სწორი კითხვების ხელოვნება — იმისთვის რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ! | Jolo.ge


სწორი კითხვების ხელოვნება — იმისთვის რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ!

სწორი კითხვების ხელოვნება — იმისთვის რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ!

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანს ეხმარება ცხოვრებისეული სიტუაციებიდან სწორი დასკვნები გააკეთოს და პრობლემის ნაცვლად დაინახოს შესაძლებლობა, შეცდომის ნაცვლად კი გაკვეთილი.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრების გზაზე გვხვდება ჩვენი მასწავლებელია.

ისინი, ვინც მოგვწონს და ვისაც ვბაძავთ და მით უმეტეს, ისინი, ვინც გვაწყენინა, დაგვჩაგრა, უსუსურად გვაგრძნობინა თავი, მოგვატყუა, არ დაგვიფასა, გული გვატკინა, გვიღალატა, გვეუხეშა… ყველა ჩვენი მასწავლებლები არიან და მადლობის მეტი რა გვეთქმის მათთვის.

ისინი მიგვითითებენ ჩვენს იმ თვისებებსა და შეხედულებებზე, რომლებიც უნდა შევცვალოთ თუ გვინდა, რომ ჰარმონიულად ვიცხოვროთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

ეს კითხვები მრავალფეროვანია, მთავარია ის პოზიტიურად იყოს ფორმულირებული და შეიცავდეს ტვინისთვის მოქმედების, აზროვნების სიგნალს. მასზე პასუხი არ უნდა იყოს დიახ ან არა.

მაგალითად, რა უნდა გავიგო ამ სიტუაციიდან?

რას მასწავლის ეს შემთხვევა?

რითი მოვიზიდე ეს ჩემს ცხოვრებაში?

რა უნდა შევცვალო ჩემში იმისათვის, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს?

მე რა სარგებელს მაძლევს ეს სიტუაცია?

თუ ცხოვრებაში რაიმე არ გამოგვდის, ეს ან იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის ასე სჯობს ანდა ეს ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობების „დამსახურებაა“.

შინაგანი წინაღმდეგობა ეს არის ბლოკები, რომლებიც ხელს გვიშლიან, ამა თუ იმ სურვილის განხორციელებაში გარკვეული მოსაზრებების გამო.

ამ შემთხვევაშიც ძალიან სასარგებლოა მოვუსმინოთ საკუთარ თავს და დავუსვათ კითხვები:

რა მოხდება თუ მე ამას გავაკეთბ?

რა მიშლის ხელს?

რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგა, რომ ეს გავაკეთო?

ვინ შეიძლება ამაში დამეხმაროს?

რა შეიძლება მოხდეს ცუდი, თუ მე ამას გავაკეთებ?

თუ შინაგანი წინააღმდეგობა გვიჩნდება, მაშინ უნდა ჩავუღრმავდეთ, გავაანალიზოთ, რა გვიშლის ხელს. მიზეზის პოვნა უკვე 50 პროცენტით საქმის გამოსწორებას ნიშნავს. რაც შეეხება იმის საბოლოოდ შეცვლას, რაც გვიშლის ხელს ამისთვის არსებობს უამრავი ტექნიკა, სავარჯიშო, ტარდება ონლაინ ვებინარები და შეხვედრები, მათ შორის უფასოც, ტრეინინგები…

საბედნიეროდ, უკვე ჩვენთანაც არიან პროფესიონალებიც, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს საკუთარი ცხოვრების შეცვლაში, თუ ისინი ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

საერთოდ კი ეს არც ისე რთულია. თუ ადამიანს ნამდვილად სურს გაერკვეს და არ გაურბის სიმართლეს, სწორი პასუხების დასმით ის აუცილებლად მივა საკუთარი წარუმატებლობის თუ სხვა პრობლემის მიზეზამდე.

მაგრამ თუ მას სურს ისევ სხვებს გადააბრალოს ყველაფერი და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში ეძებოს პასუხები კითხვას სვამს ასე:

რატომ მიშლის ყველა ხელს?

რატომ ვცხოვრობ ამ უბედურ ქვეყანაში?

რატომ ვცხოვრობ მაინცა და მაინც ასეთ ცუდ დროს?

რატომ ვარ ასეთი უიღბლო?

და ყველას დამნაშავედ თვლის თავის უბედურებაში — მთავრობა ხელს არ გვიწყობს, მშობლებმა ფული არ დამიტოვეს, ბიძაჩემმა სამსახური არ მიშოვა, მეზობელმა დამთარსა … ამით ის მხოლოდ აფიქსირებს, რომ მასზე არაფერია დამოკიდებული და ის რჩება სამუდამო მსხვერპლად. თუმცა, თუ ბოლომდე გულახდილად შევაფასებთსიტუაციას, დავინახავთ, რომ ესეც მისი არჩევანია — გადააბრალოს სხვას, იცხოვროს სხვისი ჭკუით და იყოს მსხვერპლი.

თუ გინდათ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, დააკვირდით თქვენს აზროვნებას და მეტყველებას. რას ფიქრობთ, როცა რაიმე არ გამოგიდით?

ჩაიწერეთ თქვენი ის აზრები, რომლებიც აჩვენებენ თქვენი აზროვნების მიმართულებას და საღამოს გააანალიზეთ — რა როლში იყავით დღის განმავლობაში — მსხვერპლის, ბრალმდებლის თუ ადამიანის, რომელიც სწორ კითხვებს უსვამს საკუთარ თავს და გამოაქვს სწორი დასკვნები.

P.S. ფრაზა ყველაფერი სხვისი ბრალია შეიძლება კიდევ არ იყოს იმდენად საშიში, როგორც ფრაზა — ყველაფერი ჩემი ბრალია. ის, რომ ყველაფერი ჩვენშია სრულიად არ გულისხმობს, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე. არა, ჩვენ ვპოულობთ, რა გვავს შესაცველი და ვცვლით! სულ ეს არის.

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(3480)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ამ «წრეზე» ცხოვრება, არის სწორედ რომ გასაღები ისეთი ცხოვრების, სადაც არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა“

…არ არსებობს მდგომარეობა , საიდანაც არ არსებობს გამოსავალი 🙂 უბრალოდ… ხშირად ეს გამოსავალი არ გვაწყობს ან არ გვაწყობს რომ დავინახოთ…


დაუჯერეთ გულს, რომელიც გეუბნებათ, ის რასაც ეძებთ — უკვე გაქვთ, უკვე ხართ

როცა გონება გეუბნებათ, რომ რაღაც მცირე გჭირდებათ და ამის შემდეგ იქნებით სრულყოფილი და ბედნიერი, გახსოვდეთ ეს გონების ხაფანგია. დაუჯერეთ გულს,


დღე რომ პოზიტიური იყოს — მარინა კვატაია

დღე რომ პოზიტიური იყოს არ არის საკმარისი დილით კარგ ფეხზე ადგე, დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გაატარებ დღის პირველ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<