თანამედროვე სასწაული — 9 წლის გოგონამ ძმა სიკვდილისგან იხსნა | Jolo.ge


თანამედროვე სასწაული — 9 წლის გოგონამ ძმა სიკვდილისგან იხსნა

თანამედროვე სასწაული — 9 წლის გოგონამ ძმა სიკვდილისგან იხსნა

ტესიმ ერთხელ შემთხვევით გაიგონა მშობლების საუბარი თავის პატარა ძმა ტედიზე. ტედი მძიმედ იყო ავად, მაგრამ მშობლებს არ ჰქონდათ სახსრები მის გადასარჩენად.

„მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს ჩვენს ბიჭს“, — თქვა მამამ.
გოგონა, მაშინვე თავის ოთახში გაიქცა, აიღო ქილა, რომელშიც ხურდებს აგროვებდა. გადმოყარა, დაითვალა და იქვე, აფთიაქში გაიქცა.
ფარმაცევტი ვიღაცას ესაუბრებოდა. მისი ყურადღების მისაქცევად გოგონა ხან ჩაახველებდა, ხანაც ფეხებს დააბაკუნებდა. ბოლოს ამოიღო მონეტა და შუშაზე დააკაკუნა. 
 — რა გნებავს ? — ჰკითხა შეწუხებულმა ფარმაცევტმა გოგონას, — ჩემს ძმას ველაპარაკები, რომელიც ახლა ჩამოვიდა ჩიკაგოდან, რამდენიმე წელია არ მინახავს. 
— მესმის, მე კი მინდოდა ჩემს ძმაზე დაგლაპარაკებოდით, — უპასუხა ტესიმ იმავე ტონით, რა ტონითაც ფარმაცევტი საუბრობდა. — იცით, ის ძალიან ავად არის… მე მინდოდა… სასწაულის ყიდვა. 
— უკაცრავად, რისი?
— მისი სახელია ტედი და მას რაღაც ცუდი ეზრდება თავში. მამამ თქვა, რომ მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენსო. მე მინდა მისი ყიდვა და მაინტერესებს, რა ღირს? 
— გოგონა, ჩვენ არ ვყიდით სასწაულს. მაპატიე, პატარავ, მაგრამ ვერ ვერაფრით დაგეხმარები.
— მე ფული მაქვს და შემიძლია გადაგიხადოთ. 
ფარმაცევტის ლამაზად ჩაცმული ძმა ბავშვთან დაიხარა და უთხრა:
— როგორც გავიგე, სასწაული გჭირდება ძმისთვის.
— დიახ, ის ძალიან ცუდადაა, დედას და მამას ლაპარაკი მოვისმინე, მე მგონი, ოპერაცია ესაჭიროება. 
— რამდენი გაქვს ფული? 
— ერთი დოლარი და 11 ცენტი. თუ ეს ფული არ ეყოფა , შემიძლია კიდევ ვიშოვო. 
მამაკაცმა გოგონას ძმასთან წაყვანა სთხოვა. 
ეს კაცი ცნობილი ნეიროქირურგი, ექიმი კარლტონ ამსტრონგი აღმოჩნდა. 

მან ტედის სრულიად უფასოდ გაუკეთა ოპერაცია. პატარა ბიჭი სახლში ჯანმრთელი გაწერეს. დედა და მამა ბედნიერები იყვნენ. ისინი სიხარულით იხსენებდნენ იმ შემთხვევითობას, რომელმაც ქირურგი მათ სახლში მიიყვანა. 
— ეს ექიმი, — ჩაიჩურჩულა დედამ,- ნამდვილი სასწაულია. საინტერესოა რა ეღირებოდა მისი მომსახურება? 
ტესიმ გაიღიმა. მან ზუსტად იცოდა, რა ღირდა ეს სასწაული… 1 დოლარი და 11 ცენტი, ამას დამატებული პატარა გოგონას უდიდესი რწმენა.

ნანახია:(512)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და


წელიწადში ერთხელ შვილს წერილი მისწერეთ — დაუვიწყარი სახსოვარი მოზრდილობაში

დღეს წერილებს იშვიათად წერენ, მაგრამ ყველამ იცის, რამდენი სითბო და სიყვარული მოაქვს ძველი წერილების კითხვას… წელიწადში ერთხელ მაინც მისწერეთ თქვენს


„მტერი“ — სულა სულაშვილი

ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთის გვმართებდა … გვმართებდა, არა სიყვარული და ერთგულება — არამედ მტრობა და შურისძიება … მაგრამ, ჩვენ შორის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<