შეცვალე სამყარო შენს ირგვლივ და აიხდინე ოცნება — თამარ საგინაშვილის ერთდღიანი ვორქშოფი | Jolo.ge


შეცვალე სამყარო შენს ირგვლივ და აიხდინე ოცნება — თამარ საგინაშვილის ერთდღიანი ვორქშოფი

შეცვალე სამყარო შენს ირგვლივ და აიხდინე ოცნება — თამარ საგინაშვილის ერთდღიანი ვორქშოფი

რა გაღელვებთ ყველაზე მეტად ახლა?

რომელი თქვენი პრობლემის მოგვარება გააუმჯობესებდა თქვენს ცხოვრებას მომენტალურად?

ჩემი გამოცდილებით ადამიანებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ მათ ცხოვრებაში გამუდმებით ხდება რაღაც ცუდი.

თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

თქვენც გეჩვენებათ, რომ ყველაფერმა თქვენთვის მოიცალა?

თითქოს ყველა და ყველაფერი თქვენ წინააღმდეგაა.

პირადი ცხოვრება დაულაგებელი:

შემოსავლები — არასტაბილური:

განწყობა — აფორიაქებული:

წრე — უარესად დეპრესიული და დამთრგუნველი.

ყოველდღიურად ხდება არასასიამოვნო ფაქტები, რომლებიც დიდი ხნით გირღვევთ წონასწორობას…

ვიღაც გამუდმებით გულს გტკენთ (ხშირად ყველაზე ახლობელი ადამიანები), ვიღაც დაუმსახურებლად გაკრიტიკებთ, ვიღაც უმადურია, მიუხედავად იმისა, რომ „გადაყევით თან“, ვიღაც გატყუებთ, ვიღაც არ გაფასებთ, სადღაც არ გიმართლებთ, გული სულ დამძიმებული გაქვთ, ადგილს ვერ პოულობთ და შიშით შეჰყურებთ დღევანდელ ცუდ დღეს…

ადვილად დგებით ცუდ ხასიათზე და მერე გიჭირთ ნეგატივიდან გამოსვლა.

და თითქოს ჭაობიაო, რაც უფრო ცუდ ხასიათზე ხართ, მით მეტი ცუდი ხდება, რაც მეტი ცუდი ხდება, მით უფრო გიფუჭდებათ ხასიათი.

tamriiiგამუდმებით ფორიაქობთ. ხშირად ფიქრობთ ცუდზე და უკვე გეშინიათ საკუთარი ფიქრების, რადგან თქვენი შიში ხშირად მართლდება და მერე ამბობთ: ცუდი წინათგრძნობა მქონდაო.

დაგღალათ გამუდმებულ შიშსა და ნეგატივში ცხოვრებამ?

არ იცით როგორ გამოხვიდეთ ამ შეკრული წრიდან?

ნუთუ, ცხოვრება მართლა ასე ცუდია?!

სინამდვილეში, ეს თქვენ შექმენით თქვენი დღევანდელი დღე თავისი პრობლემებით და ეს არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ის, რაც ჩვენ შევქმენით, ჩვენვე შეგვიძლია შევცვალოთ.

ამისათვის არსებობს მარტივი კანონები და წესები, რომელთა შესწავლა გაჩვენებთ, თუ რა საოცარი ძალის მფლობელი ხართ.

ვინ ვარ და რატომ ვარ ასე დარწმუნებული, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება?

დიახ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მე თვითონ გავაკეთე ეს, თანაც გამოვედი არა უბრალოდ ნეგატივის ტყვეობიდან, არამედ მძიმე ავადმყოფობიდან.

ამიტომაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეუძლია თუნდაც ერთ ადამიანს, შეგიძლიათ თქვენც.

ჩემი ისტორია ჩემს წიგნ-ტრენინგში „სამასმეერთე მილიონერი“ აღვწერე.

https://www.facebook.com/SamasmeerteMilioneri/

http://tamarsaginashvili.com/წიგნები/სამასმეერთე-მილიონერი/

სინამდვილეში თქვენ კეთილი ფერიასავით შეგიძლიათ დაიქნიოთ ჯადოსნური ჯოხი და დაალაგოთ თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გსურთ, გააფერადოთ ისეთ ფერებში, როგორც მოგწონთ.

