«სული არის ცარიელი სივრცე ადამიანში, რომელიც ამ უკანასკნელს შეუძლია შეავსოს ან ღმერთით ან ეშმაკით» | Jolo.ge


«სული არის ცარიელი სივრცე ადამიანში, რომელიც ამ უკანასკნელს შეუძლია შეავსოს ან ღმერთით ან ეშმაკით»

«სული არის ცარიელი სივრცე ადამიანში, რომელიც ამ უკანასკნელს შეუძლია შეავსოს ან ღმერთით ან ეშმაკით»

«სული არის ცარიელი სივრცე ადამიანში, რომელიც ამ უკანასკნელს შეუძლია შეავსოს ან ღმერთით ან ეშმაკით»

ამ სიტყვების ავტორი 8 წლის აუტისტი გოგონაა…

დღეს სონია შატალოვა 19 წლისაა. მას არ შეუძლია ლაპარაკი, მხოლოდ წერს, ისიც განსაკუთრებული პირობით: ხელის მტევანზე გარეთა მხრიდან, თითით უნდა ეხებოდეს დედა. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს-ერთი ის, რომ მორალური მხარდაჭერაა, მეორე — როცა რვეულის კიდემდე მივა, დედა თითის მიჭერით აგრძნობინებს, რომ საჭიროა ახალი სტრიქონის დაწყება.

სონია წერს საოცარ ლექსებს, ჩანახატებს და ზღაპრებს. ხოლო მისი აფორიზმები კი ძალიან პოპულარულია რუნეტში.

გთავაზობთ სონიას რამოდენიმე აფორიზმს, რომელიც მან ჯერ კიდევ 8-9 წლის ასაკში დაწერა:

სპირალი — ცეკვის პროცესში გარინდული სწორი ხაზი
სიბრძნე — გონივრული შუალედი „მცირე“-სა და „ბევრს“ შორის
მუსიკა — ხმებისა და ემოციების ჰარმონიული შერწყმა
აზრი — გონების სიმამაცე, სიტყვებით გააფორმოს წარმოსახვა. ყველაზე მძლავრი ძალა სამყაროში სიყვარულის შემდეგ
მეცნიერება — ეჭვებზე დაფუძნებული შემეცნება
ღამე — შავი ქოლგა ვარსკვლავებით
როლი — ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.
რომანტიკა — განწყობა, როცა ყველაფერში ხედავ სასწაულს
ზღაპარი — სულის მიერ მოგონილი ცხოვრება, როცა მას არ აყწობს რეალური ცხოვრება
სიცილი — მოწყენილი სულის მკურნალი
ძაღლი — ერთგულების და მორჩილების მყეფარე განსახიერება
ქარი — ჰაერი, რომელსაც არ უყვარს სიმშვიდე
ცხენი — დიდი, თბილი, ოთხჩლიქიანი ბედნიერება
სირცხვილი — ცეცხლი, რომელიც წვავს ცოდვებს ადამიანის სულში.
შიში — მუხრუჭი მოქმედების გზაზე
ადამიანი — ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს გონება, მეტყველება, ხელები ფეხები და უნარი გადაწყვეტილების მიღებისა, თუ როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი

«ეს მე ვარ, სონია. ახლა შემოდგომაა. შემოდგომა! ისევ სასწაული! ფერადი ფოთლების ნარნარი ცეკვა… წვიმაც კი სიხარულს გგვრის. მე ვაგემოვნებ ჯადოსნურ კერძს: შემოდგომა საკუთარ სოუსში, მორთული კვამლით და ღრუბლებით…

დღეს დედასთან ერთად ტყეში ვსეირნობდი. ძველი არყის ხის ძირას ჯუჯა სოკოები დამალობანას ეთამაშებოდნენ ჩამოცვენილ ფოთლებს. ოღონდ ვერ გავიგე, რომელი იმალებოდა: ჯუჯა სოკოები ფოთლების ქვეშ, თუ ფოთლები სოკოების შლიაპების ქვეშ…

მე დედის წინ მივდიოდი და ვესაუბრებოდი შემოდგომას: შემოდგომავ, ბრძენო შემოდგომავ, შენ დღეს ცელქობ როგორც პატარა გოგონა! რამდენი წლის ხარ ახლა? რაო, რვა წლის? შენ მეთამაშები როგორც პატარა კნუტს…

დავიღალე… მოგვიანებით გავაგრძელებ.“

P.S. სონიას შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ მისსავე საიტზე:https://sofijashatalova.jimdo.com/

ნანახია:(333)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

აწმყოს ნეტარება….

გუშინდელი აწმყოს მომენტის დაჭერამ აღმაფრთოვანა, მივხვდი რომ აწმყოს შეგრძნება და ამოხსნა საიდუმლოს ამოხსნის ტოლფასია. ჩემი თავი გამოვიჭირე რეალობის მიუღებლობაში, მე


„როგორ იპოვო ბედნიერება“

სემინარზე, რომელსაც  50 ადამიანი ესწრებოდა, სპიკერმა  ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან თითოეულ მონაწილეს სთხოვა თავისი სახელი დაეწერა ბუშტზე. გაბერილი ბუშტები ერთ


წუწუნის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს. ალბათ, ძალიან ხშირად შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც გამუდმებით წუწუნებს და საკუთარ პრობლემებს გიყვებათ. იქნებ, თქვენც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<