სწორი რაკურსიდან დანახული გზა, გამოსავალი…. | Jolo.ge


სწორი რაკურსიდან დანახული გზა, გამოსავალი….

სწორი რაკურსიდან დანახული გზა, გამოსავალი….

…“არაფერი ჯობია თუ რაიმე?“
აი ასეთი კითხვით მომმართა მსმენელმა და მისი დიდი წყლიანი თვალები სავსე იყო იმ სათქმელით და ემოციით , რომელიც ვერ მოახერხა ზემოთ ხსენებულ სიტყვებში ჩაეტია

1 .არაფრიდან, ანუ ცარიელი ფურცლიდან გაცილებით მარტივია შექმნა რაც გინდა, რადგან არც ერთი არსებული მოცემულობა არ გიშლის ხელს იმაში, რომ რაც გინდა ის გამოგივიდეს
ანუ…
ვისაც არ გაქვთ სამსახური, ბიზნესი, პირადი ცხოვრება, ფული, სახლი….ან სულ ახლა ხანს დაასრულეთ ურთიერთობების სერია და დღეიდან „თავისუფალ“ ადამიანად მიიჩნევით — ამ კუთხით თქვენ მოსალოცად გაქვთ საქმე

2. რაიმეს გადაკეთებას რაც შეეხება, როცა არსებულისაგან უნდა შექმნა სხვა რელაობა, ამასაც აქვს თავისი დიიიიდი დადებითი: 1.გამოცდილება; 2.ძალიან ხშირად გადაკეთების მომენტში იქმნება შედევრები და კრეატიულობის ზენიტში მყოფი პროდუქტები….
ასე რომ, ვისაც გიწევთ პირადი ცხოვრების გადახალისება, საკუთარი სხეულისაგან — ახალი, გამძლე, ჯანმრთელი, ლამაზი სხეულის შექმნა, მოსაწყენი სამსახურის გარდაქმნა საინტერესოდ…. ამ კუთხით თქვენ გაგიმართლათ

როგორც ხედავთ „არაფერი და რაიმე“ ერთმანეთს ასწრებენ, თქვენთვი მომგებიანი პოზიციების შექმნაში
ანუ, საქმე ისევ ხედვაშია — უფრო სწორედ თქვენი ხედვის რაკურსში
სწორი რაკურსიდან დანახული, ყოველთვის მოჩანს გზა, გამოსავალი….
როცა გამოსავალს ვერ ხედავთ, წინსვლის სურვილი ქრება და ის ძალიან მოდური და მოთხოვნადი „მოტივაცია დე მოტივაციის“ საკითხები სწორედ ამ დონეზე წყდება — თქვენი ხედვის რაკურსის დონეზე😃😃

ნუ მოიწყენთ და ნუ აიჩემებთ, რომ რა გეშველებათ პოზიტიური ხედვის რაკურსი რომ არ გაქვთ თავისით ჩართული?…
თქვენ ხომ არ ქმნით ტრაგედიას იმის გამო, რომ არ იცით მაცივრის შეკეთება და ამის გამო არც უმაცივრობით ზარალდებით 

მიგულეთ თქვენს გვერდით — რაკურსების შეკეთების ხელოსანი ხათუნა მუზაშვილი
და სურვილის შემთხვევაში, რა საკვირველია ამის სწავლაც შესაძლებელია…

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(97)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარსული არ უდრის მომავალს — მოხუცი ქალბატონის ნახატებით გაოცებულები

ერთმა მოხუცმა ქალბატონმა თავისი ნახატების გამოფენა მოაწყო. მნახველთა გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ყველას მოსწონდა მოხუცის ნახატები და გაოცებულები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „თქვენ


„ამ «წრეზე» ცხოვრება, არის სწორედ რომ გასაღები ისეთი ცხოვრების, სადაც არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა“

…არ არსებობს მდგომარეობა , საიდანაც არ არსებობს გამოსავალი 🙂 უბრალოდ… ხშირად ეს გამოსავალი არ გვაწყობს ან არ გვაწყობს რომ დავინახოთ…


 თქვენ შეუძლებელი შეძელით!

გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე და მიაღწიოთ იმას, რაც თქვენი პოტენციალის მაქსიმუმს წარმოადგენს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. ამაზე ოცნებას, ალბათ, ძალიან ცოტა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*