„სწორედ რომ ახლა დადგა ამის დრო ….“ | Jolo.ge


„სწორედ რომ ახლა დადგა ამის დრო ….“

„სწორედ რომ ახლა დადგა ამის დრო ….“

ერთხელაც,
გაიღვიძებ,
დილით ადრე,
მაშინ როცა ქალაქს, ჯერ კიდევ, ღრმა ძილით სძინავს…

გახვალ საზარეულოში შიშველი ფეხებით, ჩვეულად დალევ ერთ ჭიქა თბილ წყალს ლიმონით და ერთი კოვზი თაფლით, ადრე სადღაც წაიკითხე თუ გითხრეს რომ სასარგებლოა .
დაიჯერე და წლებია ასე აკეთებ.

იქვე თითს დააჭერ ყავის მოსახარშს და ახალად დაფქვილი მარცვლების არომატი შეოგეფეთება სასიამოვნო არომატად.
გახვალ აივანზე
და მწარე ყავის გემო აშლის შენში თავისფლების მოგონებებს!

გასცქერი ქალაქს, სადაც ამდენი წელი იცხოვრე და
მოულოდნელად, თავში გაგიელვებს ფიქრი
— „უნდა წავიდე, სადმე, შორს, ახლავე,.. დიახ, ახლავე თორემ მერე გადავიფიქრებ“
და მყარად გადაწყვეტ — „ სწორედ, რომ ახლა დადგა ამის დრო….“

საყვარელი ქალაქის აციმციმებილ ხედს დააყოლებ
ფინჯანში ჩარჩენილ ყავის ბოლო წვეთს და
მთელი არსებით შეიგრძნობ — მოსალოდნელი თავისფლების ნეტარს!
საით? ზღვისკენ, ტალღებისკენ, სასწაულებისკენ, გაურკვევლობისკენ, გაოცებებისკენ…

ახლავე,
პირველივე რეისით….

მოგაგონდა ჩემოდნის ადგილსამყოფი,
სასწრაფოდ გადმოგაქვს და აჩქარებული ტემპით ყრი
— შორტებს, მაისურებს, ორი საყვარელი ჯინსი საკმარისია, უსაყვარლეს თეთრ კედებს, სანდლებს…
და საერთოდ, არც გახსოვს კოსმეტიკა.
კბილის პასტას, რადენიმე წიგნს, რომლის წასაკითხად ვეღარ გამონახე თავისუფალი დრო,
საფულეში გადაამოწმებ საკრედიტოს,
ჩააგდებ მსუბუქ ზურგჩანთაში კალამს, წიგნაკს…
ჰოო მართლა, წყვილი და საცურაო კოსტიუმი აუცილებლად იპოვის ადგილს ჩემოდანში.

დარეკავ…. ეტყვი მისამართს..

ჩუმად, სიჩუმეში, უჩუმესად გახვალ სახლიდან,
არ ტოვებ ბარათს..
სინანულის ნატამალიც არსად ჩანს
და გაიფიქრებ: რა კარგია რომ ის საყვარელი ფისო არ იყიდე…
სასწაულად საყვარელი კი იყო, მაგრამ კიდევ კარგი.. დიდი მადლობა, არ მინდა… და ახლა ვხვდები, რატომაც….

ჯერ კიდევ მძინარე ქალაქის ეზოში, მოლოდინით შორეთს ხარბად ჩაისუნთქავ
და დაელოდები ტაქსს აყვავებულ ფიჭვის ქვეშ.
იქვე სკამია, მაგრამ არც გიფიქრია ჩამოჯდომა,
ახედავ ქალაქის მდუმარე ცაზე რამედნიმე ცალ მჟუტავ ვარსკვლავს…

ქალაქი საიდანაც, იმედოვნებ, დიიიიიიიიდი ხნით წახვალ…
გამომშვიდობების დრო დადგა უცაბედად.
და ემშვიდობები ყოველნაიარი სინანულის გარეშე.

მეგობრებს მისწერ „ჩემო კარგებო შეხვედრამდე, მე კარგად ვარ, ძალიან კარგად“.
მას? მას არ მისწერ! დარჩეს ის მხოლოდ, რაოდენიმე ფოტოდ მოუნიშნავად, სადღაც იქ გულის გულის ჯიბეში, ნისლში და ვარსკვლავებში, მძინარე ქალაქში, მისი სურნელით და ტემბრით, საერთო მუსიკით, წარსულით და მოგონებებით,
იმ ყველაფრით, რასაც უბრალოდ, უკვე, ვეღანაირად წაშლი.

სულ გინდოდა
და აი,
თუ გადაწყვიტე გაურკვევლობაში გადადგა ნაბიჯი, მაშინ მზად ხარ
ახალი,
ძლიერი,
საოცარი,
სასწაული სასწაული მოხდეს,
და ჯადოსნური სიახლეები შემოუშვა შენს ცხოვრებაში!

— აეროპორტში, თუ შეიძლება, და რაც შეიძლება სწრაფად…

სიყვარულით და მადლერებით
თამარ კვარაცხელია

ნანახია:(88)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დღევანდელი ნუდისტი მწვანე კონცხის პლაჟზე

„ამასწინათ ბათუმში 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟის არსებობის შესახებ ვწერდი. ეს ამბავი ნაჩვენებია იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უცხოელებს გადაუღიათ საბჭოთა აჭარაში.


„ხელოვნება… სულით ავადმყოფთა თავშესაფარიც არის“

  „საოცარია ხელოვნება – მხოლოდ მას შეუძლია მოითმინოს და შეიფაროს სულით ავადმყოფთა მრავალმილიონიანი არმია, კაცობრიობის თითქმის მესამედი. განა სხვა რომელიმე


გათავისუფლებ – ჩემი დახმარებით შენ ღმერთს პოულობ!

მოძღვარი – ადამიანია, რომელიც ღმერთთან მიახლებაში გვეხმარება – იგი ხიდია ჩვენვის. მაგრამ ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება ხიდზე იდგე! შეუძლებელია,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*