„სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ“… | Jolo.ge


„სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ“…

„სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ“…

ეს ანატორის აკლდამებია, ხევსურეთში შატილიდან სამ კილომეტრში მუცოს გზაზე, ამ საოცარი მთის ირში — წერს პაატა ქურდაძე ფეისბუქის პირად გვერდზე და ძვლებით სავსე აკლდამაზე ჰყვება.

 უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანმა წლევანდელი ზაფხული შვილთან ერთად საქართველოში მოგზაურობას დაუთმო. დროდადრო შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით მეგობრებს უზიარებს.

პაატა ქურდაძე:  „თუ ვინმეს არ სმენია მათ შესახებ : მეთვრამეტე საუკუნეში სოფელ ანატორში გავრცელებულმა ინფექციამ (ჟამი) ფაქტიურად მთელი სოფელი გაწყვიტა.

დაავადებულთათვის სოფლიდან მოშორებით, მუცოსწყლისა და არღუნის სრულიად მისტიკურ შესართავთან ეს პატარა ნათალი ქვის შენობები ააგეს ქვისავე თაროებით. სადაც დაინფიცირებულები თავისი ფეხით მიდიოდნენ, თაროდან ახალ მკვდარს ძირს გადმოიღებდნენ და თავად წვებოდნენ მის ადგილზე, სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ …

ვერ გეტყვით სადმე არის თუ არა კიდევ ანალოგი.. ვიცი რომ ხევსურეთის გარდა — ჩეჩნეთში მთელი სოფელია მსგავსი აკლდამების… მაგრამ ეს სხვა თემაა.

ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც, ეს ძვლებით სავსე აკლდამები — სხვისი სიცოცხლის, არსებობის მიმართ პატივისცემის აბსოლუტური, სრულყოფილი მონუმენტია… უფრო მარტივად — დღეს მოქალაქეობრივ თვითშეგრძნებას და ცივილურობას რომ ეძახიან და რომელიც ასე კატასტროფულად აკლია დღეს საქართველოს“.

bbb b1b

ნანახია:(98)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მადლიერების წერილი ქმარს — ძალიან უბრალო და ამაღელვებელი

„ვინ თქვა, გოგო არ გეყოლებაოო…  დღეს გიომ საწოლზე დასკუპებული რომ დამახვედრა, გაოცებისგან ვიყვირე, მერე ვიტირე… ალბათ, გახსოვთ ან არა, ადრე


ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი — 15 000 დოლარი

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს. ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები


ქალბატონები, რომლებსაც მეუღლეების წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვთ

მამაკაცის წარმატების მთავარი საიდუმლო ჭკვიანი და მოსიყვარულე ცოლია. ამაში დასარწმუნებლად უამრავი მაგალითი არსებობს, თუმცა მამაკაცებმა ეს ამ მაგალითების გარეშეც იციან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*