სხეული სულის ტაძარია | Jolo.ge


სხეული სულის ტაძარია

სხეული სულის ტაძარია

ფიზიკურ სხეულს შეიძლება ვუწოდოთ ტრანსპორტი, რომელიც მთელი  სიცოცხლე გვემსახურება.  თუ გვსურს ეს ტრანსპორტი, გამართულად  და დიდხანს გვყავდეს, მასში  ხარისხიანი საწვავი უნდა ჩაისხას.

საწვავში მხოლოდ სმა-ჭამა არ იგულისხმება. ინფორმაცია, ემოცია, ფიზიუკური აქტივობა…. ყველაფერი ახდენს სხეულზე გავლენას. სხეული ეს რუკაა. არასწორი კვება, ემოციური მდგომარება და უმოძრაობა ტკივილით ან ენერგეტიკული ბლოკებით აისახება.

სხეულის ტკივილი და ემოციური მდგომარება შეკრული წრედია.

ბუნებრივია, სხეულის  არაკომფორტულობა  შესაბამის არასასიამოვნო ემოციას იწვევს და ის  სხეულში ბრუნდება.  ისევ ტკივილი, ისევ ემოცია….

ემოციით თუ ფიზიკური მოძრაობით❓

საიდან უნდა დაიწყო შეკრული წრედის გარღვევა❓

ცნობილი ქოუჩი, ტონი რობინსი ამბობს: მოძრაობა ქმნის ემოციას.

ჩემი მოსწავლეების და პირადი  გამოცდილებით, 20 წთ მზის მისალმება, სურია კრია ან ნებისმიერი სხვა გაწელვების კომპლექსი, სულ სხვა ემოციებს იწვევს და შესაბამისად სხეულსაც ათავისუფლებს არასასურველი ბლოკებისგან.

განსაკუთრებით დღეს ემოციური ფონი ძალიან მაღალია. შიში, ბრაზი და იმედგაცრუება ერთმანეთს ცვლიან და სხეულში კვალს ტოვებენ.

დღეს,  როგორც არასდროს საჭიროა მოძრაობა და სხეულისათვის მაღალ ხარისხიანი საწვავის მიწოდება.

იმოძრავე, შეასრულე მედიტაცია, იკვებე სწორად და გაიხანგრძლივე სიცოცხლე.

ყველა ქაოსისა და ღრუბლების მიღმა დგას მზიანი ამინდი. მის აღსაქმელად  ენერგია და ახალი ხედვა დაგჭირდება.

მოდი  იყოს შენი ცხოვრება ყოველდღიური გამარჯვება!

აქციე   შენი დღე, კვირა, თვე და წელი პოზიტიური და ენერგიული.

და საიდან დაიწყებ? რა თქმა უნდა დილიდან და იყავი მზად დღის ბოლოს გამარჯვებული შეხვდე არა შენს თავს,  არა ცხოვრებას, არამედ შენს შინაგან ძალას.

🔆 დილით, გაღვიძებისას ხელები ერთმანეთს გაუსვი კარგად გააღვიძე მერიდიანები  და ხელის წრიული მოძრაობით სახის მასაჟი გაიკეთე.  ყოველთვის ქვემოდან ზემოთ ამოძრავე თითები.

🔆 სანამ საწოლიდან ადგები გააკეთე გაწელვები,

🔆 მომდევნო ეს არის პირადი ჰიგიენა, აქ დაუთმე დრო პირის ღრუს გასუფთავებას, რადგან ღამის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ბაქტერიები იყრის თავს.  ენის და პირის ღრუს გასუფთავება, დილის რიტუალის განუყოფელი ნაწილია.

დილიდან სისხლის მიმოქცევა უნდა გააქტიურდეს და მასაჟი ამ დროს ძალინ კარგია.

თუმცა დილით მასაჟისტი ცოტა რთული მოსაძებნია, მითუმეტეს თუ შენი დილა ძალიან ადრე იწყება.

არაუშავს, აქვე მე გასწავლი სწრაფ და ეფექტურ მასაჟის ტექნიკას,

გამოიყენე ნუშის ზეთი.

დაიდე ძირს პირსახოცი და ტერფებში ნუშის ზეთი შეიზილე, შემდეგ კი ტერფების მონაცვლეობით მასაჟი გაიკეთე,  თავიდან ეს ძალიან სასაცილოდ გამოდის თითქოს წერო ხარ, მაგარამ საბოლოო ჯამში ესეთი მასაჟს  მთელი სხეულის დამასაჟების ეფექტი აქვს.

გააქტიურებს სისხლის მიმოქცევას,  ნუშის ზეთს აქვს დამიწების ეფექტი, რაც მთელი დღის განმავლობაში შეგაგრძნობინებს საკუთარ თავს.

🔆 მასაჟის შემდეგ მიიღე შხქპი, თუ ცივ შხაპს მიიღებ, სისხლის მიმოქცევას გააძლიერებ და დღის განმავლობაში მართლაც დაუმარცხებელი გახდები.

