სტივ ჯობსის სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში | Jolo.ge


სტივ ჯობსის სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში

სტივ ჯობსის სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში

სტივ ჯობსი — 21-ე საუკუნის ადამიანი, რომელმაც შეძლო წარმოუდგენელ წარმატებაშიც დარჩენილიყო შესანიშნავ და ჩვეულებრივ ადამიანად. მან სიცოცხლის ბოლო პერიოდი საავადმყოფოში გაატარა, მოგვიანებით კი გასაჯაროვდა გზავნილი, რომელიც სწორედ საავადმყოფოს პალატაში დაწერა.

„მსოფლიო ბიზნესში ჩემს მიერ მიღწეული წარმატების გამო ყველა თვლის, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ წარმატებით თვითკმაყოფილებაა. სინამდვილეში კი სულაც არ ვარ ძალიან ბედნიერი. მეტიც, სიმდიდრე  არის უბრალოდ ფაქტი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც შევეჩვიე.

ამ მომენტში მე ვწევარ საავადმყოფოს საწოლზე და ვიხსენებ ჩემს განვლილ ცხოვრებას. ვხვდები, რომ სიმდიდრემ და ცნობადობამ, რომლითაც ასე ვამაყობდი გარდაუვალი სიკვდილის წინაშე მნიშვნელობა დაკარგეს.

როცა სიბნელეში ვხედავ მწვანე შუქს, რომელსაც ჩემს გვერდით დადგმული აპარატი გამოსცემს, მესმის დამახასიათებელი ხმა, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და მესმის ღმერთის სუნთქვა. ახლა, როცა ფულის საკმარისად მაქვს, მიწევს ვიფიქრო გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე, ასეთი კი ძალიან ბევრია.

სიმდიდრეს, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე  თან ვერ წავიღებ. ის, რაც შემიძლია თან წავიღო არის მოგონებები საყვარელ ადამიანებზე. აი, სწორედ ესაა ნამდვილი სიმდიდრე, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ.

ფულის სახელით ყველაფერი შეუძლიათ გააკეთონ თქვენს ნაცვლად, მაგრამ არავინ აიღებს თქვენს ავადმყოფობას საკუთარ თავზე.

მატერიალური ნივთები შეიძლება დაკარგო და ისევ შეიძინო, იპოვო, ერთადერთი რასაც დაკარგვის შემდეგ ვეღარ დაიბრუნებ — ეს ცხოვრებაა.

თქვენი სიმდიდრე ოჯახი, საყვარელი ადამიანები, ახლობლები, მეგობრები არიან. მოუარეთ მათ და გაუფრთხილდით საკუთარ თავებს.“

ნანახია:(380)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს იქნება კარცერ-ლუქსი…

როგორ მოვაწყობდი? — ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, — როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი“. „რაო? — ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, —


,,ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო» — შენი ბრალია რომ გაგხადა, შენ დაუშვი შეცდომა

,,ვისაც ჩავაცვი იმან გამხადაო» — შენი ბრალია რომ გაგხადა, შენ დაუშვი შეცდომა. შენ შეარჩიე არასწორად ადამიანი, შენ ვერ მიხვდი ვინ


«რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები»- კონფუცის ბრძნული რჩევები

= სამი რამ არასოდეს არ ბრუნდება უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<