«სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული»… | Jolo.ge


«სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული»…

«სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული»…

მედიტაცია არის იმის გაცნობიერება, რომ თქვენ არ ხართ გონება. როდესაც უფრო და უფრო ღრმად გააცნობიერებთ ამას, ნელ-ნელა დადგება სიჩუმის, ცარიელი სივრცის, გამჭვირვალობის მომენტები. მომენტები, როდესაც არაფერი აღიძვრება თქვენში და ყველაფერი მშვიდია. ამ სიმშვიდის დროს გაიგებთ ვინ ხართ და განჭვრეტთ არსებობის იდუმალების არსს. 

გონება არ არის ის, რაც არსობრივია ადამიანისათვის. ის ვერასდროს გახდება თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა. მედიტაცია კი ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც დავკარგეთ.

ის დაკარგული სამოთხეა, რომლის უკან დაბრუნებაც შეგვიძლია.

ჩახედეთ თვალებში პატარა ბავშვს, ჩახედეთ და დაინახავთ უძირო სიჩუმეს, უცოდველობას. ყველა ბავშვი მედიტაციური მდგომარეობიდან მოდის, მაგრამ ის საზოგადოების წევრად იზრდება — მას ასწავლეს როგორ იფიქროს, როგორ გამოთვალოს, როგორ იაზროვნოს, როგორ იკამათოს. მან უნდა იფიქროს სიტყვებით, ენის საშუალებით განახორციელოს აზროვნების აქტი. იფიქროს კონცეპტებით და თანდათან ის კარგავს კავშირს მის მიამიტობასთან, ბავშვურობასთან. ხდება საზოგადოებით ინფიცირებული…

ამის გამოსასწორებლად დაკარგული სამოთხის დაბრუნებაა საჭირო. თქვენ ამ ადგილს ადრეც იცნობდით, ამიტომ როდესაც პირველად შეხვალთ მედიტაციურ მდგომარეობაში გაკვირვებული დარჩებით — დაგრჩებათ მშვენიერი გრძნობა იმისა, რომ მას უკვე იცნობდით და ეს განცდები ნამდვილია.

თქვენ მართლაც იცნობდით მას, მაგრამ დაგავიწყდათ. ბრილიანტი ნაგვის გროვაში დაიკარგა, მაგრამ თუ მოძებნით, ისევ შეძლებთ მის პოვნას, რადგან ის თქვენია და სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული.

ოშო 

ნარინჯისფერი წიგნი

თბილისში არის ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან და მედიტაციებსა და სხვადასხვა ენერგეტიკულ პრაქტიკებს ეცნობიან. LD მედიტაციის ცენტრი —  ბავშვობაში გაბრუნებს 🙂 

სამშაბათი

პარასკევი

შაბათი

კვირა

19:00 სთ, ყიფშიძის 9

სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდი აქ 👉 https://bit.ly/2lWOudh

ნანახია:(3367)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შენ რომ ბედნიერი იქნები — უამრავი რამის სასიკეთოდ შეცვლა შეგიძლია“…

…როგორ ფიქრობთ, ვის რა მოაკლდება თუ თქვენ ბედნიერი არ იქნებით? არა…. ვერ დაგეთანხმებით…..ამიტომ მოდით განვმარტოთ  თუ თქვენ ბედნიერი არ ხართ,


«დედოფლობის სამი დონე» – ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

❤ როგორ უნდა გააძლიეროთ ოჯახი, ისე, რომ არ დაკარგოთ ძალები? ❤ როგორ უნდა შეინარჩუნოთ ბალანსი და ჰარმონიული მდგომარეობა? ❤ როგორ


მან დაამარცხა „ბედისწერა“ — შეგიძლია შენც !

„ამას შენ იმიტომ გიყვები, ხოო…შენ! რომ დაიმახსოვრო: – შენც შეგიძლია!“ – ამბობს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი და იმ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელმაც „ბედისწერა“


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<