ამისათვის მხოლოდ უნდა იცოდეთ, როგორ გააკეთოთ ეს.

სწორედ ამ ცოდნის მისაღებად გიწვევთ ერთდღიან ვორქშოფზე.

მე გადმოგცემთ მხოლოდ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რამაც ჩემი და მრავალი ჩემი მსმენელის ცხოვრება შეცვალა.

111

ჩვენს შეხვედრას არ ექნება პასიური მოსმენის და მხოლოდ თეორიულად რაღაც მოსაზრებების გაცნობის სახე.

ეს იქნება საკუთარ თავზე აქტიური მუშაობის საათები, როცა

თქვენ:

შეცვლით თქვენს დამოკიდებულებას სამყაროს, საკუთარი თავის და მიმდინარე მოვლენებისადმი:

თვალნათლივ დაინახავთ როგორ იზიდავთ ცუდს თქვენს ცხოვრებაში,

 

როგორ ქმნით თქვენს მარცხებს, და გამარჯვებებს და იქვე გარდაქმნით თქვენს ძველ მარცხებს:

გააცნობიერებთ, როგორ მარტივად შეგიძლიათ შექმნათ და მართოთ მოვლენები თქვენს ცხოვრებაში:

ისწავლით ნებისმიერი ცუდი სიტუაციიდან, თუნდაც წარსულში მომხდარიდან, სარგებელის გამოტანას:

გაეცნობით ყველაზე გავრცელებულ წინააღმდეგობებს, რომლებიც გვიშლის ხელს წინსვლაში და ბედნიერი ცხოვრების შექმნაში:tamar5

ისწავლით სწორ რეაგირებას მოვლენებზე, ანუ  ის რაც ადრე დიდი ხნით ჩაგაგდებდათ დეპრესიაში, ახლა ახალი შესაძლებლობების წყარო გახდება:

თქვენ იგრძნობთ, როგორ მოიშორეთ მხრებიდან დიიიდი ტვირთი და ისწავლით, როგორ იცხოვროთ მსუბუქად და ლაღად.

გექნებათ შეგრძნება, რომ სამყარო თქვენს ირგვლივ იცვლება და ის თქვენს მიმართ უფრო კეთილი და დამყოლი ხდება.

და ეს ასეც არის.

როდესაც თქვენ თავისუფლდებით იმისგან, რაც გამძიმებდათ თქვენი ცხოვრება იცვლება, და იცვლება სამყარო თქვენს ირგვლივ.

მე რასაკვირველია, მინდა, რომ თქვენ სათანადოდ შეაფასოთ, რა უნიკალური ცოდნის მიღება შეგიძლიათ ერთი დღის მანძილზე.

როგორ ღრმა სამუშაოს ჩაატარებთ საკუთარ თავში და როგორ მნიშვნელოვნად წაიწევთ წინ პიროვნული ზრდის გზაზე.

მინდა, ეს იმიტომაც, რომ ზუსტად ვიცი, თუ ეს არ მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

ეს თქვენც იცით, მით უმეტეს, რომ ცუდი ამბების წინასწარმეტყველება  ჯერ კიდევ თქვენი „სპეციალობაა“ )

როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუ ასე გააგრძელებთ ცხოვრებას?

რამდენ ხანს გაუძლებს თქვენი სხეული და ფსიქიკა, თქვენი ჯანმრთელობა ამ შიშში, ნერვიულობაში, ფორიაქში ყოფნას?

გარდა იმისა, რომ  ყველა სტრესი თქვენს ჯანმრთელობას ემუქრება

გარდა იმისა, რომ თქვენი ასეთი განწყობა ადრე თუ გვიან გააფუჭებს თქვენს ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან

გარდა იმისა, რომ ცხოვრება უბრალოდ აზრს კარგავს, თუ მხოლოდ ცუდს ხედავ მასში,

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს თუ არაფერს შეცვლით, არის ის, რომ მიზიდულობის კანონის თანახმად, ყველა იზიდავს იმას, რაზეც ფიქრობს.

