„ფენიქსი“ და თანამედროვე მუსიკა კავკასიის მასშტაბით  | Jolo.ge


„ფენიქსი“ და თანამედროვე მუსიკა კავკასიის მასშტაბით 

„ფენიქსი“ და თანამედროვე მუსიკა კავკასიის მასშტაბით 

თუ გსურთ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული თანამედროვე მუსიკის მოსმენა და იმის გაგება თუ რა ხდება ამ მხრივ კავკასიაში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ფენიქსის“ ვებ.გვერდს  phoenix.caucasusmusicaward.com აქ იმ კავკასიელ არტისტთა და ჯგუფების ერთიან მონაცემთა ბაზას იხილავთ, რომელიც კავკასიის მუსიკალური პროექტის „ფენიქსის“ ძალისხმევით შეიქმნა. 

„ფენიქსი“ მუსიკოსების შემოქმედების მხარდაჭერას, საზოგადოებისთვის მათ გაცნობას და კავკასიური მუსიკის განვითარებას ემსახურება. ამ პროექტში უცხოეთში მოღვაწე კავკასიური წარმოშობის მუსიკოსებსაც იხილავთ.  „ფენიქსის“ დამფუძნებელი ყველასთვის ცნობილი ლადო ბურდული გახლავთ.

წლების წინ, მისი დიდი სურვილი იყო კავკასიის თანამედროვე მუსიკა მხოლოდ რეგიონებში  არ ყოფილიყო ჩაკეტილი. „ფენიქსის“ საშუალებით ამ იდეის განხორციელება და ამ მხრივ ბევრი რამის განახლება მოხერხდა. ალბათ, ამიტომაც დაარქვა პროექტს იმ მითოლოგიური ფრინველის სახელი, რომელიც ფერფლისგან აღსდგა და მუდმივი განახლების სიმბოლოც არის.

„ფენიქსზე“ თქვენ იმ მუსიკოსებს იხილავთ და იმ მუსიკას მოუსმენთ, რომელიც ვითარდება, რომელიც პროგრესირებს და არა რაღაც ჩარჩოებშია მოქცეული — ამბობს ლადო ბურდული.

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი“ 11 აპრილს, თბილისში, მეერვედ გაიმართება.

ლადო ბურდული: „ფენიქსი“ — არის არტისტული პროექტი, რომელიც ემსახურება თანამედროვე საავტორო საშემსრულებლო მუსიკის და პოეზიის განვითარებას კავკასიაში. ის  სათავეს 90- იანი წლების კავკასიის როკ ფესტივალებიდან იღებს.

„ფენიქსის“ ცერემონიალი — არის კავკასიელი მუსიკოსების და მათი ფანების დახურული მცირებიუჯეტიანი, არაკომერციული ივენთი, რომელზეც დასწრება მხოლოდ სიებით ხდება.

„ფენიქსი“ — რეალურად არის ერთადერთი რეგიონალური სცენა თანამედროვე მუსიკაში, სადაც 6 ნომინაციაში ვლინდება 6 კავკასიელი საუკეთესო ჯგუფი/არტისტი.

1. წლის სიმღერა

2. წლის ვიდეო

3. წლის დებიუტი

4. წლის არტისტი

5. მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

6. „ფენიქსის“ რჩეული

წელს დავამატეთ თურქეთში მცხოვრები კავაკსიური წარმოშობის არტისტები ლაზები, ასევე ინტერნეტ ტელევიზია, პირველი კავაკსიური მუსიკალური არხი. მომავალ წელს ვგეგმავთ დავამატოთ თურქეთში მაცხოვრები ჰამშენელი სომხები და ჩრდილოეთ კავაკსიური წარმოშობის მუსიკოსები.

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია:(67)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვარსკვლავები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ

შემთხვევა ყველა ადამიანს მოსდის, მათ შორის მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებსაც. ალბათ არ იცოდით, რომ ეს ვარსკვლავები პატიმრობაში იმყოფებოდნენ.   პოლ მაკარტნი


„ეს ყველას გვეხება“ — გოგა ჩანადირის ახალი აქცია

„ვისაც მოძრაობის წესების დაუცველობა გაწუხებთ, შემომიერთდით“ — წერს სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.გოგა ჩანადირი: „გადაიღეთ ფოტოები ზებრა ხაზებთან, როგორ გადადიდახართ


გალაკტიონის დღიურიდან: 1932 წელი. 31 დეკემბერი 

  ,,ისევე ავადა ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბე-გაფხეკილი… დავდივარ უფეხსაცმელოდ; ერთად ერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც როგორც იქნა ვიშოვნე…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*