სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი | Jolo.ge


სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი

ბაშვობიდან გვაჩვევდნენ „ასჯერ გაზომე და ერთხლ გაჭერიო“ და ეს შეხედულება მტკიცედ ჩაჯდა, როგორც სხვა დანარჩენი. თუმცა ვხვდებოდი, რომ ხშირად არ ამართლემდა. პირველად, სწრაფი გადაწვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ნ. ჰილის წიგნში წავიკითხე, რამაც დაანგრია მითი ზემოთხსენებლ შეხედულებაზე.

ერთხელ ახალგაზრდა, რიგითი ჟურნალისტი, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთან დეილ კარნეგთან მივიდა ინტერვიუს ასაღებად. „ფოლადის მაგნატმა“ ინტერვიუს დასასრულებისას შესთავაზა – ხომ არ შეუდგებოდა ჟურნალისტი მასალის შეგროვებას და მსოფლიოში წარმატებული, უმდიდრესი ადამიანების ისტორიებზე დაყრდნობით, წიგნის წერას.

ნ. ჰილი დაფიქრდა და რამდენიმე ხანში უპასუხა -„დიახ“

რამდენად, გაკვირვებული დარჩა ჰილი, როდესაც დეილ კარნეგმა მოუწონა სწრაფი გადაწყვეტილება და პასუხი გასცა 30წმ-ში. თურმე “ფოლადის მაგნატი“  წამებს ითვლიდა სხვა ჟურნალისტებთანაც, რომლებსაც მანამდე შესთავაზა წიგნის დაწერის იდეა.  სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა წარმატებისთვის.

შემდეგი გამოწვევა ჰილისთვის აღმოჩნდა – ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტი არ მიიღებდა დაფინანსებას მილიარდელისგან, წიგნი უნდა დაეწერა და გამოეშვა თვითონ. ერთადერთი, რაშიც დახმარებას გაუწევდა – 500 უმდიდრეს ადამინიებთან მისასვლელ კარებს გაუხსნიდა.

ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ნ. ჰილი წერდა წიგნს „იფიქრე და გამდიდრდი“ 25 წელიწადი, ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, მას მეტწილად ისე უჭირდა, რომ საჭმლის ფულიც არ ჰქონდა. წიგნი გამოსვლისთანავე, იქცა ბეტსელერად და მან გაზარდა  ასობით ათასი მილიონერი და მილიარდერი, რომელსაც დღეს ითვლის მსოფლიო ( დღეს მსოფლიოში 11,97 მილიონი მილიონერია. წყარო: ინეტი).d

როგორც ვთქვით, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილები მიღების უნარი — ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა წარმატებისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ეს გათვითცნობიერებული. ზოგიერთი, საერთოდ არ იღებს გადაწყვეტილებებს, ზოგი მარტივად გადადებს მომავლისთვის… ყოველ შემთხვევაში, არც ერთი მათგანი, ხელს არ უწყობს ადამიანს ცხოვრების ახალ ხარისხში გადასვლას. თავი რომ ავარიდოთ დილემას «გავაკეთო» თუ «არ გავაკეთო» , უნდა ვისწავლოთ და განვავითაროთ გადაწყვეტილების მიღების უნარი და ეს, სრუელებით შსაძლებელია.

გთავაზობთ 5 რჩევას, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩქარა და  რამდენადაც შესაძლებელია გააზრებულად:

1. შეწყვიტეთ, სრულყოფილი გადაწყვეტილების ძიება

წარმატებული ადამიანი უპირატესობას მიანიჭებს,  80% -ით დროზე  ადრე შესარულეულ პროექტს, ვიდრე 100% მზას და ხუთი წუთით დაგვიანებულს. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებლის გაკეთებას არვინ ითხოვს. ადამიანი ვისაც გამომუშავებული აქვს გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, დარწმუნებულია –  ფრთები აფრენისას შეესხმება.