ანუ, თქვენი ცხოვრება სულ უფრო მეტად დაემსგავსება იმის ყველაზე მძიმე ვერსიას, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ.

რამდენად გხიბლავთ ასეთი პერსპექტივა?

მე გთავაზობთ სულ რაღაც ერთ დღეში თქვენი ცხოვრების ვექტორის მიმართულება შეცვალოთ.

კონკრეტულად რას მიიღებთ ამ ვორქშოფიდან?

თქვენ დარწმუნდებით, რომ გაქვთ სრულიად უნიკალური შესაძლებლობები:

შეისწავლით პატიების და ნეგატივისგან წმენდის სამ ახალ, ძალიან ძლიერ ტექნიკას:

აპატიებთ ყველას და ყველაფერს, იმასაც კი, რასაც შეიძლება თვალს არ უსწორებდით:

გექნებათ შეგრძნება, რომ წონაში დაიკელით, იმიტომ რომ სერიოზული ტვირთისგან გათავისუფლება უჩვეულო სიმსუბუქეს იწვევს:

დარწმუნდებით, რომ არათუ არსებული სიტუაციის მართვა, არამედ სანუკვარი ოცნებების ახდენაც კი თქვენს სურვილზე და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ცვლილებები, რომლებსაც თქვენ მოახდენთ საკუთარ თავში, აუცილებლად იქონიებს კეთილისმყოფელ გავლენას თქვენი ოჯახის წევრებზე, რაოდენ ნეგატიური აზროვნებაც უნდა ჰქონდეთ მათ:

და რაც არანაკლებ კი არადა, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ გაატარებთ დღეს უნიკალურ გარემოცვაში, გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან თქვენსავით თავად შექმნან საკუთარი ცხოვრება, რომლებიც მზად არიან მხარში დაგიდგნენ, გაგამხნეონ, დაგეხმარონ.

222ასეთი გარემოცვა დიდი განძია.

ცნობილია, რომ წარმატების 50 % შეადგენს კარგი, მამოტივირებელი გარემოცვა.

ამ გარემოცვის შესანარჩუებლად და გასაძლიერებლად ჩვენ ყველა ვიკონტაქტებთ დახურულ ჯგუფში ფეისბუქზე.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დასვათ კითხვები, გაგვიზიაროთ შედეგები, მიიღოთ საჭირო მასალები და მოტივაცია.

თითქოს ძნელია ზრდასრულ ასაკში იპოვო ახალი მეგობრები და მით უმეტეს, თანამოაზრეები.

მაგრამ ამას ძალიან კარგად ახერხებენ ჩემი მსმენელები. თითქმის ყველა მათგანი მეგობრობს და უკვე მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობა კი არა, უბრალოდ შეხვედრები და ურთიერთობაც ძალიან უყვართ.

ისე, რომ მიიღეთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და შემოგვიერთდით ვორქშოფზე.

მათთვის, ვინც ნამდვილად მზად არის ცხოვრების შესაცვლელად და უყოყმანოდ ღებულობს გადაწყვეტილებებს, რასაკვირველია გვაქვს 2 ბონუსი.

21 საუკუნე სისწრაფის ეპოქაა და ვინც ეპოქას ფეხს უწყობს, ყველაზე მეტს ღებულობს.

პირველი ბონუსი არის ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული.

პირველი 5 დარეგისტრირებული, რომლებიც თანხას ჩარიცხავენ 24 საათის განმავლობაში, მიიღებენ საჩუქრად საკუთარი დანიშნულების დიაგნოსტიკას ნატალია ლადინას საავტორო მეთოდით.

ეს არის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დაინახოთ დაა გააცნობიეროთ რა ნიჭები, შესაძლებლობები, უნარები დაგყვათ დაბადებიდან, როგორ გამოიყენოთ ეს უნარები და როგორ იპოვოთ ის საქმე, რომელიც ბედნიერებას, სიამოვნებას და შემოსავალს მოგიტანთ.

