«სტუმარ-მასპინძელი» ახმეტელის თეატრის სცენაზე | Jolo.ge


«სტუმარ-მასპინძელი» ახმეტელის თეატრის სცენაზე

«სტუმარ-მასპინძელი» ახმეტელის თეატრის სცენაზე

სანდრო ახმეტელის თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა ფშაველას გენიალურ ნაწარმოებს «სტუმარ-მასპინძელს», ამჯერად რეჟისორი ირაკლი გოგია გააცოცხლებს. ნაწარმოები არაერთი თეატრის სცენაზეა დადგმული, თუმცა რეჟისორი გოგია აცხადებს, რომ დადგმის სრულიად ახლებულ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს. სპექტაკლი ეძღვნება ახმეტელის თეატრის დამაარსებელ ლერი პაქსაშვილის ხსოვნას. სწორედ 1981 წელს, ახმეტელის თეატრი რეჟისორ ლერი პაქსაშვილის მიერ ვაჟა ფშაველას «სტუმარ-მასპინძელის» მიხედვით დადგმული სპექტაკლით «მთანი მაღალნით» გაიხსნა. «სტუმარ-მასპინძელის» პრემიერა ოცდაორ აპრილს შედგება. სპექტაკლი ერთ მოქმედებიანია და მისი ხანგრძლივობა ერთი საათს შეადგენს. ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება. სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე. სპექტაკლში ზვიადაურის როლს პროექტ «ცეკვავენ ვარსკვლავების» ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი ანდრია გველესიანი ასრულებს.

ნანახია:(70)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
axmetelis teatri

Related Articles

შუახევის კულტურის ცენტრში ფოლკლორის განყოფილება გაუქმდა

„ნებისმიერი ცვლილება მიზნად უნდა ისახავდეს სიახლის დანერგვას ან წარმატებისაკენ სწრაფვას“ — ამბობს კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე, რომელიც 5 მაისს


აკა მორჩილაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია

,,მორიდებული ზურმუხტი“ აკა მორჩილაძის ახალი წიგნია, რომლის სიუჟეტი საუკუნის წინანდელ საქართველოში ვითარდება.    ავტორის თქმით,  წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი,


დიკაპრიომ ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები — რუსეთში გაფრენა გაიხსენა (ვიდეო)

ლეონარდო დიკაპრიო „ელენ დეჯენერესის შოუს“ ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მას იუმორი იმ ამბის მოყოლის დროსაც არ დაუკარგავს, რომელიც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<