სტაფილო ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს | Jolo.ge


სტაფილო ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს

სტაფილო ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს

სტაფილო ვიტამინებს მთელი წელი ინარჩუნებს. იგი შეიცავს A, B, C, E, K, PP და B ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ მარილებს- კალიუმს, რკინას, თუთიას, იოდს, ფრუქტოზასა და კაროტინს.

ორგანიზმში მოხვედრილი ბეტა-კაროტინი A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ახალგაზრდა ქალის ორგანიზმისათვის მეტად საჭიროა. ეს უძლიერესი ანტიმჟანგავი ორგანიზმს დაბერებისა და გადაღლისგან იცავს.

სტაფილო აუცილებელია ორსული ქალებისთვის, რათა ძლიერი და ჯანსაღი შთამომავლობა გააჩინონ. ასევე საჭიროა მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, მტვრევადი ფრჩხილები და თმა აქვს.

სტაფილო ასუფთავებს სისხლს და მის მიმოქცევას აუმჯობესებს. ამით გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების რისკს ამცირებს.

ექიმების რეკომენდაციით, სტაფილო ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, ან უზმოზე დალიოთ მისი წვენი.

სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივის, ბლეფარიტისა და თვალების სწრაფად დაღლის დროს.

ამერიკელი მეცნიერების გამოკვლევებით გაირკვა, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებას- ფალკარინოლს, რომელიც კიბოს უჯრედების განვითარებას ერთი მესამედით ამცირებს.

სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი მოქმედება აქვს.

ღრძილების გასამაგრებლად მეტად სასარგებლოა სტაფილოს ღრღნა. ხოლო სტომატიტის დროს საჭიროა სტაფილოს წვენის პირში გამოვლება.

ასევე რეკომენდებულია ამ ბოსტნეულის გამოყენება ცისტიტის, შეკრულობის, ბუასილის და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.

სტაფილო ჩართულია დიეტაში, რომელიც მოწოდებულია კუჭისა და ნაწლავების მუშაობის სტიმულაციისათვის, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოსადევნად, სისხლში ქოლესტერინის დონისა და გულის კუნთის ინფარქტის შესამცირებლად.

უმი სტაფილოს გამოყენება რეკომენდებული არ არის წვრილი ნაწლავების ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების პერიოდში.

ნანახია:(362)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სტაფილო

Related Articles

„მეუფეო, როგორ შეგეძლოთ დაგელიათ ეს წამალი, იმის შემდეგ რაც ეს წერილი წაიკითხეთ?“

კეისარს ერთადერთი ადამიანი და მეგობარი გააჩნდა, რომელსაც ენდობოდა – მისი ექიმი. უფრო მეტიც, როდესაც ავად იყო იგი წამალს მხოლოდ მისი


მავნე და სასარგებლო პროდუქტები

ყველასთვის კარგადაა ცნობილი რომ ჯანსაღ კვების რაციონს ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორ განასხვავებთ მავნე და სასარგებლო პროდუქტებს ერთმანეთისგან? მათი


«ცნობილ ადამიანთა ფსევდონიმები»

— ფსევდონიმი: მარკ ტვენი — ნამდვილი სახელი: სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი — ფსევდონიმი: სტენდალი — ნამდვილი სახელი: ანრი მარი ბეილი —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*