დიაგნოსტიკის ღირებულება დამოუკიდებლად 50 ლარია. და თქვენ მას მიიღებთ საჩუქრად.

მეორე ბონუსი კიდევ უფრო საინტერესოა. პირველი 10 დარეგისტრირებული მიიღებს სპეციალურ ფასს ჩემს კლუბში მონაწილეობაზე.

ამისათვის დარეგისტრირდით ახლავე, რომ მოხვდეთ პირველ ხუთეულში, ჩარიცხეთ თანხა 24 საათის განმავლობაში და მიიღეთ საჩუქარი.

ასეთი ვორქშოფების ღირებულება  მინიმუმ 200 ლარია.

მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ, არც თუ ისე დალხენილ პერიოდში მინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს გამოვიდეს ნეგატივის, წუწუნის, ე. წ. უიღბლობის, უიმედობის მღვრიე ნაკადიდან, რომელიც კარგს არაფერს უქადის არც ქვეყანას და არც თითოეულ ჩვენგანს.

მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების.

მე კი სწორედ ამის სპეციალისტი ვარ — მე ვარ ადამიანი, რომელიც გეხმარებათ აღმოაჩინოთ და გამოიყენოთ თქვენი უნიკალური შესაძლებლობები.

ამიტომ ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით;))

ჩემი ანტიკრიზისული მიდგომის ფარგლებში ვორქშოფის ღირებულებაა იქნება არც 200, არც 150 და არც 100 ლარი. თქვენი ინვესტიცია საკუთარ მომავალში იმ შემთხვევაში, თუ 24 მარტამდე დაგვიკავშირდებით და ჩარიცხავთ თანხას, შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ 90 ლარს, 

თუ თქვენ მოგყავთ მეგობარი, ან ოჯახის წევრი, ორივე ერთად იხდით მხოლოდ 160 ლარს.

ეს საფასური მოქმედებს მხოლოდ 24 მარტამდე,

24 მარტის შემდეგ ვორქშოფის ღირებულება ერთ ადამიანზე შეადგენს 140 ლარს.

დარეგისტრირების შემდგომ თქვენ მიიღებთ სრულ ინფორმაციას და ვორქშოფის დეტალურ გრაფიკს.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში 4 აპრილს 

ვაჟა ფშაველას 41

 დასაწყისი 11:00 დან 19:00 საათამდე

 ტელ. 571200560 — ია

შეხვედრამდე

თამარ საგინაშვილი

კოუჩი, ტრენერი, ავტორი წიგნი — ტრენინგისა „სამასმეერთე მილიონერი“.

https://www.facebook.com/tamar.saginashvili

http://tamarsaginashvili.com

გამოხმაურებები ჩემი მუშაობის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ლაივ კოუჩინგი +

ტრენინგების მცირე ნაწილის ფოტო-გალერეა

http://tamarsaginashvili.com/ტრენინგები/გალერეა/

 

 

 

ნანახია:(278)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სიმდიდრის კანონები“- მათთვის ვინც თავისუფლება გადაწყვიტა

თემა, რომელსაც მინდა გესაუბროთ, იმდენად აქტუალურია, რომ მისი შესწავლის „დროში გაჭიმვა“, პირდაპირ პროპორციულია თქვენი ოცნებების ასრულებასთან, დასვენების თუ განათლების ხარისხთან,


როგორ გავხდეთ ისეთი, როგორიც ყოველთვის გვინდოდა ვყოფილიყავით

… მამაკაცთან მოლაპარაკებას რა უნდა ჩემო ძვირფასებო……ეს ხომ ძალიან სასიამოვნო პროცესია და თანაც დამატებით ტალანტებს არ საჭიროებს — მთავარია იყო


გათავისუფლდი სტრესისგან და დატკბი ცხოვრებით …

🌟„ არაფერი არ არის შეუძლებელი, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რაც შეიძლება იყოს ეს მხოლოდ ჩვენი ფიქრებია. შემზღუდველი ფიქრები ☁️🌪 🌟თუ ამ ფიქრებს დაძლევ, ისწავლი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*