2. იყავით დამოუკიდებელი

წარმატებული ადამიანი თავისუფალია. როგორც წესი, მსგავსი ადამიანი გარშემო იკრიბავს ჭკვიან, გონიერ და საუკეთესო პროფესიონალებს. მათ ეკითხება აზრს. მაგალითად, წარმატებული ადამიანი პროფესილონალს იმას კი არ ეკითხება: «რა გავაკეთო?» არამედ, კითხვა ისმის შემდეგნაირად: «თქვენ რას ფიქრობთ ამ საქმესთნ დაკავშირებით?» მოუსმინეთ ექსპერტებს, პროფესიონალებს, გაითვალისწინეთ მათი აზრი, მიიღეთ გადაწყვეტილება და იმოქმედეთ დაუყონებლივ.

3. გათიშეთ გონება

განათდა გონებაში“, თითქოს „ნათურა აინთოო“… მსგავსი მოვლენა ნაკლებად შეგემთხვევათ, თუ კონცენტრირებული იქნებით და ინერვიულებთ გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს იმას ჰგავს: ცდილობ გაიხსენო მსახიობის სახელი, რომელიც „ენის წვერე გადგას“ და რამდენიც არ უნდა დაძაბო გონება ვერაფერს იხსენებ, არადა საკმარისია სხვა რამეზე გადერთო – უცებ გაგონდება. თუ მსგავსი რამ ხდება, საჭიროა ცოტა ხნით გათიშოთ გონება ან გადაერთოთ სხვა საკითხზე. ამ დროს, ტვინს აძლევთ იმის უფლებას, რომ მის ბაზაში არსებული მასალა დაასკანეროს და საჭირო მოთხოვნა ამოაგდოთ.

4. პრობლემას კი ნუ გაარჩევთ, გადაწყვიტეთ

სწორად მიღებული გადაწყვეტილება, ხსნის პრობლემას. თუმცა, ყველა პრობლემა გადაწყვეტილების მიღებით არ გვარადება.  ერთადერთი, სწორი არჩევანი შეიძლება გაკეთდეს ინტუიციის ნდობით, ვიდრე გაანალიზებით.

მაგალითად, არსებულ ბაზარზე მომწოდებლის სწორი შერჩევისთვის აუცილებელია ბაზრის კვლევა, კომპანიაზე გამოხმაურებების გაცნობა, ფასებში გარკვევა… თუმცა საბოლოო პასუხი «კი» ძალიან ხშირად ეფუძვნება შეგრძნებებს — სწორი არჩევანი უნდა შეიგრძნოთ.

5. ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება

ადვილად შესაძლებელია, ინტუიციურად მიღებული გადაწყვეტილება არასწორი აღმოჩნდეს. ეს გამორიცხული სულაც არ არის, მაგრამ უნდა შეძლოთ აღიარება და გამოსწორება. უკეთსეია,  აღიარება შეგეძლოთ, ვიდრე მთელი ცხოვრება გადაწყვეტილებების მიღების გეშინოდეთ.

გისურვებთ წარმატებებს! რაციონალური აზროვნების და ინტუიციის ბალანსს!

მოგეწონათ თემა?

გაუზიარეთ მეგობრებს

თემა მოამზადა: წარმატების ექსპერტმა

თამარ კვარაცხელიამ

წყარო: პიროვნული ზრდის სამყარო

ნანახია:(1225)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი… “

ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე — ეს არის შიში, რომელიც საკუთარი თავის არ ცოდნიდან და ყალბი, შაბლონური რწმუნებულებებიდან იღებს სათავეს. ეს


 წარმატებული დღის 7 პირობა მულტიმილიონერებისგან

წარმატებული დღე წარმატებული ცხოვრების ერთ-ერთი საწინდარია, რადგან თუ თქვენ იცით როგორ წარმართოთ დღე სწორად მაშინ არ გაგიჭირდებათ დაგეგმოთ მომავალი წარმატება. 


6 გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ ცხოვრებაში

ადამიანის ბუნების განუყოფელ ნაწილს შეცდომების დაშვება წარმოადგენს. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, ვვითარდებით და ვყალიბდებით ისეთ  პიროვნებად როგორებიც ვიყავით, დღეს ვართ ან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*