ცხოვრებაშიც ყველაფერი თავისით მოდის და ცხოვრება ხდება ნეტარება.

როდესაც ქალი ბედნიერია — ის მოდუნებულია, უყვარს თავისი თავი, თავისუფალია, კმაყოფილია და ასეთი ქალის ირგვლივ მამაკაციც ბედნიერია. ვფიქრობ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ გამოიღვიძონ ქალებმა და დაუკავშორდნენ თავიანთ სიხარულს, სიცოცხლეს, სინათლეს, სიბრძნეს და იმ ძალას რომელიც ჩვენშია.

გავბედოთ და ვიყოთ ის ვინც სინამდვილეში ვართ!

ნუცა ჯოხაძის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ ➡️ https://bit.ly/3d6WUFy

ტრენინგი ტანტრა ქალებისთვის ჩატარდება თბილისში ➡️ 5-6 დეკემბერი

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

დარეგისტრირდი 👉 👉  https://bit.ly/34qXNVq

 

ნანახია:(3686)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როდის გვეხმარება სამყარო ოცნებების ახდენაში?

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, ‘’როცა გულით გწადია რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში’’. მაგრამ  ყველასთან ყოველთვის როდი ხდება ასე.  რადგან


„ყველა ჩემი წესი იმოქმედებს იმ შემთხვევაში თუ გააკეთებ“

„მე ყოველთვის ვყოფდი 24 საათს ასე, გძინავს 6 საათი და გრჩება 18 საათი… ვიცი, ზოგიერთი იტყვის მე მძინავს 8-9 საათი,


რა განსაზღვრავს ადამიანის ბედს

როგორ იტყვიან, ხოლმე? „ბედი მომეც და სანაგვეზე დამაგდეო“. „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“ რა არის ბედი? უმრავლესობის


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort