Jolo.ge | ბაირონ ქეითი Archives - Jolo.ge


Tag "ბაირონ ქეითი"

Back to homepage

«ცხოვრების არსის საიდუმლო» – შენი შინაგანი ხმა

იცი თუ არა, რა ძალა აქვს შენს შინაგან ხმას, რა სასწაულებს ახდენს და როგორ უნდა მოუსმინო მას? — ამ და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე, ავსტრიაში მოღვაწე ქოუჩი, ნინო ძიძიგური გვესაუბრება და წარმატების მაძიებელთათვის, საინტერესო პროგრამას გვთავაზობს. ნინო ძიძიგური: ჩემს პროგრამას „ცხოვრების არსის საიდუმლო“ დავარქვი

Read More

„შენს ხმას უნდა მოუსმინო, ენდო, დაუჯერო და მერე სასწაულები ხდება“…

„შენს ხმას უნდა მოუსმინო, ენდო, დაუჯერო და მერე სასწაულები ხდება“, – ეს ნინო ძიძიგურის სიტყვებია იმ ინტერვიუდან, რომელმაც გადამაწყვეტინა, შინაგანი ხმისთვის გულდასმით დამეგდო ყური. სასწაული მართლაც მოხდა. ჩემდა გასაოცრად, ჩემშივე აღმოვაჩინე პასუხი, რომელსაც წლების განმავლობაში სხვაგან ვეძებდი. ამის შესახებ ოდესმე აუცილებლად დავწერ… ახლა კი მინდა, ეს

Read More

4 შეკითხვა სტრესის წინააღმდეგ (ფიქრების გამოკვლევა ბაირონ ქეითის მიხედვით)

ჩვენ ხშირად ვიტანჯებით სტრესული ფიქრებისგან, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრების გვჯერა. „რეალობა მოცემულობისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო» — აღნიშნავს ბაირონ ქეითი და გვთვაზობს ოთხი შეკითხვის ტექნიკას სტრესული ფიქრების გამოკვლევისთვის. ეს კითხვებია: 1. ეს სიმართლეა? 2. შეგიძლია, აბსოლუტურად იცოდე, რომ

Read More

«როდესაც შენში არსებულ ამ ბავშვს შეიყვარებ და ჩაიხუტებ, გარეთ ძიება დასრულდება» — ბაირონ ქეითი

«გიგრძვნია ოდესმე, რომ რაც უფრო ჯიუტად ეძებ სიყვარულს, მით უფრო მეტად გისხლტება ხელიდან? ან აღიარების გარეთ ძებნა, თავს რომ დაუცველად გაგრძნობინებს? თუ ეს გიგრძვნია, ამის მიზეზიც არსებობს. ასე იმიტომ ხდება, რომ სიყვარულისა და აღიარების ძიება ორივე შეგრძნებას გაკარგვინებს. შენ შეიძლება

Read More

‘’როდესაც მოსწავლე მზადაა, მასწავლებელიც ჩნდება’’ 

ყოველთვის მიპოვია ჩემში საიდანღაც ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი.✊ დღეს, აი ეს ნაბიჯი, ეს განაცხადი, ეს გამოწვევა ამის დასტურია.✨ 🙏მადლობა იმ რაღაც დიდს და უკიდეგანოს, რაც ჩემი ეგოს, ჩემი განპირობებული გონების მიღმა არსებობს. რაღაც ამოუცნობ უდიდეს ძალას, რომელიც ადამიანში მაშინვე ამოქმედდება

Read More

„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“

„მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ გსურს, რეალობა მოცემულისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო. შეგიძლია სცადო და სცადო, ბოლოს კი კატა შემოგხედავს და გეტყვის „მიაუ“.

Read More

ჩვენ ან გვჯერა რასაც ვფიქრობთ ან მათ ვიკვლევთ, სხვა არჩევანი არ არის

«მტკივნეული შეგრძნებები ან ნებისმიერი სახის დისკომფორტი შეუძლებელია სხვა ადამიანისგან იყოს გამოწვეული. ჩემს გარეთ არავის შეუძლია ტკივილი მომაყენოს. ეს შეუძლებელია. ტკივილს ვგრძნობ მხოლოდ მაშინ, როდესაც სტრესული ფიქრის მჯერა და ამ ფიქრის დაჯერებით მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ტკივილს აყენებს.

Read More

„როგორც კი გამოიკვლევ შენს ფიქრებს, აღმოაჩენ, რომ სიყვარულის მისაღებად არაფრის გაკეთება არ გჭირდება“…

„როდესაც რაღაცას ამბობ ან აკეთებ იმისთვის, რომ სანაცვლოდ რაღაც მიიღო, მოწონება დაიმსახურო, გავლენა მოახდინო, ვინმე ან რაიმე გააკონტროლო, ამის მიზეზი შიშია, ხოლო შედეგი — ტკივილი.  მანიპულაცია სეპარაციაა, სეპარაცია კი მტკივნეულია. მოცემულ მომენტში ამ ადამიანს შეიძლება სრულიად უყვარდე და შენ ეს

Read More

„ უბრალოდ სიყვარული და ამ სიყვარულში «მეც» ვქრები“…

„ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა“ — ბაირონ ქეითი ბაირონ ქეითის «სამუშაოს» სკოლაში ბევრი ღრმა და საოცარი რამ გამოვცადე და განვიცადე, ერთ-ერთზე მინდა თქვენც მოგიყვეთ… საღამოს სესიაა. გვერდით ძალიან საყვარელი ჰოლანდიელი ბიჭი მიზის და მეუბნება, რომ რაღაცის თხოვნა სურს,

Read More

„როდესაც გონება სუფთაა, რეალობას არ ეკამათება და მას იღებს“…

გერმანიიდან თურქეთში რომ მივფრინავდი, ჩემი ფრენა პრაღის გავლით იყო და აეროპორტში 23 საათით მიწევდა გაჩერება, რაც არაჩვეულებრივი საშუალება იყო ჩემთვის ახალი ქვეყნის და ახალი ქალაქის დასათვალიერებლად  დილით ქალაქში გასვლამდე, ვიფიქრე პრაღასთან პირველად შესახვედრად ცოტას გავიპრანჭებითქო… ვინაიდან პირადი ნივთები ჩემოდანში მქონდა

Read More

«ნამდვილი შიში — სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია — ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს…»

ბაირონ ქეითის «სამუშაო» ყველაზე ღრმად გვხსნის და ყველაზე სათუთად, ფაქიზად, უმტკივნეულოდ საკუთარ თავთან გვაბრუნებს, ილუზიებისგან გვათავისუფლებს და საკუთარ თავში ძალიან დიდ სიყვარულს გვაცნობიერებინებს, რასაც ხშირად ყველაზე მეტად გავურბივართ და რისიც ხშირად ყველაზე მეტად გვეშინია… ბაირონ ქეითს ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა

Read More

როგორ ვიპოვოთ ბედნიერება საკუთარ თავში? 0

თითოეულ ჩვენგანში დიდი შინაგანი ძალაა, რომ ბედნიერება, სიმშვიდე, ჰარმონია საკუთარ თავში ვიპოვოთ და საკუთარ თავს თავადვე მივანიჭოთ. თუმცა ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამ ძალას ვერ ვაცნობიერებთ და ბედნიერებას გარეთ ვეძებთ — სხვა ადამიანებში, სიტუაციებში, ნივთებში და ა.შ. ასეთ დროს ყოველ

Read More

„ცხადმა გონებამ ზუსტად იცის რა ნაბიჯები გადადგას… ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი სიმშვიდეა“

ჩვენს გონებაში ძალიან ბევრი ფიქრი ხმაურობს, ქაოტურად ერთმანეთში ირევა, ხან წარსულში გადაგვიყვანს, ხან მომავალში, მერე ისევ წარსულში, შემდეგ ისევ მომავალში, სადაც წარსულიდან გამომდინარე მომავლის ინტერპრეტაციას ვიწყებთ. ეს ფიქრები ენერგიას გვართმევს და სანამ გონებაში ფიქრებით ალტერნატიული რეალობის შექმნით ვართ დაკავებულები, ყველაზე

Read More

„ეს არის საკუთარი თავის სიყვარულის დასაწყისი“ — ბაირონ ქეითი

«სიტყვიერი შეურაცხყოფა, როგორც ასეთი, არ არსებობს. უბრალოდ ვიღაც იმ სიმართლეს მეუბნება, რისი მოსმენაც არ მსურს. ჩემი ბრალმდებლის მოსმენა ნამდვილად რომ შემეძლოს, ჩემს თავისუფლებასაც ვიპოვიდი. ის „მე,“ რასთანაც საკუთარ თავს აიგივებ, არ უნდა გამომჟღავნდეს, რადგან ეს მისთვის სიკვდილს ნიშნავს. მაგალითად, როდესაც

Read More

„მე ამას ვაცნობიერებ, ან ვიტანჯები. სულ ესაა“…

«თუ ჩემი ერთ-ერთი შვილი მეტყოდა, „კარგი დედა არ ხარ,“ მე გულწრფელად ვუპასუხებდი, „იცი, საყვარელო, მე ამას ვხედავ. მე მთელი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, მიჭირს ფიზიკურად შენთან და შენს შვილებთან ჰოფნა. გმადლობ, რომ ამაზე ყურადღება გამამახვილებინე. რას მთავაზობ?“ მე და ჩემს შვილს

Read More