სულის გაკვეთილი — თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა… | Jolo.ge


სულის გაკვეთილი — თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა…

სულის გაკვეთილი — თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა…

მრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ სულები და თავიანთი მომდევნო ცხოვრებისთვის გაკვეთილს ირჩევდნენ. ამ დროს, წამოდგა თამამი და ძლიერი სული:

-მე მივდივარ დედამიწაზე, რათა ვისწავლო პატიება. ვის შეუძლია ამაში, ჩემი დახმარება?

სულები თანაგრძნობით და ცოტა შეშინებულები  ალაპარაკდნენ.

– ეს იქნება ურთულესი გაკვეთილი შენთვის…  შეიძლება, ერთ სიცოცხლეში, ვერც კი მოახერხო ეს… იცი, დაიტანჯები… ძალიან გვეცოდები… მიუხედავად ამისა,  გვიყვარხარ და ჩვენ დაგეხმარებით…

ერთ-ერთმა სულმა უთხრა: „მზად ვარ  დედამიწაზე ვიყო შენს გვერდით და დაგეხმარო. მე გავხდები შენი ქმარი, ჩვენ ოჯახურ თანაცხოვრებაში წარმოქმნილი უამრავი პრობლემა, იქნება ჩემი ბრალი, შენ კი ამ დროს ისწავლი პატიებას“.

მეორე სულმა ამოიოხრა: „მე შემიძლია გავხდე ერთ-ერთი შენი მშობელთაგანი, უზრუნველყოფილი გექნება ჩემგან მძიმე ბავშვობა, წამოიზრდები თუ არა, მუდმივად ჩავერევი შენს ცხოვრებაში და შეგიშლი ხელს საქმეებში, შენ კი ამით ისწავლი პატიებას“.

მესამე სულმა წარმოთქვა: „მე გავხდები ერთ-ერთი შენი უფროსთაგანი და ძალიან ხშირად მოგექცევი არასამართლიანად და დაგამცირებ, რათა  შეიგრძნო ტკივილი და შეძლო პატიების სწავლა“.

კიდევ, რამოდენიმე სულმა გამოთქვა მასთან შეხვედრის სურვილი, გაკვეთილის გასამყარებლად…

მაშ ასე, თითოეულმა სულმა აირჩია თავისი გაკვეთილი, გადაანაწილეს როლები, მოიფიქრეს ცხოვრების ურთიერთკავშირის გეგმა, სადაც ისინი ერთმანეთს ასწავლიდნენ და მიმართავდნენ სულს,  არჩეული მისიის განსახორციელებლად.

სულები დედამიწაზე დაეშვნენ.

ვერაფერს იზამ, სულების განსაკუთრებულობა იმაში მდგომერეობს, რომ დაბადებისთანავე მათი მეხსიერება სუფთავდება. მხოლოდ, რამდენიმე მათგანი ხვდება იმას, რომ ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში, სულაც არა არის შემთხვევითობა. რომ, თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სწორედ ის გაკვეთილი, რომელსაც ის თავის თავში ატერებს…

https://zrda.wordpress.com/

 

ნანახია:(2657)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების 10 წესი ოპრა უინფრისგან (ვიდეო)

მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი


7 უმარტივესი ნაბიჯი — როგორ დავამარცხოთ სიზარმაცე?

1. მეტად დააფასე საკუთარი თავი როდესაც გრძნობ, რომ სიზარმაცე არ არის გამოწვეული რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო და არ ვრცელდება დროის


„უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია“…

დაიმახსოვრეთ, იცოდეთ, უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დაუნახავია.  ვერ ხედავს სიკეთეს, კეთილგანწყობას, განა იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს, ვერ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*