იმისათვის რომ დილით ეს რიტუალები სრულყოფილად შეასრულო, ძილის წინ მაქსიმალურად  შეძელო მოდუნება და აქაც ერთი- ორი სასიმოვნო  რიტუალი დანერგე.

ენერგიული დილა, მშვიდი საღამოთი იწყება 

საღამოს სასიმოვნო რიტუალები  დაგეხმარება, დღისით მიღებული სტრესის სხეულიდან მოშორებაში.

🔆 ყოველთვის დაწექი ერთსა და იმავე დროს,  დაწოლამდე  დაუთმე საკუთარ თავს მინიმუმ  30 წთ,  შემდეგ ეს პროცესი ისე მოგეწონება 🙂  1სთ გამონახავ ამისთვის,  რადგან შენი ცხოვრების ხარისხი საოცრად გაუმჯობესდება.

🔆 მომდევნო ნაბიჯი გაწელვის   რიტუალია, შეასრულე  15 წთ მაინც.  მთელი დღის განმავლობაში უმეტასად  ვზივართ,  რაც კუნთებს ძალინ ადუნებს, ან სტრესი გვაქვს და კუნთებს ჭიმავს და საბოლოო ჯამში კუნთებისა და სახსრების ტკივილამდე მივყავართ.
ამიტომ გაწელვები ან დინამიური კუნდალინი იოგის ვარჯიშები, როგორიც არის სპაინალ ფლექს, შოლდერ ტვისტ და სხვადასხვა პრანაიმა სტრესს  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოწურავს სხეულიდან.

🔆 მომდევნო ნაბიჯი მედიტაცია ან მანტრაა, 3-7-11 წთ უკვე საკმარისია სხეული იგრძნო და გააცნობიერო როგორ დუნდება და ემზადება მშვიდი ძილისათვის.
🔆 კარგი იქნება ასევე თბილი,  ნებისმიერი ეთეროვანი ზეთი შეიზილო სხეულში წრიული მოძრაობით.
დღეს არის ისეთი ზეთები, რომელსაც იმდენად კარგად იწოვს კანი, ჩამობანაც არ სჭირდება.

ზეთი ჯერ ხელზე გაათბე და შემდეგ დაიწყე ტერფებიდან მუხლების მიმართულებით შეზელა წრიული მოძრაობით. შემდეგ ფეხების ზედა ნაწილი, მუცელი, ხელები, მკლავები და კისერი. დააკვირდი რომელ სურნელს აქვს შენზე დამაშვიდებლი ეფექტი, იყავი დამკვირებელი და  ცნობისმოყვარე, შეისწავლე საკუთარი თავი.

🔆 საღამოს კარგია ესევე თბილი წყლის აბაზანა. წყალი კარგად ადუნებს სხეულს, ჩამორეცხავს დარჩენილ სტრესს და დღის განმავლობაში კანზე დაგროვილ მავნე ნივთიერებებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეელზე ზრუნვა, ჯანმრთელი სხეული ეს არის მენტალური ჯამრთელობის საწინდარი. იქ, სადაც ჯანმრთელი სხეული და ჯანმრთელი სულია ვირუსისა და სხვა ნეგატივის ადგილი უბრალოდ არ არის.

✍ მომდევნო სტატიებში მე განვიხილავ  სავარჯიშოებს, რომელიც აბალანსებს და წესრიგში მოჰყავს ნერვულის სისტემა.

მოგეწონა ჩვენი ბლოგი, გააზიარე  და შევაგრძნობინოთ რაც შეიძლება ბევრს ადამიანს სიხარული ყოველდღე. https://lotusi.ge/

სატ ნამ 🙏

მარინა კვატაია

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე  „ლოტუსის“ – (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

ნანახია:(664)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა ამ ცოდნას ფლობ, შენი ცხოვრების ნამდვილი დედოფალი ხდები

ქალი — სიუხვის, ბედნიერების, სიხარულისა და წარმატების წყაროა…  თითოეული ქალი ლამაზი და უნიკალურია, თუმცა ბევრს ამის აღმოჩენა სჭირდება… თითოეულს შეუძლია იყოს


როგორ შევეჩვიოთ დღე-ღამეში 4-5 საათიან ძილის რეჟიმს

ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვისა და პროდუქტიულობისთვის დღე-ღამეში 8 საათი ძილი რომ გვჭირდება, ყველამ ვიცით. ზედმეტია იმის შეხსენებაც, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად, დასვენება


„მე ვიცნობდი ღმერთს“ — დინა მირცხულავა

მე ვიცნობდი ღმერთს. მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოში იჯდა. მუყაოს ყუთზე მზესუმზირა და გოგრის გარჩეული გული დაეწყო და ჰყიდდა. მოხუცი და დალეული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<