სხეულის ენა და სექსუალური ჟესტები | Jolo.ge


სხეულის ენა და სექსუალური ჟესტები

სხეულის ენა და სექსუალური ჟესტები

სხეულის ენა არის ენა, რომლითაც საუბრობს ყველა, ისიც კი, ვინც არ იცის ამ ენის არსებობის შესახებ. ასეთი ხერხი ადამიანს ურთიერთობაში და ქვეტექსტის აღქმაში ეხმარება.

ფსიქოლოგმა ალბერტ მეიერაბიანმა დაადგინა, რომ ინფორმაციის 7% გადაცემა სიტყვების საშუალებით, სხვადასხვა ხმოვანი საშუალებით (ხმის ტემბრით, ბგერის ინტონაციით) – 38%, ხოლო არავერბალურად – 55%.

ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობის დროს ქალებს და მამაკაცებს შორის გაუგებრობის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მათ იციან ერთმანეთის “სხეულის ენა”. ქალთა და მამაკაცთა სექსუალურ ჟესტებში არსებობს გენდერული თავისებურებები. არსებობს ძალიან ბევრი სექსუალური ჟესტი. ამ ჟესტების ცოდნა ადამიანებს საპირისპირო სქესის გაგებაში ეხმარება. ეს კი საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, გაუგებრობები და სულიერი გამოფიტვა.

 

ქალთათვის დამახასიათებელია შემდეგი სექსუალური ჟესტები:

 

— თავის მკვეთრი მოძრაობა. მაგალითად, თმის სახიდან მოსაშორებლად, ან თმის მხრებიდან ზურგზე გადასაყრელად. ამ მოძრაობას ინსტინქტურად მოკლე თმიანი ქალებიც კი აკეთებენ;

 

— სიარულის დროს ზურგი გამართულია, მკერდი გამოწეულია წინ, ხოლო თეძოები რითმულად ირხევა;

 

— ჯდომის დროს ფეხების ნელი გადაჯვარედინება და შემდეგ მათი გამართვა;

 

— ოდნავ გაშლილი ფეხები, მიუხედავად ქალის პოზიციისა (მდგომარე, ან მჯდომარე);

 

— ფეხსაცმლის ქანაობა ფეხის წვერებზე ნიშნავს იმას, რომ ქალი მამაკაცის გარემოცვაში კომფორტულად გრძნობს თავს. ამ მოძრაობის დროს ფეხსაცმლის წვერი მიმართულია იმ მამაკაცისკენ, რომლის მიმართაც ქალს ინტერესი გაუჩნდა;

 

— გამართული მკერდი;

 

— ინტიმური მზერა. ასევე შეპარული, ღიმილიანი მზერა;

 

— ოდნავ ღიმილი, შემდეგ თვალების დახრა და სხვა მხარეს ყურება;

 

— ოდნავ გაღებული პირი, შესველებული ტუჩები;

 

— ჩუმი, დაბალი ხმის ტემბრი;

 

— ცილინდრული ფორმის საგნის ხელში ტრიალი ასევე (სიგარეტი, ჭიქის ფეხი);

 

— როდესაც ქალს მოსწონს მამაკაცი, ის ცდილობს მასთან უფრო ახლოს დაჯდეს, ვიდრე სხვებთან;

 

— მასთან საუბრის დროს ის უფრო მეტად იხრება წინ, ვიდრე მამაკაცი;

 

— მამაკაცის თანდასწრებით სარკეში საკუთარი თავის თვალიერება: შემობრუნება, ან მზერა გვერდიდან, სარკის წინ ტრიალი მაშინაც კი, როდესაც ის ტელეფონით საუბრობს;

 

— მამაკაცის თანდასწრებით პომადის დემონსტრაციულად წასმა;

 

— მაჯის დემონსტრაცია. ქალი, რომელიც დაინტერესებულია პოტენციური სექსუალური პარტნიორით, დროგამოშვებით აჩვენებს თავის მაჯას.

 

— როდესაც ქალები გრძნობენ მამაკაცის მზერას, ისინი აკეთებენ ხელით მოძრაობას. მაგალითად, ისწორებენ ვარცხნილობას, ტანსაცმელს, ან უბრალოდ ეხებიან თმას.

 

 

მამაკაცთათვის დამახასიათებელია შემდეგი სექსუალური ჟესტები:

 

— ფეხები განზე აქვთ გაშლილი;

 

— მზერა არ ჩერდება სახეზე, იგი ქალის მთელ სხეულზე მოძრაობს;

 

— ხელის გულები უწყვიათ ბარძაყებზე;

 

— ცერა თითები უდევთ ქამარში, ან ისინი პიჯაკის, შარვლის, ან ქურთუკის ჯიბიდან მოჩანან;

 

— ხელით ისწორებენ თმებს, ჰალსტუხს, პერანგის საყელოს, ან უბრალოდ ეხებიან ყელს;

 

— ქალის გამოჩენისას იშლებიან მხრებში;

 

— ქვედა ყბა მოძრაობს ზემოთ-ქვემოთ;

 

— სასმელს ურევენ ღონივრად და მთელი ხელით;

 

— დადიან წინ და უკან;

 

— ჯდომის დროს ფეხები გამოწეული აქვთ წინ.

 

ჩამოთვლლი სექსუალური ჟესტები შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პოტენციურმა პარტნიორმა გამოიყენოს, შემდეგ ჩნდება საპასუხო სიგნალები. ხშირად, შესაძლო პარტნიორებიდან ირჩევენ მას, ვინც უფრო მეტ საპასუხო ჟესტს აკეთებდა. ეს არჩევანი კეთდება გაუცნობიერებლად.

ეს ჩამონათვალი განზოგადებულია და არ არის აუცილებელი, რომ ყველა ქალი და ყველა მამაკაცი ასე იქცეოდეს. კონკრეტული ინდივიდის ქცევა შეიძლება მკვეთრად იყოს გადახრილი ნორმისგან.

 

მკვლევარების უმეტესობას მიაჩნია, რომ:

 

— ვერბალური კომუნიკაცია ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის გადაცემისთვის;

 

— არავერბალური კომუნიკაცია ძირითადად გამოიყენება ურთიერთობის “გასარჩევად”;

 

— არავერბალური კომუნიკაცია ასევე ხშირად გამოიყენება ვერბალური კომუნიკაციის ნაცვლად.

 

ნანახია:(3172)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა — მხოლოდ ქალებისთვის (ვიდეო)

„თვითრეალიზაცია, გარკვეული ფინანსური საკითხები და წარმატება შეუძლებელია თუ პირადი ცხოვრება არ გაქვს აწყობილი“ — ამბობს ხათუნა მუზაშვილი და ქალისა და


თუ მამაკაცი ამას აკეთებს, თქვენ მისთვის პრიორიტეტი ხართ…

ყველა ქალს აინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი მამაკაცისთვის. შესაძლოა არ დასვან შეკითხვა, თუმცა მასზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გსურთ იცოდეთ, ხართ


როგორ გავიმარჯვოთ უომრად? რჩევები მხოლოდ ქალებს!

მამაკაცები ქალის მეტყველებას ტვინის იმ ნახევარსფეროთი და ზონით აღიქვამენ, რომელიც მუსიკის აღქმაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მამაკაცის მამაკაცისადმი მიმართულ საუბარს — ინფორმაციის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*