სულების მასპინძლობა სვანეთში — მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს… | Jolo.ge


სულების მასპინძლობა სვანეთში — მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს…

სულების მასპინძლობა სვანეთში —  მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს…

დღეს, სულების მასპინძლობა დაიწყო სვანეთში -«ლისგვჯინაალ», ეს არის ამოუცნობი, მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს…

ბავშობიდან მომყვება, როგორი ბედნიერი ვემზადებოდი გარდაცვლილებთან შესახვედრად და როგორ გვიხაროდა მათი მოსვლა…
ეს განსაკუთრებული დღეა…
ამ დღისთვის წლიდან -წლამდე ინახავდნენ უშგულში ტკბილეულს..
ამ დღეს ყველაფერი ძვირფასი უნდა იდოს სუფრაზე…
ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოგვპრანჭავდნენ ბავშვებს…


mar18 იანვრის საღამოს, საოცარი სიჩუმე ისადგურებს, მარტო ნაკვერჩხლების ტკაცა-ტკუცი ისმის…
როცა ისინი მოდიან, გგონია რომ ნაბიჯების ხმა გესმის, ლამაზად გაწყობილ სუფრას კერძების თბილი ორთქლი ასდის…
მთელი ოჯახი ფეხზედგომით ვეგებებით მონატრებულ სტუმრებს..
ოჯახის უფროსი კარს უღებს და სუფრასთან იპატიჟებს…
ხვდები რომ ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენთან ერთად არის ყველა ახლობელი, ყველა წინაპარი…
ამ დღეს ძალიან ბევრნი ვართ…
ამ დღეს არავინ გვაკლია…
არ გვყავს გარდაცვლილი ოჯახში…
ისინი ჩვენთან არიან ეხლა……
ბაბუა — ჯაგოს სიგარეტი უყვარდაო და მამიკო პაპიროსს მოუკიდებდა და საფერფლეში ჩადებდა, ბებია-მარიამისთვის გაზეთები უნდა დაგვეხვედრებინა ახალი ამბები რომ გაეგო…))

მერე მაგიდას მარჯვნივ შემოვატრიელებთ, კერძებსაც,თეფშებსაც…
ყველა ერთად მივუსხდებით სუფრას…
ვიხსენებთ რომ დეიდას ეს კერძი უყვარდა, ბებიას ეს..
ხო კოჭლები მეხუთე დღეს მარტო ახერხებენ მოსვლას, მათთვის ცალკე სუფრა მზადდება…

ვყვებით ზღაპრებს….

ეს არის რიტუალი, რომელიც სხვანაირად გათბობს..
რიტუალი, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების მონატრებას გიმსუბუქებს….
მერე ლალხორში მიდიან…
იქ ჩვენს მომავალს წყვიტავენ ღმერთთან და ჩვენ შევთხოვთ მშვიდობას..
ლალხორიდან დაბრუნებულებს ცხელი ქაშა და აგიზგიზებული ფეჩი უნდა დავახვედროთ…
უნდა გავათბოთ…
ო, რა ცივი ზამთარია სვანეთში…

და ბოლოს ისევ მიდიან….
წინაღამით აუცილებლად ჩამოთოვს და სუფთა თოვლზე მათ ნაკვალევს გვიტოვებენ…

ჩვენ ვაცილებთ და ვეუბნებით:
«არც გიჩქარით, არც გიგვიანებთ»
საოცარი სიჩუმე ისადგურებს სახლში, სიცარიელე და ჩვენ ისევ ველოდებით დღეს, როცა ისინი კვლავ მოვლენ..
და ისინიც ყოველწელს მოდიან…

მახსოვს ბავშობაში, ბებია-ბაბუები ჩურჩულით იწყებდნენ გარდაცვლილების სახელების ჩამოთლას, ჩვენ ვერ ვხედავდით, მაგრამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს, სახელების მიხედვით ვხვდებოდით ვინ გვყავდა სტუმრად და გვეცინებოდა, სიცილზე მშობლები გვიბრაზდებოდნენ, ბებია კი იტყოდა- დაანებეთ ბავშვებს თავი, გარდაცვლილებსაც უხარიათ ბავშვები რომ იცინიანო, და ეს ამოუცნობი შეგრძნება დღესაც მომყვება და დღესაც მეცინება, ეხლაც ჩავატარეთ ეს რიტუალი და სასიამოვნოდ გამეღიმა როგორც ბავშობაში…
დღეს, ჩემი ბებია-ბაბუბი მოვიდნენ და ძალიან გამახარეს, ის სითბო შევიგრძენი როგორც ბავშობაში…

ავტორი: Mariam Bakacho Khatchvani /მარიამ ხაჭვანი
%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b

ნანახია:(1412)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სვანეთშისულები

Related Articles

სასწაულმოქმედი კორდიცეფსი!!! ბუნების საოცრება

ჩინური კორდიცეფსი ამ სასწაულმოქმედ  სოკოს ტიბეტში „ღვთაებრივ საჩუქარს” უწოდებენ. კორდიცეფსის სამკურნალო თვისებები ცნობილია უკვე 5000 წელი. მისი ძნელად მოპოვების სირთულიდან გამომდინარე


 «ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს» — დასამახსოვრებელი ფრაზები „შენი თავგადასავლიდან“

«შენ კი არ შეგეძლოო. როგორ არ შემეძლო, უბრალოდ, ისე არ დავმთვრალვარ ჩემი შესაძლებლობებით, რომ ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება დამეწყო.»   «ეს


ბალი — ღმერთების კუნძული

დედამიწაზე უამრავი უნიკალური ადგილი არსებობს, ზოგიერთ ქვეყანაში ბუნება იმდენად ლამაზია რთულია დაიჯერო, რომ მას სინამდვილეში უყურებ. ხედავ საოცარ სილამაზეს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<