«ასე ვიღებთ სტერილურ, იმპოტენტ, უუნარო და უმაქნის თაობებს» – ცოტნე გამსახურდია | Jolo.ge


«ასე ვიღებთ სტერილურ, იმპოტენტ, უუნარო და უმაქნის თაობებს» – ცოტნე გამსახურდია

«ასე ვიღებთ სტერილურ, იმპოტენტ, უუნარო და უმაქნის თაობებს» – ცოტნე გამსახურდია

ტომოგრაფიული კვლევები გვიჩვენებს, რაოდენ დიდ ზიანს აყენებენ ბავშვს ემოციური პრობლემები, ჩაგვრა, დასჯა, და ა.შ. პრობლემური ბავშვის ტვინის ზომა ერთი-ორად უფრო მცირეა, ვიდრე ნორმალურ გარემოში აღზრდილის. ბრძენი ერი, რომელიც ნორმად მიიჩნევს — «შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგება»-ს, და ყოველი შესაძლებლობისას ურტყამს და უყვირის სუსტსა და დაუცველ პატარას, ზრდის თაობებს, რომლებსაც მერე აზროვნება, აზრის გამოტანა უჭირთ.

შემდეგ ეს თაობები, რასაკვირველია, ვერ იკვლევენ გზას ცხოვრებაში ფსიქიური და ინტელექტუალური პრობლემების გამო, რადგან მათი ტვინი პრობლემურია, შეზღუდულია, და ეს მათში, მიღებულ წარსულ ემოციურ ტრავმებთან ერთად, აჩენს კიდევ უფრო მეტ აგრესიას, ბოღმას, სამყაროს გაგებისა და მიღების უუნარობას.

საინტერესოა, რომ ეს მშობლები, რომლებიც გინგრევენ ბავშვობას, სრულიად განსხვავებული როლით გევლინებიან ზრდასრულ ასაკში. თითქოს გინაზღაურებენ იმას, რაც ბავშვობაში დაგაკლეს. აქ ხშირად ვხედავთ 30-40 წლის «ბავშვებს», რომლებსაც აჭმევენ, უვლიან, ულაგებენ მოხუცებულობას მიღწეული მშობლები. არ ვიცი, ეს რა არის, წარსულის არაცნობიერი გამოსყიდვის თუ საკუთარი მნიშვნელოვანების დამტკიცების მცდელობა წარმავალი თაობის მიერ, მაგრამ ეს დაგვიანებული ზრუნვა ახლა უკუშედეგს იძლევა: გაიხსენეთ აგრესიული, სუსტად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც სძულს სამყარო, რომელსაც ვერაფერი გაუგო, ან ზედმეტად გამარტივებულად, ინფანტილურად, პრიმიტიულად აღიქვამს მას… ამ დროს ადამიანზე ამგვარი ზრუნვა, მისი ინკუბატორში, სტერილურ პირობებში მოთავსება პრაქტიკულად მისი მკვლელობის ტოლფასია. პირდაპირ საოცარია, ახშობდე და მიწასთან ასწორებდე პატარა ადამიანს მაშინ, როცა მას თანადგომა, დაცვა და სიყვარული ყველაზე მეტად სჭირდება, და თავს ევლებოდე ზრდასრულ სუბიექტს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად დამოუკიდებლობა, ინიციატივა, აქტიურობა უნდა განვითარებისთვის, თვითდამკვიდრებისთვის. პრინციპში, ორივე შემთხვევაში გახშობენ, ოღონდ სხვადასხვა გზებით.

ასე ვიღებთ სტერილურ, იმპოტენტ, უუნარო და უმაქნის თაობებს, რომლებმაც ვერცერთ სფეროში ვერაფერი შექმნეს, ვერ გაუმკლავდნენ საფრთხეებს, გამოწვევებს, და გვაქვს შეუმდგარი სახელმწიფო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ არ ვცდები, ალბერტ აინშტაინის სიტყვებია: ყველაზე მეტად ის მაოცებს, იგივე საშუალებების გამოყენებისას განსხვავებული შედეგების მიღებას რომ ელოდებიანო. თუ ძირფესვიანად არ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრების წესი, მსოფლმხედველობა, მსოფლაღქმა, თანამედროვე მსოფლიოში, ჩვენი გარემოს გათვალისწინებით, მონობა ან გაქრობა გველოდება. პრინციპში, ეს ძნელი დასანახი არ არის…

პ.ს. «იიი, შენ მისთვის ყოველთვის ბავშვი იქნები»…

ბრძენი ერი დღემდე ვერ მიხვდა, რომ ბავშვობა ბიოლოგიური მდგომარეობაა, განვითარების ერთერთი სტადიაა, ასაკი შედარებითი კატეგორიაა და არა — აბსოლუტური. ნათლად რომ დაგანახოთ, ჰიპერბოლიზაციას გავაკეთებ: ასი წლის კაცი, როგორ შეიძლება, ბავშვი იყოს? საქართველოში — შეიძლება! თუ მას 120 წლის მამა ჰყავს ცოცხალი! 😄

ახლა განავრცეთ ზემოთქმული 20, 30, 40, 50 წლის «ბავშვებზე» და ქვეყანას კიარა, ერთ დიდ საბავშვო ბაღს მიიღებთ, უარესი რომ არ ვთქვა…

ცოტნე გამსახურდია

ნანახია:(196)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„етот фильм надо сжечь“, დიდი სკანდალი მოსკოვში — ირაკლი კვირიკაძის მოგონება

„კინო-ლაბორატორიაში მესამე სართულზე ავძვერით, ფანჯრიდან გადავბობღდით და ნეგატივები წამოვიღეთ, მერე ბებიასთან ვმალავდი სამი წელი მაცივარში“ — იხსენებს ღიმილით და „მოცურავეზე“,


ვინ არის ბიჭი, რომლის თაოსნობითაც საქართველოსთვის 45 000 დოლარი შეგროვდა

ამერიკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭს, გიორგი ნიკოლაიშვილს დღეს უამრავი ადამიანი ემადლიერება. გიორგი ამერიკაში 23 წლის ჩავიდა და 5 წელია რაც ნიუ-იორკში


ქართული მიწა ჩანთაში და გაოცებული ბერძენი პოლიციელები

საბერძნეთში მცხოვრები ერთ—ერთი ემიგრანტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კომენტარებიდან გაირკვა, ამ ქალბატონის მსგავსს ბევრ ქართველს შეხვდებით უცხოეთში.  „საბერძნეთში,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*