„სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“, — იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?“ | Jolo.ge


„სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“, — იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?“

„სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“, — იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?“

— ჩემი შვილი საშინლად ჭირვეულობს, არაფრის გაკეთებას არ მაცდის, — მეუბნება ახლობელი, — ნეტავ, რა უნდა?

— ალბათ შენი სიყვარული, — ვპასუხობ.

— რას მელაპარაკები. ამას თუ სიყვარული აკლია. საკუთარ სიცოცხლეს მირჩევნია. სიყვარული რომ შველოდეს მაგ საქმეს, ამაზე მშვიდი ბავშვი მეორე არ იქნებოდა.

— რამე სცადე, რომ ნაკლებად რომ იჭირვეულოს?

— ყველაფერი, რაც შეიძლებოდა.

— მაშინ შეიძლება ერთი რჩევა მოგცე? რას კარგავ, ესეც სცადე. როცა ჭირვეულობას იწყებს, უბრალოდ მოუსმინე, რას გეუბნება. ოღონდ ისე კი არ მოუსმინო, თვალებით ბავშვს რომ უყურებ და სინამდვილეში ხვალინდელ საქმეებს ხედავ ან კიდევ დღევანდელ პრობლემებს 🙂 შეხედე თვალებში და შენი ძვირფასი დროის მხოლოდ 15 წუთი მაინც მთლიანად მას მიუძღვენი — მოუსმინე, გააკეთე, რასაც გთხოვს. სხვა არაფერზე იფიქრო.
პირობას გაძლევ, მინიმუმ 2 საათი თავს დაგანებებს და შენც მშვიდად გააკეთებ შენ საქმეს. მხოლოდ 15 წუთი.

…..

არ მოგიყვებით, რა მოხდა შემდეგ 🙂

თუ თქვენი ბავშვიც ჭირვეულობს, სცადეთ თქვენც. მას თქვენ სჭირდებით და არა კომპიუტერი, ტელევიზორი, სათამაშო (თუნდაც ძალიან ძვირფასი). „სამწუხაროდ“ მეცნიერების უახლესი მიღწევებიც კი უძლურნი არიან ამ „პრობლემის“ წინაშე — დედის სიყვარულის და ყურადღების „კლონის“ შექმნა შეუძლებელი აღმოჩნდა. თქვენ თვით „iphone 7“ -ც კი ვერ შეგცვლით:)

15 წუთიანი ყურადღების და სიყვარულის „სეანსები“ კი სრულიად უფასოა და თანაც „ჯადოსნური“ 🙂

სცადეთ და სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“ 🙂
იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(563)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ აღზარდოთ ნარცისი!

ნარცისებად არ იბადებიან, მათ ქმნიან. თანამედროვე კვლევების თანახმად, ნარცისიზმი ერთ-ერთი მზარდი „დაავადებაა“, რაც ჯანსაღი ურთიერთობების სერიოზულ დეფიციტს იწვევს. ნარცისი ადამიანი


როგორ აღვზარდოთ ბავშვი?! დედა ტერეზას რჩევები მშობლებს

1. ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ეუბნებით ბავშვს. ხშირად უფროსები მოზარდს უტვინოს, სულელსა და ზარმაცს უწოდებენ. ამ სიტყვებით, შესაძლოა, დაღუპოთ ბავშვი.


როგორ გავუმკლავდეთ ურჩ ბავშვს?

ალბათ ყველა დედას ჰქონია მომენტი, როდესაც ბავშვი რაიმეს მოითხოვს, რამდენიმე წუთში კი აღარ უნდა. მშობლის კითხვები: „რატომ?“ „რა მოხდა?“ უპასუხოდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*